Jump to content

Recommended Posts

Posted

დავარდნისთვის რათქმაუნდა რბილი უკეთესი იქნება. მეტ დარტყმის ძალას შთანთქავს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ დროს ზიანდება ვიზუალურად და ბევრად უფრო ნახმარის ვიდი ექნება. მითუმეტეს რომ კუთხეებში ის საღებავიც ძვრება.

Posted

pixel-ში ვითომ AI შესაძლებლობები როა ჩადებული მაგის ხარჯზე გაქვითეს პროცესორის კალკულატორობა. ისეთი ფიჩერები დაემატა 6 თვის მერე gemini-ში pixel 10-ის გამოსვლისას რაც ჩემ samsung s25 სერიას ჯერ კიდევ გამოსვლისას ქონდა. განსხვავება ისაა რომ ვინც იყიდის პიქსელს 1 წლიანი საბსქრიფშენი აქვს სამსუნგს მხოლოდ 6 თვე (რომელიც ჯერ არ გამიაქტიურებია 1 თებერვლამდე მაქვს დრო).

დიდი ხნის მანძილზე apple ის მომხმარებელი ვიყავი და შარშან რომ შეცვლა გადავწყვიტე ფასის იმ დიაპაზონში რასაც ადეკვატურად ვთვლი  iphone-ის 60 ჰერციან ეკრანს თვალებს ვერ დავათხრევინებდი. ოპტიმიზაცია მართლა იდეალური აქვს. ხალხი იძახის პიქსელიო, ანდროიდიო მაგრამ ios ვერაფერი შეედრება ყველამ იცის(ფუნქციონალს და apk ფაილებს :facepalm: არ ვგულისხმობ, რომელიც თავმოყვარე ადამიანმა ისედაც არ უნდა დააყენოს). თან ძველ ვერსიებში სულ რაღაც ფუჭდებოდა პიქსელში ხან მიღებას კარგავდა და ხან მიღებას :D (ტელეფონის მთავარი ფუნქცია დარეკვაა და ეგეც თუ არ აქვს ...). 

ჩინურებს რაც შეეხება დაწერაზე ჩემი თითების რესურსის დახარჯვაც არ მიღირს.

iphone 17 pro/max დიზაინი მე ძალიან არ მომწონს. ს25 რომ ვიყიდე მაშინ ვამბობდი რომ 17 რომ გამოვა მერე ერთხელ კიდე დავფიქრდები დავბუნდე თუ არა apple-ზე და რომ გამოვიდა ნამდვილად არ მაქვს სურვილი. ისე აწყობის ხარისხით ვფიქრობ apple samsung-ზე მეტად შეკრულია და სულიდურია. პროსტა ძაან ტეხავს ბოლო 2 წელია AI ფიჩერებს პირდები9ან მომხმარებლებს და არაფერი.. რა გახდა რაიმე ნორმალური ჩადონ მაგრამ მერე ნახე მაგათი ფასები. samsung ამ მხრივ საუკეთესოა უბრალოდ თუმცა ios ბევრად მარტივი და ინტუიტიურია ვიდრე oneUI. pixel-ის სტოკი სისტემა საერთოდ არ მომწონს. ვფიქრობ მიუხედავად დიდი ბაზრისა ეს სფეროც კრიზისშია და ფასებს თუ გამოვრიცხავთ ტექნოლოგიური ინოვაციები პრაქტიკულად აღარ გვხდება გადაწყვეტილების მიღებაში რომ დაეხმაროს მომხმარებელს.

Posted

Posted
22 hours ago, მათე said:

დავარდნისთვის რათქმაუნდა რბილი უკეთესი იქნება. მეტ დარტყმის ძალას შთანთქავს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამ დროს ზიანდება ვიზუალურად და ბევრად უფრო ნახმარის ვიდი ექნება. მითუმეტეს რომ კუთხეებში ის საღებავიც ძვრება.

დარტყმას შთანთქავს დრეკადი მეტალი, ალუმინი არაა დრეკადი, იოლად დეფორმირდება მინასაც მეტ დაზიანებას მიაყენებს.

Posted
1 minute ago, gtsetsadze said:

დარტყმას შთანთქავს დრეკადი მეტალი, ალუმინი არაა დრეკადი, იოლად დეფორმირდება მინასაც მეტ დაზიანებას მიაყენებს.

იოლად რომ დეფორმირდება ალუმინი, მაგიტომ აყენებს ნაკლებ ზიანს ეკრანს. :) ენერგიის ნაწილი ალუმინის დეფორმაციაში იხარჯება. თანაც უფრო მსუბუქია და ეგ ძალაც ნაკლებია თავიდანვე. იგივე პრინციპია რაც თანამედროვე მანქანებში. იჭეჭყება მანქანა რათა ადამიანები გადარჩნენ და დარტყმის ძალა არ გადავიდეს მათზე სრულად. ტიტანის ან stainless steel-ს კორპუსიანი ტელეფონის დავარდნისას დარტყმის ძალა გადავა შუშაზე და ინტერნალ კომპონენტებზე. ხალხს კი უხარია რომ ნაკაწრიც არ ეტყობათ, მაგრამ მეტი შანსია შუშა გატყდეს და ტელეფონი დაზიანდეს სხვა მხრივ. მაგიტომაც გაუძლო ვიდეოშიც ალუმინის კორპუსიანმა და დაასრულა დაბზარული შუშებით, ხოლო მეორე გადაიხსნა და ეკრანიც დაზიანდა შიგნიდან. მანდ უნიბოდი რომაა რათქმაუნდა ეგეც დაეხმარა 17-ს.

