Magdalena Posted September 18, 2025 Posted September 18, 2025 Apple-ის მომავალ მოწყობილობებში პრიორიტეტი უფრო მეტად მიენიჭება ფუნქციონალურობას და არა დიზაინს ტრადიციისამებრ მარკ გურმანმა Bloomberg-ის გვერდებზე გამოქვეყნებულ ყოველკვირეულ დაიჯესტში Apple-ის გულშემატკივრები საფიქრალის გარეშე არ დატოვა. მისი თქმით, კომპანიის დიზაინერების პერსონალის თითქმის სრული ცვლილების შემდეგ ახალი მოწყობილობების შემუშავებისადმი მიდგომა შეიცვალა. მოწყობილობები უფრო ფუნქციონალური და ტექნოლოგიურად განვითარებული უნდა გახდეს, დიზაინი კი ამ სფეროში კომპრომისებს აღარ უნდა მოითხოვდეს. ფოტოს წყარო: Apple გურმანის თქმით, Apple-ის ყოფილ მთავარ დიზაინერ ჯონი აივის გავლენა, რომელმაც კომპანია 2019 წელს თანამოაზრეებთან ერთად დატოვა, უკვე კარგავს ინერციას. აივიმ მოწყობილობების დიზაინი, როგორც ასეთი, წინა პლანზე წამოწია, შედეგად კომპანიამ ახალი პროდუქტების ფუნქციონალურობა გაწირა. როგორც Bloomberg-ის წარმომადგენელი განმარტავს, ეს მიდგომა მოძველებულია და Apple-ის დიზაინერების ახალი თაობა კონკრეტული დიზაინის დანერგვას მხოლოდ იმ შემთხვევაში ცდილობს, თუ ის შესაბამის ფუნქციონალურობასა და ტექნიკურ მახასიათებლებთან იქნება შერწყმული. აივის მემკვიდრე Apple-ის დიზაინის დირექტორის თანამდებობაზე მხოლოდ სამ წელზე მეტხანს იმყოფებოდა. მოგვიანებით, Apple-ის ოპერაციული დირექტორი ჯეფ უილიამსი, რომელიც ბოლო წლებში კომპანიის დიზაინის მუშაობას უფროს დონეზე ხელმძღვანელობდა, გადადგა. Apple-ის დიზაინის გუნდის ახალი ლიდერები პირდაპირ აღმასრულებელ დირექტორ ტიმ კუკის მიმართ არიან ანგარიშვალდებულნი. მოსალოდნელია, რომ ეს უკანასკნელი მაქსიმალურად გაემიჯნება დიზაინერების მუშაობაზე გავლენის მოხდენას. ამრიგად, Apple-ის დიზაინერების ახალ თაობაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორი იქნება კომპანიის მოწყობილობები მომდევნო წლებში. შესაძლოა, მათ შეძლონ ბოლო დროს დაფიქსირებული სტაგნაციის გადალახვა. Apple უბრუნდება დამფუძნებელ სტივ ჯობსის მიერ გამოცხადებულ თავდაპირველ კონცეფციას: „დიზაინი არ არის მხოლოდ ის, თუ როგორ გამოიყურება და იგრძნობა, არამედ ის, თუ როგორ მუშაობს“. რეალურად, თუ არ ჩავთვლით iPhone Air-ს, რომელმაც თხელი კორპუსის გამო კამერის შესაძლებლობები და ელემენტის მოცულობა გაწირა, ახალი მიდგომა უკვე ჩანს ახალი სერიის სმარტფონების უფროსი მოდელების მაგალითზე. გაუმჯობესებული კამერებისა და უფრო დიდი მოცულობის ბატარეების გამო ისინი წინამორბედებთან შედარებით ოდნავ უფრო სქელია. როგორც ჩანს, Apple-ის პროდუქტების დიზაინში ფუნქციონალურობის დომინირების ტენდენცია კვლავაც შეინიშნება. https://tinyurl.com/m2mx6vt Quote
მათე Posted September 18, 2025 Posted September 18, 2025 Air ძაან ბანძი გამოდგა. Pro ჩიპი უდევს და non pro 17-ზე სუსტია. თვითონვე საუბრობდნენ ალუმინს იმიტომ დავუბრუნდით რომ 20-ჯერ უკეთესია გაგრილებისთვისო ტიტანთან შედარებით და vapor chamber-ც დავუმატეთო pro-ებსო. ამ დროსვე წარადგინეს გაგრილების არ მქონე თხელი ტელეფონი ტიტანის კორპუსით. უაზრო ფასი აქვს ის ელემენტიც რომ მოყვება უკან დასამაგრებელი. ბარემ დაამატებ და pro max-ს იყიდი სხვაობა 50$ გამოდის lol აი უბრალო 17 კი ძალიან ძალიან მაგარი ჩანს მითუმეტეს pixel 10-ზე 100$-თ იაფია. ნუ გუგლის pixel რომ სრული ნაგავია და 500$-ზე მეტი არ უნდა ღირდეს ეგ ცალკე თემაა, მაგრამ ამ ფასად უბრალო 17-ს რაც აქვს გადასარევი შემოთავაზებაა. Quote
