X-treme user Posted January 3, 2011 Posted January 3, 2011 თურქული ინფორმაციული წყაროს ცნობებით, ამ წელს AMD-მ შესაძლოა, რომ კვლავ განაახლოს FX სერიის პროცესორების გამოშვება, რომელშიც შესული იქნება Bulldozer ბირთვზე დაფუძნებული, სამაგიდო სისტემებისთვის განკუთვნილი მოდელები. როგორც უკვე ვიცით, AMD-ემ არ გამოიყენა FX დასახელება - Phenom და Phenom II პროცესორებისათვის, რადგანაც ამას შესაძლოა მოჰყოლოდა იმ სერიის იმიჯის დევალვაცია, რომელსაც განზრახული აქვს ყველაზე მაღალ სეგმენტში ლიდერობისთვის ბრძოლა. ამის ნაცვლად, გახსნილი BClk-მამრავლის მქონე CPU-ების აღნიშვნისათვის, გამოყენებულ იქნა სიტყვათა კომბინაცია Black Edition-ი. რაც შეეხება უშუალოდ პროდუქტებს, რომლებსაც მოუწევთ FX მარკის განახლება, ჯერჯერობით ვრცელდება ინფორმაცია მხოლოდ ორი მათგანის შესახებ. ეს გახლავთ უკომპრომისო 8-ბირთვიანი Zambezi, რომელიც მიიღებს AMD Vision Black FX დასახელებასა და უფრო ხელმისაწვდომი პროცესორები - AMD Ultimate Vision FX. ამ ორ ნაწარმს, რომელთა გამოსვლაც მოსალოდნელია ამა წლის გაზაფხულზე, მოუწევთ მომხმარებლების გულის მოსაგებად დაუპირისპირდნენ Intel-ის მაღალ სეგმენტში არსებულ პროცესორებს, Intel Core i7 Extreme Edition-ის ჩათვლით. DonanimHaber
Fatal Fighter Posted January 3, 2011 Posted January 3, 2011 FX-ების დაბრუნება Frag Executors უღრმესი მადლობა ნიუსისთვის
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now