Posted

  • 2 weeks later...
Posted

დავითრიე 17 პრო და უკვე ვნანობ. ტრანსფერი გავუშვი ანდროიდიდან და დენს ართმევდა და გაითიშა სანამ მორჩა. ხოდა დაიწყო რეზეტი და იმენა 30 წუთი არეზეტებდა. რა უბედურებაა windows xp ხომ არაა 39 წუთს რომ წერდა ხოლმე :D

მეილს ვქმნიდი დაკავებულიაო და ჩასწორება მინდოდა თავში და არ აქვს ეგ ფუნქცია მთლიანად უნდა წაშალო ტექსტი.

ეხლა ესიმის აქტივაციაზე გაიჭედა 10 წუთია ტრიალებს მგონი ისევ თავიდან მიწევს რეზეტი.

17 თაობა გამოუშვეს და ესეთი ელემენტარულები არ აქვთ ტიპებს მოგვარებული ((

იუტუბს ისევ ვერ კეცავენ ვერც რეკლამებს ბლოკავენ :facepalm:

2 ცალი უნდა მეყიდა ჩემი და ჩემი დისთვის და ვიცოდი შეიძლება არ მომეწონოს ამიტომ ჯერ ერთი ვიყიდე და მგონია ისევ ანდროიდზე ავარჩევ რამეს. ამ გუგლს რა ვუთხარი ნაგვად რომ აქცია ეს პიქსელები. ტელე ვერ ავარჩიე იმენა.

EDIT:

back button-ც არ ქონიათ რომელიც ყველგან და ყოველთვის მუშაობს როგორც ანდროიდზე.

Posted
7 hours ago, მათე said:

დავითრიე 17 პრო და უკვე ვნანობ. ტრანსფერი გავუშვი ანდროიდიდან და დენს ართმევდა და გაითიშა სანამ მორჩა. ხოდა დაიწყო რეზეტი და იმენა 30 წუთი არეზეტებდა. რა უბედურებაა windows xp ხომ არაა 39 წუთს რომ წერდა ხოლმე :D

სამწუხაროა, ანუ გაჭედა და მერე დაარესეტა ხო როგორც გავიგე ? 

ისე როგორც არ უნდა შევხედოთ ბევრი მომხმარებელი ყავს  მაინც , მე პირადად არასოდეს არ მომწონდა და არც ეხლა მომწონს , სახლში მხოლოდ 6 გვქონდა და არ მომხიბლა, თუნდაც უკან გამოსვლის  ღილაკი რო არააქ და აკეცე -ჩაკეცე , ანდროიდი უფრო საჩემოა, სუფთა გემოვნების თემაა  რა 

7 hours ago, მათე said:

იუტუბს ისევ ვერ კეცავენ ვერც რეკლამებს ბლოკავენ :facepalm:

ამ იუთუბის რეკლამებმა მართლა მაგარი ტვინი წაიღო , თავიდან როგორ იყო პატარა ფანჯარა ამოვიდოდა და ეგ იყო, ეხლა კიდე გაიძულებენ ათას სისულელეს გაყურებინონ , აი მაგ რეკლამებით გაიჩალიჩებენ , რაიმე ალტერნატიული გამოვა და ყველა იქ გადაბარგდება

Posted
2 hours ago, Gamer-4ever said:

სამწუხაროა, ანუ გაჭედა და მერე დაარესეტა ხო როგორც გავიგე ? 

ისე როგორც არ უნდა შევხედოთ ბევრი მომხმარებელი ყავს  მაინც , მე პირადად არასოდეს არ მომწონდა და არც ეხლა მომწონს , სახლში მხოლოდ 6 გვქონდა და არ მომხიბლა, თუნდაც უკან გამოსვლის  ღილაკი რო არააქ და აკეცე -ჩაკეცე , ანდროიდი უფრო საჩემოა, სუფთა გემოვნების თემაა  რა 

ამ იუთუბის რეკლამებმა მართლა მაგარი ტვინი წაიღო , თავიდან როგორ იყო პატარა ფანჯარა ამოვიდოდა და ეგ იყო, ეხლა კიდე გაიძულებენ ათას სისულელეს გაყურებინონ , აი მაგ რეკლამებით გაიჩალიჩებენ , რაიმე ალტერნატიული გამოვა და ყველა იქ გადაბარგდება

კი რამდენიმეჯერ დარეზეტება მოუწია სანამ სეთაფი მოვრჩი ბოლომდე.

თავის კლავას number row არ აქვს ასოებთან ერთად ხოდა gboard დავაყენე ამას სეთინგებში აქვს მაგრამ მაინც არ აჩვენებს. სამაგიეროდ ქართული კლავა არ აქვს gboard-ს. იმენა ჯართი ყოფილა ძმაო ეს აიფონი უფროსწორად ios ჰარდი სერიოზული აქვს. რაღაც პატარა კომპანიის ნაწვალებ სოფტს გავს ამათი საცოდავი ios ეს არ აქ ის არ აქ სულ ელემენტარულები თან. მაგრამ ჩემი ეხლანდელი ტელეს მოხმარება კომუნიკაციით, რუკებით, ძალიან ცოტა ვიდეოების ყურებით შემოიფარგლება ამიტომ ვერ შემზღუდავს იდეაში ესეც. რამდენიმე წლის წინ წარმოდგენაც კი ძნელი იქნებოდა აიფონს გავკარებოდი. ამათი OS დღეს რა დღეშია და რამდენიმე წლის წინ მთლად უბედურება იქნებოდა :D

მე სულ nexus/pixel-ები მქონდა. მეტი სხვა ტელეფონი პირადი მოხმარებისთვის არ მქონია მაგრამ რაც ეს ნაგვობა შემოაგდო გუგლმა 6-დან მოყოლებული არ ვეკარები. თან ფასებს პრემიუმებს ადებენ.