MaKaSaRa Posted September 18, 2025 Posted September 18, 2025 მარტის შემდგენ სამსუნგ S25-ზე ვარ. კარგი სმარტია მაგრამ apple-ის ნოსტალგია მაქვს ისევ. პროსტა 60 ჰერციან ეკრანს ნაღდად ვერ ვიყიდდი და pro ვერსია კიდე ჩემთვის ძვირი იყო. ახლა რადგანაც საბაზისო მოდელებში 120 ჰერცი ჩადეს უკვე შეიძლება დაბრუნება. ოპტიმიზაცია რომ ბევრი წელი მაღალ დონეზე ექნება ცხადია. არც s25 ვუჩივი რამეს, გაფიქრებული არ მაქვს ასრულებს ისე სწრაფია მაგრამ მაინც ეფლის გულშემატკივარი ვარ რა. Quote
Harmony Lines Posted September 22, 2025 Posted September 22, 2025 დღეს ვნახე ხელში ახალი 17 სერიის პროც, და ეარიც და ხელში ორივე ძაან მაგრად ზის, მაგრამ პროს და პრო მაქსი რა ბანძ ფერებშია გამოსული, რა ნარინჯისფერი და ლურჯი, შავი ფერის როგორ არ გამოუშვეს, მაგარი სმარტია ხელში, პირველად მომეწონა აიფონი ხელში რომ დავიჭირე, მაგრამ აი ფერი იმდენად ბანძია რომ კაპიკია მაგის ფასი და ეარი ხელში ბევრად უფრო დონეა ვიდრე პრო ან პრო მაქსი, იმდენად თხელია და მსუბუქი რომ ეტყობა რომ სხვა ტიპია ვაფშე მაგრამ ნუ რათ გინდა ისეთი ფასი ადევს არ გიჩნდება სურვილი მაგის ყიდვის, რეალურად 600-700$-ზე მეტი არ უნდა ღირდეს ეგ ეარი რა. ფასები ასტრალშია აქ გასული, msrp-სთან შედარებით. რო გამოწეროთ ეიფლის საიტიდან ბევრად იაფად გამოდიხარ ვიდრე აქ იყიდო მაღაზიაში. მე მაინც უფრო ანდროიდის სისტემა მევასება და ჩემთვის კომფორტულია ვიდრე ეიფლის ეკოსისტემა, არ მქონია შეხება არასდროს და სურვილიც არ მქონია რომ ეიფლის ეკო სისტემა მქონოდეს, იმდენად მიჩვეული ვარ ანდროიდს ყველანაირად, ჩვეულბერივი ტელეფონების მუღამი კიდე დიდი ხანი აღარ მაქვს, 24 ულტრა მაქვს 1 წელია, 25 ულტრა არ მომეწონა ფორმფაქტორიდან გამომდინარე და ამიტომ დავიკიდე თრეიდინი. აი რისი მუღამიც მაქვს ფოლდ 7-ია და სამომავლოდ ან ფოლდ 7-ზე გადავალ ან ფოლდ 8-ა რომ გამოვა, სტანდარტული ტელეფონების მუღამი დაკარგული მაქვს 24 ულტრას მერე, იმდენად იდეალურია ჩემთვის და ელეგანტურობის განსახიერებაა და კომფორტული ყველანაირად, საოცარი ეია აქვს თან, სურათების და ვიდეოების რედაქტირებაში ისე მეხმარება რომ რავიცი, უჭკვიანესი სმარტფონია. Quote
მათე Posted September 23, 2025 Posted September 23, 2025 უკვე წამოვიდა შეფასებები და მაგრად აძაგებენ ახალ აიფონებს ალუმინის კორპუსის გამო. ნუ ცხადია რბილი მეტალია და ყოველი დავარდნა ისახება მასზე. იოლად იკაწრება. კუთხეები ექერცლება მარტივად და ა.შ. ვერცხლისფერის აღებაა საუკეთესო გამოსავალი, თუმცა ეგ მხოლოდ ლაით ნაკაწრებზე იმოქმედებს, რომ ძნელი შესამჩნევი იყოს. გაღუნვა გამოღუნვისგან ეგ ვერ დაიცავს რათქმაუნდა. ისე დაშლის ვიდეოებს რომ ვუყურე ეგ vapor chamber სულ ტყუილად უდევს. პროცესორთან შეხება არ აქვს ფაქტობრივად, უფრო ელემენტს აგრილებს რასაც ვუყურებ ვახ არადა 17 pro-ს დავითრევთქო და ეფლი თუ build quality პრობლემებით იქნებოდა ნაღდად არ მეგონა. ამ pixel-ების უბანძესი build quality-თ დავიღალე უკვე. სულ google-ს ტელეფონები მქონდა და რაც იმ ნაგავ ექსინოსზე გადავიდნენ ახლოსაც არ გავკარებივარ. ტელეფონს რომ ვერ აარჩევ მაგარი დროა მოსული რა. ეს ტაფა ტელეფონები მომკალი და არ მინდა. 17 pro ან უფრო პატარა იდეალურია ჩემთვის. სამსუნგი არ მევასება თვითონ ფირმა ნოკიას დროიდან მოყოლებული. Quote
