Jump to content

Recommended Posts

Posted

თურქული ინფორმაციული წყაროს ცნობებით, ამ წელს AMD-მ შესაძლოა, რომ კვლავ განაახლოს FX სერიის პროცესორების გამოშვება, რომელშიც შესული იქნება Bulldozer ბირთვზე დაფუძნებული, სამაგიდო სისტემებისთვის განკუთვნილი მოდელები.

როგორც უკვე ვიცით, AMD-ემ არ გამოიყენა FX დასახელება - Phenom და Phenom II პროცესორებისათვის, რადგანაც ამას შესაძლოა მოჰყოლოდა იმ სერიის იმიჯის დევალვაცია, რომელსაც განზრახული აქვს ყველაზე მაღალ სეგმენტში ლიდერობისთვის ბრძოლა. ამის ნაცვლად, გახსნილი BClk-მამრავლის მქონე CPU-ების აღნიშვნისათვის, გამოყენებულ იქნა სიტყვათა კომბინაცია Black Edition-ი.

რაც შეეხება უშუალოდ პროდუქტებს, რომლებსაც მოუწევთ FX მარკის განახლება, ჯერჯერობით ვრცელდება ინფორმაცია მხოლოდ ორი მათგანის შესახებ. ეს გახლავთ უკომპრომისო 8-ბირთვიანი Zambezi, რომელიც მიიღებს AMD Vision Black FX დასახელებასა და უფრო ხელმისაწვდომი პროცესორები - AMD Ultimate Vision FX.

cd66b469fcac.jpg

ამ ორ ნაწარმს, რომელთა გამოსვლაც მოსალოდნელია ამა წლის გაზაფხულზე, მოუწევთ მომხმარებლების გულის მოსაგებად დაუპირისპირდნენ Intel-ის მაღალ სეგმენტში არსებულ პროცესორებს, Intel Core i7 Extreme Edition-ის ჩათვლით.

Posted

FX-ების დაბრუნება

Frag Executors :mameda:

უღრმესი მადლობა ნიუსისთვის

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.