Posted
48 minutes ago, მათე said:

2020 წლიდან გადავედი აიფნზე და კლავიატურა ერთადერთია რასაც ვერ შევეგუე, ბოლო აიოესზე მთლათ აურიეს, სხვა ასოს აჭერ და სხვას წერს ზოგჯერ :(

Posted

18 hours ago, მათე said:

კი რამდენიმეჯერ დარეზეტება მოუწია სანამ სეთაფი მოვრჩი ბოლომდე.

თავის კლავას number row არ აქვს ასოებთან ერთად ხოდა gboard დავაყენე ამას სეთინგებში აქვს მაგრამ მაინც არ აჩვენებს. სამაგიეროდ ქართული კლავა არ აქვს gboard-ს. იმენა ჯართი ყოფილა ძმაო ეს აიფონი უფროსწორად ios ჰარდი სერიოზული აქვს. რაღაც პატარა კომპანიის ნაწვალებ სოფტს გავს ამათი საცოდავი ios ეს არ აქ ის არ აქ სულ ელემენტარულები თან. მაგრამ ჩემი ეხლანდელი ტელეს მოხმარება კომუნიკაციით, რუკებით, ძალიან ცოტა ვიდეოების ყურებით შემოიფარგლება ამიტომ ვერ შემზღუდავს იდეაში ესეც. რამდენიმე წლის წინ წარმოდგენაც კი ძნელი იქნებოდა აიფონს გავკარებოდი. ამათი OS დღეს რა დღეშია და რამდენიმე წლის წინ მთლად უბედურება იქნებოდა :D

მე სულ nexus/pixel-ები მქონდა. მეტი სხვა ტელეფონი პირადი მოხმარებისთვის არ მქონია მაგრამ რაც ეს ნაგვობა შემოაგდო გუგლმა 6-დან მოყოლებული არ ვეკარები. თან ფასებს პრემიუმებს ადებენ.

სამწუხაროა , ამხელა ფასი აქ და მაინც პრობლემებს აწყდები , მაცდური ტელეფონია , როგორ აკეთებენ ისე რო უმეტესობას მოწონს და მაინც ყიდულობენ რაც არ უნდა იყოს 

როგორც დავწერე გემოვნების თემაა მოწონთ და მორჩა , აი მე მაგალითად ROG ის ტელეფონები მომწონს როგორიცაა  ყველანაირად, აქ კიდე ჩვენთან ნაკლებათ პპულარულია 

პიქსელს რაც შეხება მომწონს ვიზუალურად და ეკრანიც ძაან კარგი აქ ასევე ფოტოებიც , ალბთ შენ რასაც იძახი ქსელის  დაჭერასთან ააქ პრობლემები როგორც ვიცი , დისკომფორტია პირველ რიგში ეგ უნდა იყოს მოგვარებული და მერე დანარჩენი 

Posted
25 minutes ago, Gamer-4ever said:

გაფანატებულს სხვა რა გზა აქვს რასაც ეფლი გამოუშვებს ის მოეწონება. ეფლის ჰარდი ვისაც ჰარდის ესმის ყველას მოეწონება. ვგულისხმობ იმას რომ საუკეთესო ნაწილებს დებენ და საუკეთესო პერფორმანსს გაძლევენ. აგერ მგონი პირველი წელი იქნება ეხლა რომ სინგლ თრედში ქუალკომი მიუახლოვდა საგრძნობლად. კამერებიც ასევე. აი სოფტით კი სასწაულად გბოჭავს ამ ჰარდის გამოყენებაში. 

პიქსელზე იმას ვგულისხმობ რომ პერფორმანსი ამ ეფლისა და მაგ ქუალკომის ჩიპის ნახევარი აქვს, სავარაუდოდ ფასი ნახევარზე კიდე ნაკლები თვითონ SOC-ს და გუგლი ტელეს ამათ დონეზე აფასებს. build quality არ აქვს არც ეფლის და არც სამსუნგის დონეზე. სოფტი გასაგებია დახვეწილია, ოპტიმიზაციას ეფლისას ვერ ეწევა, სამაგიეროდ სხვაში ბევრად ჯობია. მაგ დაჭერების, გახურების, battery life-სა და სხვა პრობლემებს ზუსტად ეგ ექსინოსის ჩიპი იწვევს. უბრალოდ არ ვარგა და მაგას ვერაფერი ეშველება. მეგონა 2-3 წელში მოეგებოდნენ გონს და ესენი კიდევ და კიდევ უფრო ჩამორჩენას აგრძელებენ. ნუ მაგათი მოგება მობილურებიდან არაფერი არაა გუგლის სხვა შემოსავალს თუ შევადარებთ ხოლო ეფლის შემთხვევაში ნახევარზე მეტია მგონი. ამიტომ არაფერ ყურადღებას არ აქცევს გუგლი მის ტელეფონებს.