gtsetsadze Posted September 23, 2025 Posted September 23, 2025 6 hours ago, მათე said: უკვე წამოვიდა შეფასებები და მაგრად აძაგებენ ახალ აიფონებს ალუმინის კორპუსის გამო. ნუ ცხადია რბილი მეტალია და ყოველი დავარდნა ისახება მასზე. იოლად იკაწრება. კუთხეები ექერცლება მარტივად და ა.შ. ვერცხლისფერის აღებაა საუკეთესო გამოსავალი, თუმცა ეგ მხოლოდ ლაით ნაკაწრებზე იმოქმედებს, რომ ძნელი შესამჩნევი იყოს. გაღუნვა გამოღუნვისგან ეგ ვერ დაიცავს რათქმაუნდა. ისე დაშლის ვიდეოებს რომ ვუყურე ეგ vapor chamber სულ ტყუილად უდევს. პროცესორთან შეხება არ აქვს ფაქტობრივად, უფრო ელემენტს აგრილებს რასაც ვუყურებ ვახ არადა 17 pro-ს დავითრევთქო და ეფლი თუ build quality პრობლემებით იქნებოდა ნაღდად არ მეგონა. ამ pixel-ების უბანძესი build quality-თ დავიღალე უკვე. სულ google-ს ტელეფონები მქონდა და რაც იმ ნაგავ ექსინოსზე გადავიდნენ ახლოსაც არ გავკარებივარ. ტელეფონს რომ ვერ აარჩევ მაგარი დროა მოსული რა. ეს ტაფა ტელეფონები მომკალი და არ მინდა. 17 pro ან უფრო პატარა იდეალურია ჩემთვის. სამსუნგი არ მევასება თვითონ ფირმა ნოკიას დროიდან მოყოლებული. უბრალო 17 დაითრიე ანდ 16 პრო. Quote
მათე Posted September 23, 2025 Posted September 23, 2025 1 hour ago, gtsetsadze said: უბრალო 17 დაითრიე ანდ 16 პრო. ელემენტში საგრძნობი სხვაობაა 17 pro-სა და ამათ შორის. თუ ვიყიდი მხოლოდ ამერიკულს 4252 კარგი ზომაა აიფონზე. პირველი აიფონი იქნება, საერთოდ გუგლის იქით პირველი ტელეფონი იქნება ეხლა რასაც ვიყიდი, ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია. Quote
მათე Posted September 24, 2025 Posted September 24, 2025 შეეძლოთ ამისგან თავის არიდება, ყოფილა მაგის სტანდარტები როგორ გააკეთო ისე კუთხეები მომრგვალებული რომ ასეთი არ მომხდარიყო, მაგრამ ეფლმა დაიკიდა და ხალხს ნაჩხაპნებიანი ტელეფონები ხვდებად out of the box. ძალიან მარტივად იჩხაპნება განსაკუთრებით იმ კუთხეებში კამერის ირგვლივ. ეს პრობლემა მხოლოდ pro და pro max მოდელებს აქვთ. Quote
Harmony Lines Posted September 24, 2025 Posted September 24, 2025 ხელში 17 პრო რომ მეჭირა პრემიალურობის შეგრძნება საერთოდ ვერ დამიტოვა, ეტყობა მიჩვეული რომ ვარ 24 ულტრაზე ტიტანის კორპუსს, ალუმინი მის შემდეგ ისე პრემიალურად ვეღარ იგრძნობა ხელში, მე მგონია კიდევ ერთი ეიფლის დაბოლება და მარკეტინგული ბულშითი რომ თითქოს ალუმინი 20-ჯერ უფრო გრილია ვიდრე ტიტანიო, სად დადეს მაგის ტესტები? უბრალოდ ძვირი უჯდებოდათ მაგხელა რაოდენობის ტიტანის გამოყენება კორპუსში და გაამაართლეს მაგ არგუმენტით რომ თითქოს 20-ჯერ უფრო გრილია ალუმინი. თან იმდენად არამდგრადია რომ ეგრევე დეფორმირდება კუთხეები დაცემაზე, რა უბედურებაა, აიფონ 6-ი მახსენდება იმდენად ცუდი კონსტრუქცია გამოუვიდათ ტიპებს უკანა ჯიბეში დაჯდომაზე რომ ეღუნებოდათ ტელეფონი, მსგავსი ფეილი გამოვიდა ეს 17 პრო და პრო მაქსი. Quote
gtsetsadze Posted September 24, 2025 Posted September 24, 2025 პრემიალურობის შეგრნებას ტოვებდა ქირურგიული ფოლადი. ტიტანი ალუმინზე ნაკლებად ტოვებს მაგ შეგრძნებას გამომდინარე იქიდან რომ ბევრად ცუდი თბოგამტარობა აქვს და ხელს არ აცივებს ხვა მეტალებივით, გგონია რომ პლასმასი გიჭირავს ხელში. 17 პროს მთავარი პრობლემა დიზაინია ჩემი აზრით. არის ტელეფონები ლამაზად არ გამოიყურებიან, მაგრამ ეს იმენა მახინჯია, თან ფერებიც საშინელი. Quote
