X-treme user Posted January 3, 2011 Posted January 3, 2011 თურქული ინფორმაციული წყაროს ცნობებით, ამ წელს AMD-მ შესაძლოა, რომ კვლავ განაახლოს FX სერიის პროცესორების გამოშვება, რომელშიც შესული იქნება Bulldozer ბირთვზე დაფუძნებული, სამაგიდო სისტემებისთვის განკუთვნილი მოდელები. როგორც უკვე ვიცით, AMD-ემ არ გამოიყენა FX დასახელება - Phenom და Phenom II პროცესორებისათვის, რადგანაც ამას შესაძლოა მოჰყოლოდა იმ სერიის იმიჯის დევალვაცია, რომელსაც განზრახული აქვს ყველაზე მაღალ სეგმენტში ლიდერობისთვის ბრძოლა. ამის ნაცვლად, გახსნილი BClk-მამრავლის მქონე CPU-ების აღნიშვნისათვის, გამოყენებულ იქნა სიტყვათა კომბინაცია Black Edition-ი. რაც შეეხება უშუალოდ პროდუქტებს, რომლებსაც მოუწევთ FX მარკის განახლება, ჯერჯერობით ვრცელდება ინფორმაცია მხოლოდ ორი მათგანის შესახებ. ეს გახლავთ უკომპრომისო 8-ბირთვიანი Zambezi, რომელიც მიიღებს AMD Vision Black FX დასახელებასა და უფრო ხელმისაწვდომი პროცესორები - AMD Ultimate Vision FX. ამ ორ ნაწარმს, რომელთა გამოსვლაც მოსალოდნელია ამა წლის გაზაფხულზე, მოუწევთ მომხმარებლების გულის მოსაგებად დაუპირისპირდნენ Intel-ის მაღალ სეგმენტში არსებულ პროცესორებს, Intel Core i7 Extreme Edition-ის ჩათვლით. DonanimHaber Quote
Fatal Fighter Posted January 3, 2011 Posted January 3, 2011 FX-ების დაბრუნება Frag Executors უღრმესი მადლობა ნიუსისთვის Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.