ერთი რასაც აიოსზე ამბობენ ხშირად ინტუიტიურიაო და იოლი მოსახმარიაო. ეგ არის ყველაზე დიდი ტყუილი! ბევრად იოლი და ინტუიტიურია ანდროიდი. ამას იმიტომ კი არ ვამბობ რომ მიჩვეული ვარ უბრალოდ ლოგიკურად რა როგორც უნდა იყოს არაა. აი ელემენტარული ტელეფონი ვერ გადავერსტარტე ისე რომ არ დამეგუგლა. თურმე რომ გამორთო ამისთვის ვოლუმ + გამორთვის ღილაკებს ერთდროულად უნდა დააჭირო :facepalm:

  • Upvote 1
Posted

გამორთვა მათე ანდროიდებსაც მასე აქვს უკვე :D მაგრამ მაინც ბანძია ჩემთვის იოსი, ვეღარც კამერებში ჯობს უკვე ანდროიდებს, ვერც ვიდეოში, ვერც ღამის ფოტოში და ვერც ბატარიის გამძლეობაში. ისე ზოგ ჰაი ენდ ანდროიდებზე იაფი კი გამოდის უკვე აიფონი :D

Posted

მართლა? რომელმა გენიოსმა მოიფიქრა ნეტავ 🤣

ფოტოში კი დაეწივნენ და სამივე ერთადაა პიქსელი სამსუნგი და აიფონი. მაგრამ ვიდეოში ჯერ აქვს აიფონს უპირატესობა. ელემენტზე ყველაზე ნაკლებს აიფონები მოიხმარენ. თუ სხვა ტელე ჯობია ე.ი. ბევრად დიდი ელემენტი უყენია სხვა შანსი არ აქვთ ენერგომოხმარების გამო. ნაით მოუდში პიქსელები იყვნენ ლოდერები ეხლა არ ვიცი როგორაა. 
ფასში იცოცხლე ყველა მიერეკება

Posted

შენ აზე არ ხარ თავიდან მეც რამდენი ვიჩალიჩე ანდროიდი რომ გამეთიშა :xelitavi:  მგონი 3წელი მაინც იქნება რაც მასე ითიშება უკვე, შეიძლება მეტიც.

დიდი ელემენტის ხარჯზე რა თქმა უნდა, ჩემი ტელე 29სთ მაიმც მყოფნის ხოლმე და 40 წუთიც არ უნდა დატენვას.

ბევრ ტელეფონებს ვტესტავ ხოლმე ახლებს, მაგრამ აიფონს პიქსელს და სამსუნგს მე არ ვიყიდი არასდროს.

Posted

აიფონი წლებია უკვე ღილაკიდან აღარ ითიშება, ზედა მარჯვენა კუთეში არის გამორთვის ღილაკი და რავი რა არის მაგაში არაინტუიტიური ვერ ვხვდები. და საერთოდ არც ითიშება ბოლომდე თუ ბატარეა არ მოკვდა, ჯიპიესი და კიდევ რაღაც დაჩიკები სულ მუშაობს.

ფოტოში არც არასდროს არ იყო საუკეთესო, სამსუნგი და პიქსელი სულ ჯობდა და ახლაც ასეა, ვიდეო გადაღება კი ქონდა საუკეთესო და არც მაგ მხრივ შეცვლილა რაიმე.

ფანატიზმი იქით იყოს და ცოტა ხნის წინ მქონდა XS Max და S23+, 5 წელია მაგ ორ ტელეფონს შორის განსახვავება, მუშაობაში ახლოსაც ვერ მიდიოდა სამსუნგი, 2005 წლიანი სონი-ერიქსონივით ჭედავდა, აიფონი კიდე პირიქით ვერც იფიქრებდდი რომ 2018 წლის მოდელია.

2025-11-16 02.02.55.png

Posted
On 11/16/2025 at 2:20 AM, gtsetsadze said:

არაინტუიტიური ისაა რომ გამორთვის ღილაკი არ რთავს ტელეფონს. სადღაც კუთხეში რომ შეტენიან მცირე ზომის კნოპკას არ ნიშნავს ინტუიტიურობას. ეს უკანა ღილაკი იმენა მტანჯავს. ანდროიდზე გინდა მარჯვნიდან გინდა მარცხნიდან გამოსკროლავ წავა უკან. ზედა მენიუს გახსნა ისეთი საკაიფოა pixel 5-ზე სადაც თითი ისედაც დევს ჩამოუსვამ ჩამოდის აქ უნდა შესწვდე ეკრანს.

მაგარი გაბანძებულია ჭედვის მხრივაც აიფონი, რამდენიმენეჯერ მოუვიდა უკვე მესინჯერში ვაჭერ მიწერა მინდა კლავიატურას ხსნის და ეკრანი ისევ სიაზეა გაჭედილი. ესეთი pixel 5-ზე არასოდეს მომსვლია. სეთაფზეც მიწერია რამდენჯერმე მომიწია 0-დან დაწყება. 60 hz-ზე ჩამოწევ და იმენა საზიზღრად მოძრაობს, არადა ყველაზე smooth იყო 60 hz-ზე აიფონი. ის pixel 5 გაცილებით სმუზია 60 hz-ზე ვიდრე ეს. 100% ამის გამო დაამატეს 120 hz base მოდელზეც კი რადგან ძაან გაუსაზიზღრებიათ მაგაშიც და ცუდად გამოჩნდებოდა. მგონია ამ ახალი გლეს კვერცხობის ბრალია. ვისი იდეა იყო ამოდენა გამოთვლები უნდა ამის გამჭვირვალეობას. იმის ნაცვლად სადა მარტივი და სწრაფი იყოს აფუჭებენ. აგიჭრელებს თვალებს ისეთი ინტერფეისია. თუ სადმე ქონდა გავთიშე რაც შევძელი.