vechny Posted September 25, 2025 Posted September 25, 2025 On 9/23/2025 at 2:18 AM, Harmony Lines said: ფასები ასტრალშია აქ გასული, msrp-სთან შედარებით. რო გამოწეროთ ეიფლის საიტიდან ბევრად იაფად რატოა გასული? 3კ ღირს ზუმერში 17. 830$ ღირს ეფლზე.ტრანსპორტირება განბაჟება დეკლარაცია ჰაი ჰუი და 2800 ლარს ისე აარტყავს როგორც არაფერი. თუ ეყო 1 Quote
მათე Posted September 25, 2025 Posted September 25, 2025 20 hours ago, Harmony Lines said: ხელში 17 პრო რომ მეჭირა პრემიალურობის შეგრძნება საერთოდ ვერ დამიტოვა, ეტყობა მიჩვეული რომ ვარ 24 ულტრაზე ტიტანის კორპუსს, ალუმინი მის შემდეგ ისე პრემიალურად ვეღარ იგრძნობა ხელში, მე მგონია კიდევ ერთი ეიფლის დაბოლება და მარკეტინგული ბულშითი რომ თითქოს ალუმინი 20-ჯერ უფრო გრილია ვიდრე ტიტანიო, სად დადეს მაგის ტესტები? უბრალოდ ძვირი უჯდებოდათ მაგხელა რაოდენობის ტიტანის გამოყენება კორპუსში და გაამაართლეს მაგ არგუმენტით რომ თითქოს 20-ჯერ უფრო გრილია ალუმინი. თან იმდენად არამდგრადია რომ ეგრევე დეფორმირდება კუთხეები დაცემაზე, რა უბედურებაა, აიფონ 6-ი მახსენდება იმდენად ცუდი კონსტრუქცია გამოუვიდათ ტიპებს უკანა ჯიბეში დაჯდომაზე რომ ეღუნებოდათ ტელეფონი, მსგავსი ფეილი გამოვიდა ეს 17 პრო და პრო მაქსი. უნიბოდი რომ უნდოდათ იმიტომ აიღეს სავარაუდოდ ალუმინი. ტიტანის მასე დამუშავება გაცილებით ძვირი დაუჯდებოდათ. გაგრილება რომ სდომოდათ წყლის გაგრილებას ნორმალურად გააკეთებდნენ. ტესტებში რაც ვნახე სტაბილურობის ტესტი რომაა დიდი არაფერი სხვაობა არაა 16-ებთან. ისე კი ალუმინი ტიტანზე გაცილებით უკეთესი რომაა მაგ საქმისთვის ცხადია, მაგაზე ეფლი ვერ დაიბოლება. Quote
Harmony Lines Posted September 25, 2025 Posted September 25, 2025 2 hours ago, მათე said: უნიბოდი რომ უნდოდათ იმიტომ აიღეს სავარაუდოდ ალუმინი. ტიტანის მასე დამუშავება გაცილებით ძვირი დაუჯდებოდათ. გაგრილება რომ სდომოდათ წყლის გაგრილებას ნორმალურად გააკეთებდნენ. ტესტებში რაც ვნახე სტაბილურობის ტესტი რომაა დიდი არაფერი სხვაობა არაა 16-ებთან. ისე კი ალუმინი ტიტანზე გაცილებით უკეთესი რომაა მაგ საქმისთვის ცხადია, მაგაზე ეფლი ვერ დაიბოლება. ოუქეი, ჰო ახლა გასაგებია საკმაოდ ყოფილა სხვაობა თბოგამტარობაში, მაგრამ ორივე ერთ აზრზე ვართ რომ რომ მოენდომებინათ ტიტანსაც კარგად გააგრილებდნენ, მაგრამ ალუმინი 2 $-ი ღირს კილო და ტიტანი 20$-ი, და იაფი გამოსავალი არჩიეს. მაგრამ ყველაფერს აქვს მინუსი და პლიუსი, რამდენადაც ცუდია თბოგამტარობის მხრივ, იმდენადვე მაგარია გამძლეობის მხრივ ტიტანიუმი, ნაცნობს აქვს აიფონ 15 პრო და მეორე სართულიდან გადაუვარდა შემთხვევით და კუთხით დაეცა და მაგან გადაარჩინა ტელეფონი, ძალიან კრავს მთლიან ტელეფონს, და წარმოიდგინე როგორც 17-ია "უნიბოდი" ეგ რომ მთლიანად ტიტანი ყოფილიყო ალბათ თანამედროვე სმარტფონების ისტორიაში ყველაზე გამძლე ტელეფონი გამოუვიდოდათ, მაგრამ ნუ იაფი გამოსავალი არჩიეს რომ მეტად მოეწველათ სექტანტები, მე რომ ვნახე იმ დღეს ქალმა იყიდა 6000 ლარი მიათხლიშა, იმისთვის ახლა ტიტანი იქნება თუ ალუმინი რა მნიშვნელობა აქვს, აიფოუნი ხო უჭირავს და მაგით სვეცკაობს როგორც უმეტესობა ჩვენთან, დაიკიდე ვაფშე აიფონი... ცუდად არ გამიგო და ტექნიკაში შენნაირ მცოდნე განათლებულ კაცს აიფონთან ვერ ვხედავ შენს რილეიშენშიფს... აქეთკენ უფრო მემეტები მწვანე მხარეს ანდროიდელებში... 