Jump to content

Recommended Posts

Posted

გამარჯობათ,

დღეს ბავშვს ავუწყვე ჩემი ძველი კომპიუტერი, რომელსაც უკვე რამოდენიმე წელია აღარ ვხმარობ...

ჩაწერე ახალი ოპერაციული სისტემა (XP), რომელმაც ავტომატურად დააყენა ყველა დრაივერი (ხმის გარდა, რომელიც ხელით დავაყენე)

მაგრამ პრობლემა მაქვს ინტერნეტთან დაკავშირებისას. დრაივერი აყენია, Local Area Connection-იც მაქვს ნეთვორქში, IP-ებიც ჩავწერე, მაგრამ ინტერნეტს ას უკავშირდება. სანამ IP-ებს და DNS-ებს ჩაუწერდი მიწერდა "ლიმიტედ ქონექშენო", ჩავწერე და გასწორდა, მაგრამ ინტერნეტ ექპლორერით რომ შევდივარ მიწერს, No Connection Available... ან Work Offline, მოკლედ ინტერნეტს ვერ ვუკავშირდები. სახში WI-FI მოდემი მიყენია, იქიდან წამოვიყვანე კაბელით და შევაერთე, კაბელი მუშაობს, მეოპრე კომპზე შევამოწმე და მოდის ინტერნეტი, მაგრამ იმ ძველ კომპზე პრობლემა მაქ...

ქსელის დრაივერის ხელით ჩაწერაც ვცადე მაგრამ, იგივეს შვება, დრაივერს წერს/ ინტერნეტი მაინც არაა

(მაზერზე არ აქვს ინტეგრიებული ქსელის კარტა, დაყენებული აქვს, ადრე ვამუშავებდი, ეხლა რა ჯანდაბა ეტაკა ვერ ვხვდები)

დამეხმარეთ გამოცდილო ხალხო, მადლობა წინასწარ

შემჭამა ბავშვმა, მულტფილმებს გაიძახის სულ და კომპთან აღარ მაჯენ ს :D იქნებ მიშველოთ :)

Posted

ზდაროვა :) დავით,

ერთ რა ვერ გავიგე, შენ როგორ გიდნა რო მიიღს კომპმა ინტერნეტი?

თუ კაბელით აერთებ და მუშაობს ე.ი გინდა რო Wifi სგან გამოგზავნილი სიგნალი მიიღო? მაგაზე მიმღები გჭირდება დააყენო.

თუ სხვა რა მ გინდა

Posted

არა არა, ძველი კომპია, Wifi-ს ვერ მიიღებს, არ აქვს უსტროისტვა, კაბელით მინდა...

მიჩვენებს რომ შემოდის ინტერნეტი, მაგრამ არც ექსპლორერი და არც მოზილა, არ ხსნის, არ შედის ნეტში

Pentium 4 1.6GHz

384MB DDR1

40 GB HDD

nVidia FX 5500

Posted

აა მოვწვი, კაროჩე ესეთი პონტია რა.

პროვაიდერი ვინ გყავს? ჩემთან ესეა კავკასუსზე

სხვაგან რო შეაერთებ შენ ინტერნეტს, სხვა კომპზე , დარეკვა ჭირდება ოფისსში რა და ჩაგირთავენ რა ინტერნეტს.

მარა შენ ესე გინდა როგორც მოვწვი

1 კომპი --------------- 2 კომპი

|

|

Wifi

ხო?

დაურეკე აბა პროვაიდერს და კითხე,

Posted

არა, მაგის ბრალი არაა, ეგ როცა ჯ-ლინკი გაქვს მარტო, მაგ შემთხვევაშI ჭირდებოდა ადრე, ეხლა როცა მოდემი გიდგას (4 პორტი აქ), არ ჭირდება, სხვა კომპიუტერებზეც მიცდია და მუშაობს უპრობლემოდ...

ადრე მასე მქონდა, პირდაპირ კომპში შედიოდა კავკასუსის კაბელი და სანამ არ დარეკავდი მანამდე სხვა კომპზე ვერ აამუშავებდი (ქსელზე ძახილის ნიშანს ხატავდა), ეხლა 50 ლარიანი პაკეტი მაქ, და მაგას არ ჭირდება

აგერ სქრინები

968d514a2694.jpg

47c2929aa1c1.jpg

ინტერნეტ ექსპლორერზე

d6b791c45ecd.jpg

მოზილაზე

58c77016f3dc.jpg

Posted

192.168.0.1_ზე შედი აბა, მოდემის კონფიგურაციის გვერდი უნდა გახსნას თუ კავშირი არის საერთოდ.

გეითვეი ნამდვილად 192.168.0.1_ა?

Posted

კი ეს არის, მეორე კომპიუტერით შევდივარ უპრობლემოდ, მაგრამ იმით ვერა, არ შევიდა, მანამდეც ვცადე

74a80c567723.jpg

Posted

იმ კომპზე იპკონფიგში ნახე შეიძლება სხვანაირად იყოს

Posted

ეს გვერდი პრობლემურმა კომპმა არ გახსნა? თუ იგივე პარამეტრებით (ip/mask/gw/dns) და იგივე კაბელით არ შედის,რომლითაც მეორე კომპი შედის და დრაივერების შეცვლამაც არ უშველა - მაშინ ალბათ ქსელის კარტას აქვს დარხეული.

pci_ზე იყიდე ქსელის კარტა ან ვაი-ფაი მიმღები.

Posted

იმ კომპზე იპკონფიგში ნახე შეიძლება სხვანაირად იყოს

რაღაცა ვერ არის მემგონი

37e51aae525d.jpg

ეს გვერდი პრობლემურმა კომპმა არ გახსნა? თუ იგივე პარამეტრებით (ip/mask/gw/dns) და იგივე კაბელით არ შედის,რომლითაც მეორე კომპი შედის და დრაივერების შეცვლამაც არ უშველა - მაშინ ალბათ ქსელის კარტას აქვს დარხეული.

pci_ზე იყიდე ქსელის კარტა ან ვაი-ფაი მიმღები.

ქსელის კარტის ბრალი არამგონია იყოს, თითქოს მუშაობს, არც პრობლემას აგდებს არაფერს... თან ადრე მუშაობდა ნორმალურად

Posted

გამოვცვალე ქსელის კარტა და ინტერნეტიც ჩაირთო... ქსელის კარტის ბრალი ყოფილა...

დიდი მადლობა ბიჭებო ;)

Posted

ვხურავ თემას თუ მოაგვარე პრობლემა

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.