Jump to content

Recommended Posts

Posted

AMD Radeon HD 6900 სერიის 3D-ბარათების გამოსვლა, როგორც ცნობილია, მცირე დაგვიანებით განხორციელდა. ამის მიზეზად კი Texas Instruments (TI)-ის წარმოების DrMOS მიკროსქემების დეფიციტი დაასახელეს, რომლებიც გამოიყენება რეფერენსული მოდელის კვების ქვესისტემაში. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილ იქნა, რომ უარი ეთქვათ აღნიშნულ რეგულატორებზე და მათ ნაცვლად გამოეყენებინათ Volterra-ს წარმოების ეს დეტალები.

იუწყებიან, რომ TI კომპონენტების მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები უკვე მოგვარებულია და AMD გეგმავს ზემოხსენებული ვიდეოკარტების ახალი ვარიანტების გამოშვებას. ამის დასამტკიცებლად, გავრცელდა Swiftech-ის ახალი გაგრილების სისტემის ფოტოსურათები, რომელიც განკუთვნილია Radeon HD 6900-ებისათვის. Swiftech-ის თქმით, ეს განახლება იმით არის განპირობებული, რომ AMD-ემ შეცვალა ბარათების რეფერენსული მოდელები. როგორც ილუსტრაციიდან ჩანს, იმ ადგილების მოცულობა, რომელიც განკუთვნილია ძაბვის რეგულატორებთან კონტაქტზე, გაზრდილია და გვიჩვენებს განსხვავებას მიკროსქემების კორპუსების ზომაში.

გაგრილების სისტემის საწყისი ვარიანტი მოცემულია მარცხნივ, ხოლო ახლის კი მარჯვნივ, არეები კი გამოყოფილია წითელი ფერით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ TI-ის რეგულატორები Volterra-ზე იაფია, მაგრამ ეფექტურობაში მათ არ ჩამოუვარდებიან.

986191e0e385.jpg

მნიშვნელოვანია სხვა რამ: Radeon HD 6950-ის შეცვლით, მწარმოებელს შეეძლო, რომ გამოეყენებინა შემთხვევა და დაებლოკა პროგრამული 'მოდერნიზაციის' შესაძლებლობა, რომელიც შემჩნეულ იქნა გასული წლის ბოლოს. უნდა ითქვას შემდეგიც: ენთუზიაზისტებმა გაარკვიეს, რომ მსგავსება Radeon HD 6950-სა და Radeon HD 6970-ს შორის, იძლევა იმის საშუალებას, რომ უმცროსი მოდელი 'გადავაქციოთ' უფროსად - BIOS-ის უბრალო განახლებით.

Posted

ანუ ვეღარ გადაფლეშავენ 6950-ს 6970-ად?

Posted

ანუ ვეღარ გადაფლეშავენ 6950-ს 6970-ად?

ჯერჯერობით უცნობია, მარტო ის არის ცნობილი რომ PCB-ს რედიზაინი მოხდება და გაგრილების დაყენების პრობლემას გამოსწოერებენ.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.