5 hours ago, vechny said: რატოა გასული? 3კ ღირს ზუმერში 17. 830$ ღირს ეფლზე.ტრანსპორტირება განბაჟება დეკლარაცია ჰაი ჰუი და 2800 ლარს ისე აარტყავს როგორც არაფერი. თუ ეყო მე როცა ეგ ვნახე იქ აისითიში 6K-მდე მითხრეს ფასი https://icity.ge/product/iphone-17-pro-max/ აგერ, ზუმერს მაშინ შემოტანილიც არ ქონდა... ახლა ვნახე და ისე ძაან დიდი სხვაობაა ფასებში ზუმერში https://zoommer.ge/mobiluri-telefonebi/apple-iphone-17-pro-max-e-sim-only-256gb-cosmic-orange-p49768 1 Quote
მათე Posted September 25, 2025 Posted September 25, 2025 კი მეც ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი "აიფოუნით" მაგრამ გუგლზე ძალიან გაბრაზებული ვარ. სულ გუგლის სმარტები მქონდა ოდითგანვე galaxy nexus და მას მერე წარმოიდგინე. N6-ში დაიწყეს არევა როცა უაზროდ დაადეს პრემიუმ ფასი. 5x კვდებოდა, OG-ზე კამერის ფოკუსირების პრობლემები მქონდა, P3-ზე ეკრანის (ულტრა ვაიდ სელფი ძაან მაგარი რამე იყო), P4-ზეც ეკრანი ძვრებოდა, მამაჩემის P4a-საც ეკრანი აძვრა, P5a იგივე სიკვდილით მოკვდა რითიც 5x კვდებოდა აგერ მიდევს საექსპერიმენტოდ ვინახავ დრო რომ მექნება რებოლინგი მინდა ვცადო ჩემი ხელით P5-ზეც ეკრანი ამიძვრა, თუმცა overall იმენა ყველაზე მეტად მევასება. ზომა/წონა, კამერები რომ არაა გამობურცული, ანაბეჭდის სენსორის განლაგება, ფიჩერები განსაკუთრებით reverse wireless charging. მგონი ყველაზე დიდი ხანი ეგ მოდელი მაქვს. აი რაც ექსინოსზე გადავიდნენ არც კი გავკარებივარ ჯერ იმდენი პრობლემები იყო თავიდან, ეხლა 2 თაობით არიან ჩამორჩენილი. AI-თ ქაჩავენ გასაგებია, თუმცა არც სამსუნგს უჭირს მაინც და მაინც. ყველგან ეკონომიას აკეთებენ და იგივე pixel 10 iphone 17-ზე 100$ თ მეტი რომ ღირს გუგლის ღორობის მეტი არაფრის ბრალი არაა. აიფონს ამ წუთას base 17 მოდელს ვფიქრობ გუგლზე გაბრაზებულზე, თუმცა სამუშაოზე მაგრად გამომადგება. რაზეც ვმუშაობ დიდი პროექტია და აპი მხოლოდ აიფონზე გვაქვს და ძაან ვწვალობ ეფლის არცერთი დივაისი რომ არ მაქვს რაზეც მაგას გავუშვებდი. მობ დეველოპერი არ ვარ ბექში ვარ, თუმცა მჭირდება აპი. საცდელად+სამუშაოდ დავითრევ ალბათ უბრალო 17-ს, ვნახო ერთი 2008-დან 17 წლის მანძილზე რისი გაკეთება შეძლეს. ისე კი წარმოდგენა არ მაქვს რომელი ანდროიდი ავიღო. P5-ს მსგავსი თუ იქნება, განსაკუთრებით ის, რომ კამერა არ ექნება გამობურცული ავიღებდი. აი გამობურცულ კამერაზე მეტად არაფერი მეჯავრება ტელეფონებში. Quote
Magdalena Posted September 27, 2025 Posted September 27, 2025 Apple MacBook-ებსა და iPad-ებში Qualcomm-ის ჩიპებს საკუთარი გადაწყვეტილებებით ჩაანაცვლებს - ჯერჯერობით ეს ჩიპები ახალ iPhone-ებში იტესტება iPhone 17 სერია Apple-ის საფირმო ნახევარგამტარი კომპონენტების მთავარ სატესტო პოლიგონად იქცა. iPhone Air წარმოდგენილია C1X ფიჭური მოდემით, რაც მეორე ასეთი გადაწყვეტილებაა C1-ის დებიუტის შემდეგ და ყველა ახალი მოდელი იყენებს N1 უსადენო ინტერფეისის კონტროლერს (Wi-Fi 7 და Bluetooth 6). ანალიტიკოსების შეფასებით მომავალ წელს Apple-ის საფირმო ჩიპები დომინანტი იქნება iPhone-ებში და გამოჩნდება Apple-ის სხვა მოწყობილობებშიც. ფოტოს წყარო: Apple ასეთია Creative