მთლიანად დაკარგული და გამქრალია თუ რამე wow ეფექტი ქონდა. ჩემმა დამ მის დროს iphone 6s რომ იყიდა მომეწონა, ძაან სმუზ იყო მენიუებში დასრიალებდა და თვითონ ტელეფონიც ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ეხლა იმენა სტანდარტული არაფრით გამორჩეული ტელეფონია. ელემენტი აქვთ ოპტიმიზირებული და ეხლა დავრწმუნდი რომ უფრო ჰარდის ხარჯზე ვიდრე სოფტის. 

copy paste რომ არის ეგეც რა საზიზღრადაა გაკეთებული ვერც კი ავხსნი. 9-ჯერ უნდა დააჭირო მონიშნოს მერე ჩასმაზე უნდა იწვალო. ანდრო 100 თავით დახვეწილია მსგავს რაღაცებში. Google-ს უდიდესი სამუშაო ჩაუტარებია და ახლა რომ ვუყურებ ვატყობ რამდენად მარტივი გამოსაყენებელი ყოფილა იგივე pixel 5 ამასთან შედარებით.

რასაც დავაკვირდი stand by რეჟიმში ნამეტანი ბევრი მიაქვს. არადა 4G-ზე გადავრთე და Location-ს სერვისი გავთიშე. ამის მარტივად გასათიშად action button-ზე დავაყენე მაგის მენიუ რომ უცებ შევიდე გამოვრთო. 

ხო კიდევ კოდები რომ მოდის ხოლმე აპებში მისით არ ავსებს.

საკუთარი პასვორდ მენეჯერი მაქვს bitwarden აპით ვიყენებ vaultwarden არც ეგ ავსებს.

ფუი იმენა რომელი წელია რა პრობლემები ქონიათ ტიპებს და კაციშვილი ხმას არ იღებს youtube-რებს რომ გადახედო. მილიონებს იხდის ალბათ ხმა რომ არ ამოიღონ. ელემენტარული მოსერჩეთ esim vs non esim ელემენტების შედარება ლამის არცერთ დიდ ცნობილ არხზე არ დევს, არადა როგორი მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.

მოკლედ ძაალიან ძნელი მოსახმარია.

EDIT:

პაროლების მენეჯერი სეთინგებში ქონია და გადავრთე ბიტვარდენზე იყენებს ეხლა ისევე როგორც მისას ეგ გამოირციხა.

Posted
12 hours ago, მათე said:

ფუი იმენა რომელი წელია რა პრობლემები ქონიათ ტიპებს და კაციშვილი ხმას არ იღებს youtube-რებს რომ გადახედო. მილიონებს იხდის ალბათ ხმა რომ არ ამოიღონ. ელემენტარული მოსერჩეთ esim vs non esim ელემენტების შედარება ლამის არცერთ დიდ ცნობილ არხზე არ დევს, არადა როგორი მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.

რუსებს გააკეთეს ეგ ტესტი და თითქმის არაფერი სხვაობა არ არისო, ჯერჯერობით. მერე ვნახოთ რა მოხება პროგრამული განახლებბების მერე.

Posted

Apple N1 ფლაგმანურ Android-მოწყობილობებში არსებულ ქსელურ ჩიპებთან შედარებით: ოდნავ ნელი, მაგრამ გაცილებით სტაბილური 

მიმდინარე წელს Apple-მა iPhone-ში საკუთარი N1 ჩიპის გამოყენება დაიწყო, რომელიც Wi-Fi-ს მუშაობაზეა პასუხისმგებელი. Ookla-მ მისი მაჩვენებლები ფლაგმანურ Android სმარტფონებთან შეადარა და გამოავლინა, რომ Apple სტაბილურ და საიმედო კავშირზეა ორიენტირებული. 

 image.png

ფოტოს წყარო: ookla.com 

მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონების ქსელის ფუნქციები ადრე განისაზღვრებოდა მოწინავე ფიჭური კავშირის სტანდარტებით, 2025 წელი არაოფიციალურად Wi-Fi- წელი გახდა. Apple-მა, რომელიც ადრე თავის iPhone-ებში Broadcom-ის ქსელურ ჩიპებს იყენებდა, მათზე უარის თქმა საკუთარი N1-ის სასარგებლოდ დაიწყო, ხოლო Android-ის ბანაკი თავისი ტრადიციული მრავალფეროვნებით გამოირჩევა: Qualcomm-ის, MediaTek-ის და ზემოხსენებული Broadcom-ის გადაწყვეტილებებით. 