Strategies-ის ხელმძღვანელ Ben Bajarin-ის მოსაზრება. მისი აზრით მომდევნო ორი წლის განმავლობაში Apple სრულად ჩაანაცვლებს Qualcomm-ის მოდემის ჩიპებს თავის მოწყობილობებში. Qualcomm-ის მოდემის ჩიპებმა შეიძლება საფირმო ჩიპებს აღემატებოდნენ წარმადობის თვალსაზრისით, მაგრამ საკუთარი კომპონენტების გამოყენებით Apple უფრო მეტ კონტროლს იძენს ენერგიის მოხმარებაზე, რაც მნიშვნელოვანია მობილური მოწყობილობებისთვის. ყოველ შემთხვევაში, C1X 30%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე iPhone 16 Pro-ში არსებული Qualcomm-ის მოდემი. Apple კვლავ დაეყრდნობა გარე მხარის მომწოდებლებს უფრო საბაზისო ჩიპების შემთვევაში, როგორიცაა ანალოგური კომპონენტები და მეხსიერების ჩიპები, თუმცა ის შეეცდება ყველა ძირითადი ინტეგრირებული მიკროსქემა საკუთარით ჩაანაცვლოს. Creative Strategies-ის ექსპერტის თქმით უკვე მომავალ წელს ეს მოდემები iPhone-ში გარე მხარის გადაწყვეტილებებს ჩაანაცვლებს: „ჩვენ ველით, რომ მოდემები Mac-ში გამოჩნდება. მოსალოდნელია, რომ ისინი iPad-შიც გამოჩნდება. უსადენო N1 ჩიპის ვარიანტებიც კი შესაძლოა Mac-ში მოხვდეს“. CNBC-თან ინტერვიუში Apple-ის პლატფორმის არქიტექტურის ვიცე-პრეზიდენტ ტიმ მილეტთან მან განაცხადა, რომ კომპანია ერთიანი არქიტექტურის ერთგულია, როდესაც ჰკითხეს Mac კომპიუტერებისთვის M5 პროცესორის გრაფიკულ ქვესისტემაში ხელოვნური ინტელექტის ერთეულების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ. Apple-ს საკუთარი ჩიპების წარმოება ტაივანური კომპანია TSMC-ის წყალობით შეუძლია, თუმცა ეს უკანასკნელი იძულებულია თავისი წარმოების პროცესები ამერიკის ტერიტორიაზე ისტორიულ სამშობლოსთან შედარებით მცირე დაგვიანებით გადაიტანოს. ამ მიზეზით Apple ვერ შეძლებს თავისი ამჟამინდელი, საკუთარი კომპონენტების სრული სპექტრის წარმოებას არიზონას ქარხნებში. A19 Pro პროცესორებისთვის გამოყენებული 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი არიზონამდე 2028 წლამდე ვერ მიაღწევს. დიდი, ღია კითხვაა, გამოიყენებს თუ არა Apple Intel-ის 14A ტექნოპროცესს. შესაძლოა, გარკვეული დრო გავიდეს, სანამ Intel-ის საკონტრაქტო წარმოების სერვისები Apple-ის თვალში TSMC-ის სიცოცხლისუნარიან ალტერნატივად იქცევა. Apple-ის ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა, რომ TSMC-ის ჩიპების წარმოების სერვისების აშშ-ში გამოყენების შესაძლებლობა კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ეს გამორიცხავს დროის სარტყლის სხვაობას, რაც გარდაუვლად იწვევს შეფერხებებს ტაივანთან კოორდინაციისას ახალი კომპონენტების შემუშავებისა და მასობრივი წარმოებისთვის მომზადების დროს. მეორეც, კომპონენტების მიწოდების მეორე წყაროს ქონა ყოველთვის მოსახერხებელია უსაფრთხოების თვალსაზრისით. „ჩვენ ძალიან გვამხნევებს TSMC-ის ძალისხმევა აშშ-ში წარმოების გაფართოების მიმართულებით. ეს, ცხადია, დაგვეხმარება დროის სარტყლის სხვაობასთან დაკავშირებით და ასევე გვჯერა, რომ მიწოდების ჯაჭვის მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განმარტა Apple-ის წარმომადგენელმა. მილეტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ტიმ კუკის მიერ დონალდ ტრამპისთვის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აშშ-ს წარმოებაში ინვესტიციის ჩადების შესახებ დაპირებული 600 მლრდ აშშ დოლარის მნიშვნელოვანი ნაწილი კომპანიის საკუთარ ჩიპებს მოხმარდება. https://tinyurl.com/3mf9bbdz Quote