ტექნიკურად, Apple N1 არის ერთკრისტალიანი ჩიპი წარმოდგენილია ინტეგრირებული Wi-Fi 7, Bluetooth 6 და Thread მოდულებით - ფორმალურად, წინამორბედ Broadcom-ის ჩიპთან შედარებით განსხვავებები მინიმალურია. აღსანიშნავია, რომ ეს ჩიპი Wi-Fi-სთან დაკავშირებისას შემოიფარგლება 160 მჰც არხით და არ უჭერს მხარს 320 მჰც არხს, რაც, თეორიულად სიჩქარის გაორმაგებას შეძლებდა, მაგრამ პრაქტიკაში, „არაპრაქტიკულმა iPhone 17-მა მოახერხა iPhone 16-თან შედარებით მნიშვნელოვანი წინსვლა. 

 image.png

სხვადასხვა მოწყობილობის ქსელური შესაძლებლობების საილუსტრაციოდ Ookla-ს ექსპერტებმა შეაგროვეს მონაცემები მე-10, მე-50 (საშუალო) და მე-90 პროცენტილებზე - ანუ მათ მიუთითეს მაქსიმალური სიჩქარე ნიმუშში ყველაზე ნელი კავშირის სიჩქარის მქონე მომხმარებლების 10%-ისთვის, ასევე მომხმარებლების 50%-ის და 90%-ისთვის. ნიმუში მოიცავდა გაზომვებს, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდა 2025 წლის 19 სექტემბრიდან 29 ოქტომბრამდე. 

iPhone 17-ის Wi-Fi-ით ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე 329.56 მბ/წმ იყო, რაც 40%-ით მეტია iPhone 16-ის 236.46 მბ/წმ-თან შედარებით. აღმავალი კავშირის სიჩქარე ძველი მოდელის 73.68 მბ/წმ-დან ახალ მოდელზე 103.26 მბ/წმ-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ iPhone 17 ყველა სმარტფონს შორის ლიდერობდა, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მეტრიკით - ყველაზე ნელი მე-10 პროცენტილური კავშირის მქონე მომხმარებლებს შორის მაქსიმალური სიჩქარით - მიაღწია 56.08 მბ/წმ-ს, რაც 60%-ით მეტია, iPhone 16-ის მაჩვენებელთან შედარებით. 

 image.png

საინტერესოა ის, რომ iPhone 17-ის 160 მჰც არხის სიგანეს, რომელიც თეორიულად კავშირის სიჩქარეს 6 გჰც დიაპაზონში მაქსიმალურ შესაძლო 320 მჰც-თან შედარებით ორჯერ ამცირებს, მომხმარებელთა უმეტესობისთვის კავშირის მუშაობაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. სიჩქარის ორჯერ გაზრდა შესაძლებელია საიმედო კავშირისა და მაღალი კლასის როუტერის გამოყენებით, მაგრამ რეალურ პირობებში, რომლებიც ასახავს საშუალო მომხმარებლის გამოცდილებას, სხვაობა პრაქტიკულად უმნიშვნელო იყო. 

 image.png

მსოფლიოს ყველა რეგიონს შორის 6 გჰც სიხშირის Wi-Fi ყველაზე ხშირად ჩრდილოეთ ამერიკაში გამოიყენება, სადაც ის ტესტების 20%-ში გამოიყენეს. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი ევროპასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში დაახლოებით 5%-ია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში - 2.95%, ხოლო სპარსეთის ყურის ქვეყნებში - 1.73%. ის, რომ iPhone 17-ის ვიწრო დიაპაზონი პრობლემას არ წარმოადგენს, ჩრდილოეთ ამერიკის ტესტის შედეგებითაც დასტურდება, სადაც სმარტფონი ყველაზე სწრაფი იყო 50-ე და 90-ე პროცენტილებზე: შესაბამისად, 416.14 და 976.39 მბ/წმ მაჩვენებლებით. 

 image.png

Android-ის ფლაგმანურმა მოწყობილობებმაც კარგი შედეგები აჩვენა. Google Pixel 10 Pro-მ, თავისი Broadcom-ის უსადენო ჩიპით, გლობალურად ყველაზე მაღალი საშუალო სიჩქარე აჩვენა - 335.33 მბ/წმ, iPhone 17-ის 329.56 მბ/წმ-თან შედარებით. Samsung Galaxy S25-მა, თავისი Qualcomm FastConnect 7900 ჩიპით, რომელიც Snapdragon 8 Elite პლატფორმაში იყო ინტეგრირებული, რეკორდულ სიჩქარე ვერ მიაღწია, მაგრამ მას ყველაზე სწრაფი რეაგირების დრო ჰქონდა: 6 მილიწამი ჩრდილოეთ ამერიკაში, 7 მილიწამი ევროპაში და 9 მილიწამი - სპარსეთის ყურის ქვეყნებში. 

 image.png

Xiaomi 15T Pro, რომელიც MediaTek Dimensity 9400+ ჩიპით იყო აღჭურვილი, ყველა მოდელს შორის ლიდერობდა ატვირთვის სიჩქარის თვალსაზრისით. მან განსაკუთრებით კარგად იმუშავა საფრანგეთში, სადაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა კარგად არის განვითარებული და მონაცემთა გადაცემის სიჩქარე დაახლოებით თანაბარია როგორც ჩამოტვირთვის, ასევე ატვირთვისთვის. მხოლოდ ამ სმარტფონმა მიაღწია ატვირთვის სიჩქარეს მე-10 პროცენტილში 100 მბ/წმ-ს, მე-50 პროცენტილში 500 მბ/წმ-ს და მე-90 პროცენტილში - 1000 მბ/წმ-ს. 

 image.png

და ბოლოს, Huawei Pura80-მა ნათლად აჩვენა, რომ 6 გჰც დიაპაზონი, რომელიც ამ სმარტფონს არ გააჩნია, არ არის მარკეტინგული ხრიკი, არამედ კავშირის სიჩქარის გაზრდის პრაქტიკული გზა. 6 გჰც მხარდაჭერის ნაკლებობა განსაკუთრებით შესამჩნევია 90-ე პროცენტილში, სადაც Pura 80 ჩამორჩება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ყველა სხვა მოწყობილობას, სადაც იგი ყველაზე ფართოდაა გავრცელებული. იგი აფიქსირებს  541.33 მბ/წმ-ს, რაც 39%-ით ნაკლებია Oppo Find X8 Pro-თან შედარებით, რომელიც ლიდერობს. Wi-Fi 6E-სა და Wi-Fi 7-ის გარეშე შედარებისას (6 გჰც-ის გარეშე), Huawei Pura80 საპატიო მეორე ადგილს იკავებს. 