George Posted September 30, 2025 Posted September 30, 2025 iPhone 17 Pro Max სმარტფონის მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/mobile/apple-iphone-17-pro-max-review.html Quote
vechny Posted October 13, 2025 Posted October 13, 2025 რავი რა არ მოგწონთ აიფონ 17 ის? ძაან ძერსკი გამოუვიდათ. პრო არ მომწონს მარა ბეის მოდელი ძაან კაია. ყიდვაზეც დამაფიქრა. 16პრო-ს ან ამას ვფიქრობ მარა იმის გათვალისწინებით რო წელიწადში ერთ ფოტოს არ ვიღებ და კამერა მკიდია სხვა მიზეზს ვერ ვხედავ პრო რატო უნდა ვიყიდო. აგერ ყველაფრით ჯობია კონკურენტებს. იოს იც ბევრად უფრო მომწონს ვიდრე ანდროიდი. "ჩაკეტილი სისტემაა ძმა"-ს ასაკიდან კი გამოვედი უკვე აღარ მაინტერესებს მაგის რუთი მუთი. ციკლოპივით წერტილიც არ მომწონს ეკრანზე. კუნძული უფრო მესიმპატიურება Quote
G1ORG1 Posted October 13, 2025 Posted October 13, 2025 17 მართლა ძალიან კარგი გამოვიდა, პრო ვიზუალში მე მაგარი მებანძება, 17ზე ცოტა დიდი ელემენტი რომ ქონოდა უკეთესი იქნებოდა, მე იოსი არ მომწონს არანაირად, მაგრამ ვისაც ევასება , 17 მართლა საუკეთესოა ამ ახალ სერიაში. Quote
Magdalena Posted October 16, 2025 Posted October 16, 2025 Apple-ის სმარტ სათვალე Mac-სა და iPhone-თან დაკავშირებისას სხვადასხვა რეჟიმში იმუშავებს ინტეგრირებული დისპლეების მქონე, Apple-ის სმარტ სათვალე სხვადასხვა რეჟიმში შეძლებს მუშაობას იმის მიხედვით, თუ რომელ მოწყობილობასთან იქნება სინქრონიზებული. Bloomberg-ის ჟურნალისტ მარკ გურმანის თქმით,Mac-თან დაკავშირება ერთ რეჟიმს გაააქტიურებს, ხოლო iPhone-თან სინქრონიზაცია - სხვა რეჟიმს. ფოტოს წყარო: macrumors.com გურმანის პოსტში ნათქვამია, რომ Apple-ის მომავალი სმარტ სათვალე, Mac კომპიუტერებთან დაწყვილების შემთხვევაში, სავარაუდოდ, VisionOS-ის სრულ ვერსიაზე იმუშავებს. თუმცა, თუ მომხმარებელი სათვალეს iPhone-თან დააწყვილებს, ის გამოიყენებს უფრო მსუბუქ, უფრო მოსახერხებელ ინტერფეისს, რომელიც მობილური მოწყობილობებისთვისაა ოპტიმიზებული. Apple-ის სმარტ სათვალე, სავარაუდოდ, კონკურენციას გაუწევს Ray-Ban Meta სათვალეს, რომლის ფასი 799 აშშ დოლარიდან იწყება. თუმცა, გურმანმა ადრე განაცხადა, რომ Apple-ის სმარტ სათვალის პირველ ვერსიას დისპლეი არ ექნებოდა. ჟურნალისტის ახალ რეპორტაჟში ნათქვამია, რომ მოწყობილობას ექნება დინამიკები აუდიოს გასაშვებად, კამერები ფოტოების და ვიდეოების გადასაღებად, ხმოვანი მართვის მხარდაჭერა და შესაძლოა სამედიცინო ფუნქციები მომხმარებლის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის. Apple-ის პირველი სმარტ სათვალე, სავარაუდოდ, 2026 წელს დაანონსდება და გაყიდვაში 2027 წელს გამოვა. https://tinyurl.com/yrbkewde Quote
vechny Posted October 23, 2025 Posted October 23, 2025 On 10/13/2025 at 12:15 PM, G1ORG1 said: 17 მართლა ძალიან კარგი გამოვიდა, პრო ვიზუალში მე მაგარი მებანძება, 17ზე ცოტა დიდი ელემენტი რომ ქონოდა უკეთესი იქნებოდა, მე იოსი არ მომწონს არანაირად, მაგრამ ვისაც ევასება , 17 მართლა საუკეთესოა ამ ახალ სერიაში. ბაზარი არაა ზომაში არაა დიდი მარა ისეთი იფტიმიზირებული სისტემა და ჩიპი აქვთ თავისზე 1000 იანით დიდს უტოლდებიან Quote
G1ORG1 Posted October 23, 2025 Posted October 23, 2025 2 hours ago, vechny said: ბაზარი არაა ზომაში არაა დიდი მარა ისეთი იფტიმიზირებული სისტემა და ჩიპი აქვთ თავისზე 1000 იანით დიდს უტოლდებიან ეგ არ ვიცი მაგრამ რაც ეს რეალმე დავითრიე 6500იანი ელემენტით, ტელეფონი 35სთ მიძლებს, თუ იმენნა ვხმარობ 24სთ თავისუფლად მყოფნის Quote
მათე Posted October 25, 2025 Posted October 25, 2025 On 10/23/2025 at 10:21 PM, vechny said: ბაზარი არაა ზომაში არაა დიდი მარა ისეთი იფტიმიზირებული სისტემა და ჩიპი აქვთ თავისზე 1000 იანით დიდს უტოლდებიან კი ოპტიმიზაცია რათქმაუნდა მაგარი აქვთ. თუმცა იღორეს 17-ში ელემენტის ზომაზე. უფრო სუსტი ჩიპის გამო მეტს გაძლებდა პროზე და მაგიტომ ჩადგეს ძალით პატარა ბეიზ მოდელში. ჩინურ ხლამებში რომ 6000-7000-იანი ელემენტები დევს კიდევ მაგარი უაზრობა გამოდგა. რაღაც ვერაა მაგ ახალი ბატარეების ტექნოლოგიებში ნორმაში, აშკარად ბევრად ნაკლებს ძლებს ვიდრე ახლანდელი ტექნოლოგიები. iphone-მა იმ ახალ xiaomi 17 pro max-საც აჯობა 7500 იანი ელემენტით, როცა იგივე მოცულობის ელემენტით სამსუნგს ნამდვილად ვერ აჯობებდა. სამსუნგი ყველაზე ახლოს დგას ელემენტის ხანგრძლივობით ეფლთან. მაგათაც მაგარი ოპტიმიზაციები აქვთ ეტყობა, ლამის ყველაფერს მისით ამზადებენ და ანდროიდის კოდზეც აქვთ წვდომა და კარგად არგებენ. ვეღარ გადავწყვიტე რა ტელეფონი ავიღო იმენა გუგლის ჩასვრა მაგრად ნერვებს მიშლის. რა ჯანდაბად უნდოდათ ეს ნაგავი ექსინოსი. თან მაგაში იმდენ ეკონომიას აკეთებენ და მაინც იმხელა ფასად ყიდიან რაც სნეპით დაჯდებოდა. ღორობის პიკშია Google Apple-თან ვერც პერფორმანსით და ვერც build quality-თ ახლოსაც ვერ მიდის. Quote
vechny Posted October 25, 2025 Posted October 25, 2025 23 minutes ago, მათე said: კი ოპტიმიზაცია რათქმაუნდა მაგარი აქვთ. თუმცა იღორეს 17-ში ელემენტის ზომაზე. უფრო სუსტი ჩიპის გამო მეტს გაძლებდა პროზე და მაგიტომ ჩადგეს ძალით პატარა ბეიზ მოდელში. ჩინურ ხლამებში რომ 6000-7000-იანი ელემენტები დევს კიდევ მაგარი უაზრობა გამოდგა. რაღაც ვერაა მაგ ახალი ბატარეების ტექნოლოგიებში ნორმაში, აშკარად ბევრად ნაკლებს ძლებს ვიდრე ახლანდელი ტექნოლოგიები. iphone-მა იმ ახალ xiaomi 17 pro max-საც აჯობა 7500 იანი ელემენტით, როცა იგივე მოცულობის ელემენტით სამსუნგს ნამდვილად ვერ აჯობებდა. სამსუნგი ყველაზე ახლოს დგას ელემენტის ხანგრძლივობით ეფლთან. მაგათაც მაგარი ოპტიმიზაციები აქვთ ეტყობა, ლამის ყველაფერს მისით ამზადებენ და ანდროიდის კოდზეც აქვთ წვდომა და კარგად არგებენ. ვეღარ გადავწყვიტე რა ტელეფონი ავიღო იმენა გუგლის ჩასვრა მაგრად ნერვებს მიშლის. რა ჯანდაბად უნდოდათ ეს ნაგავი ექსინოსი. თან მაგაში იმდენ ეკონომიას აკეთებენ და მაინც იმხელა ფასად ყიდიან რაც სნეპით დაჯდებოდა. ღორობის პიკშია Google Apple-თან ვერც პერფორმანსით და ვერც build quality-თ ახლოსაც ვერ მიდის. ხოო რავი გუგლმა მართლა მაგარი ჩაისვარა. ფაქტიურად 3 ბრენდია რომლის ყიდვასაც ვფიქრობ საახალწლოდ. Apple, Google , Samsung. ეს ეკრანზე ციკლოპის თვალი მაღიზიანებს ძაან. ჩინურებიც არ მიყვარს სულ რო ანგრევდეს ყველაფერს მაინც. 95% ეფლი მაქვს გადაწყვეტილი. ძალიან მომწონს პრასტოი 17. ზომაც იდეალურია ვიზუალიც ძალიან მომწონს და რავი ყველაფერი. ნუ ჯინაზე თუარ დააჯვავ მართლა კაი გამოუვიდათ ეს მოდელი ჩემი აზრით Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.