Posted

Ios 26-ში არსებული აღმოჩენილი exploit-ების გამოყენებით მოახერხეს ipados-ს გაშვება iPhone 17 Pro Max-ზე, მასში არის ფუნქცია სამსუნგ dex-ს მსგავსი ინტერფეისის.

https://np.reddit.com/r/iphone/comments/1p3e2bf/my_hacked_iphone_running_ipados_and_running_a/

iphone 17 pro-ს აქვს a19 pro ჩიპი + 12 GB რაც სერიოზული მინი კომპიუტერის მონაცემებია. a19 pro გიკბენჩში პირადად დავტესტე და 3855 ქულა დადო იმდენივე რამდენსაც m4 დებს სინგლში.

26.2 ბეტა 1-ში ეს exploit-ები არ მუშაობს, ამიტომ თუ განაახლებთ ვეღარ შეძლებთ იმავეს გაკეთებას.

იმედი მაქვს ეფლი ახლო მომავალში შემოგვთავაზებს ამ ფუნქციონალს ოფიციალურად. ცოდვის კითხვაა ასეთი ჰარდის მსგავსად არ გამოყენება.

  • Upvote 1
  • 2 weeks later...
Posted

ვისაც Number row გინდათ ინგლისურ ასოებზე ესე ქენით

Settings > General > Keyboard > Keyboards > Add New Keyboard > Vietnamese და აირჩიეთ VNI layout

ინგლისურ ასოებზე ზემოთ ციფრებიც გამოჩნდება. სიტყვების suggestion-ები რათქმაუნდა ვერ იმუშავებს ინგლისურზე, მაგრამ მე მაინც არ ვიყენებდი მაგათ.

  • 2 weeks later...
Posted

iPhone Air სმარტფონის მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/mobile/apple-iphone-air-2025-review.html

  • 2 weeks later...
Posted

Apple-ის ჭკვიანი სათვალის დებიუტი 2026 წელს შედგება, თუმცა შერეული რეალობისთვის მომხმარბლებს მოცდა მოუწევ 

დიდი ხანია ვრცელდება ხმები, რომ Apple 2026 წლის ბოლოს ჭკვიანი სათვალის გამოშვებას გეგმავს. მოწყობილობა, რომელსაც შესაძლოა Apple Glasses ან Apple Vision ეწოდოს, თავდაპირველ ვერსიაში არ ექნება შერეული რეალობის მხარდაჭერა. სამაგიეროდ, სათვალე iPhone-ის აქსესუარის ფუნქციას შეასრულებს და Siri-ს ხმოვან ასისტენტთან ურთიერთქმედებაზე იქნება ორიენტირებული. 

image.png

ფოტოს წყარო: 9to5mac.com 

Bloomberg-ის ჟურნალისტ მარკ გურმანის თქმით სათვალის წარდგენა Apple-ის აღმასრულებელ დირექტორ ტიმ კუკის დიდი ხნის მიზნის რეალიზაციისკენ გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება და შესაძლოა, მომავალი წლის ბოლოს მოხდეს, ხოლო ფაქტობრივი გაყიდვები, სავარაუდოდ, მოგვიანებით დაიწყება. გურმანი აღნიშნავს, რომ კუკმა ეს იდეა კომპანიისთვის პრიორიტეტად აქცია და გადაწყვეტილი აქვს, Meta-ზე ადრე შექმნას ინდუსტრიაში წამყვანი პროდუქტი“. 

Apple-ის ხელმძღვანელის თქმით სათვალე მსუბუქი და ყოველდღიური ტარებისთვის კომფორტული უნდა იყოს. „კუკის გრანდიოზული ხედვა ათი წელია არ შეცვლილა. მას სურს შექმნას ნამდვილი შერეული რეალობის სათვალე - მსუბუქი მოწყობილობა, რომლის ტარება მომხმარებელს მთელი დღის განმავლობაში შეეძლება. შერეული რეალობის ელემენტი მონაცემებსა და სურათებს რეალური სამყაროს ობიექტებზე გადაფარავს“, - წერს გურმანი თავის სტატიაში. 

მიუხედავად იმისა, რომ Apple Vision Pro კომერციული ჰიტი არ გამხდარა, მისმა პროგრამულმა პლატფორმა visionOS-მა და სივრცულმა გამოთვლების კონცეფციამ უკვე განსაზღვრა კომპანიის მომავალი პროდუქტების ტექნიკური მიმართულება და Apple-ის პირველი ჭკვიანი სათვალე, შერეული რეალობის გარეშეც კი, წარმოდგენას შეგვიქმნის არა მხოლოდ AR სათვალეების მომავალი პროგრამული უზრუნველყოფის, არამედ მათი აპარატურის დიზაინის შესახებაც. 

  • 4 weeks later...
Posted

Apple-მა წარადგინა Creator Studio, „მძლავრი შემოქმედებითი აპლიკაციების ინოვაციური კოლექცია 

Apple-მა დააანონსა პლატოფრმა Creator Studio, რომელსაც აღწერს, როგორც ძლიერი შემოქმედებითი აპლიკაციების ინოვაციურ კოლექციას, რომელიც შექმნილია ყველასთვის სტუდიური ხარისხის სამუშაო პროცესების უზრუნველსაყოფად. პლატფორმა უზრუნველყოფს წვდომას Final Cut Pro-ზე, Logic Pro-ზე და Pixelmator Pro-ზე Mac-სა და iPad-ზე, Motion-ზე, Compressor-ზე და MainStage-ზე Mac-ის მეშვეობით, ასევე ინტელექტუალურ ფუნქციებსა და Keynote-ის, Pages-ის და Numbers-ის პრემიუმ კონტენტზე. 

 image.png

ფოტოს წყარო: Apple 

ჩამოთვლილი თითოეული აპლიკაცია ასევე მიიღებს უამრავ ახალ ფუნქციას Apple Creator Studio- გაშვების ფარგლებში. ანონსის ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი მახასიათებელი ის არის, რომ Pixelmator Pro პირველად გამოვა iPad-ზე. კომპანიის თქმით აპლიკაცია მომხმარებლებს შესთავაზებს უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც ოპტიმიზებულია სენსორული ეკრანისა და Apple Pencil-ისთვის“. 

Mac-ისა და iPad-ისთვის განკუთვნილი Final Cut Pro წარმოგიდგენთ ვიდეო რედაქტირების ახალ ინსტრუმენტებსა და ინტელექტუალურ ფუნქციებს, რომლებიც აუმჯობესებს ყველაზე რთულ სამუშაო პროცესებსაც კი. იგი საშუალებას აძლევს კონტენტის შემქმნელებს, ვიდეო რედაქტორებს და კინორეჟისორებს, გააუმჯობესონ თავიანთი პროექტები ინტუიციური ფუნქციებით. 

Apple Creator Studio ასევე უზრუნველყოფს სრულ წვდომას Motion-ზე, ძლიერ ინსტრუმენტზე კინემატოგრაფიული 2D და 3D ეფექტების შესაქმნელად ისეთი ინტელექტუალური ფუნქციებით, როგორიცაა Magnetic Mask. იგი ადვილად ახდენს იზოლირებას და აკონტროლებს ადამიანებსა და ობიექტებს მწვანე ეკრანის გამოყენების გარეშე. ის ასევე მოიცავს Compressor-ს, რომელიც ინტეგრირდება Final Cut Pro-ს და Motion-თან გამომავალი პარამეტრების მარტივი რეგულირებისთვის. 

 image.png

Mac-ისა და iPad-ისთვის Logic Pro-ს გამოყენებით მუსიკის შექმნა კიდევ უფრო ინტელექტუალურ ფუნქციებს გვთავაზობს, როგორიცაა Synth Player და Chord ID, რომლებიც, კომპანიის თქმით, „ნებისმიერ ადამიანს შთააგონებს დაწეროს, შექმნას და მიქსირება გაუკეთოს პოპულარული მუსიკის ფართო სპექტრს“. Mac-ისა და iPad-ისთვის Logic Pro-ს ეს ახალი ფუნქცია მხარს უჭერს მუსიკოს შემსრულებლებს და ეხმარება შექმნან ორიგინალური მუსიკა ვიდეო კონტენტისთვის, იქნებიან ეს Apple Creator Studio-ს გამომწერები თუ Mac-ის მომხმარებლები, რომლებიც ერთჯერად შესყიდვას ახორციელებენ. 

 image.png

Apple Creator Studio-ს დახმარებით წარმადობა მნიშვნელოვნად იზრდება სრულიად ახალი ფუნქციებით, რომლებიც შემქმნელებს მეტ ინტელექტს და პრემიუმ კონტენტს სთავაზობენ. Content Hub არის ახალი სივრცე, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ იპოვონ გულმოდგინედ შერჩეული, მაღალი ხარისხის ფოტოები, გრაფიკა და ილუსტრაციები. გამოწერა ასევე წვდომას ხსნის ახალ პრემიუმ შაბლონებსა და თემებზე Keynote-ში, Pages-სა და Numbers-ში. 

 image.png

Apple Creator Studio შესანიშნავი გადაწყვეტილებაა შემქმნელებისთვის, რათა განავითარონ თავიანთი ხელობა და დახვეწონ უნარები, რაც უზრუნველყოფს მარტივ წვდომას ვიდეო რედაქტირების, მუსიკის შექმნის, შემოქმედებითი ვიზუალიზაციისა და ვიზუალური პროდუქტიულობის ყველაზე ძლიერ და ინტუიციურ ინსტრუმენტებზე - ეს ყველაფერი შერწყმულია მოწინავე ინტელექტუალურ ინსტრუმენტებთან, რათა გაუმჯობესდეს და დაჩქარდეს სამუშაო პროცესები“, - განაცხადა ედი კიუმ, Apple-ის პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვისების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა. 

მისი სიტყვებით, „არასდროს არსებობდა უფრო მოქნილი და ხელმისაწვდომი გზა, რათა პროფესიონალებისთვის, დამწყები ხელოვანებისთვის, ანტრეპრენერებისთვის, სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის შემოქმედებითი აპლიკაციების ასეთი ძლიერი ნაკრების გამოყენება დაეწყოთ, რათა შეექმნათ საუკეთესო ნამუშევრები და შეესწავლათ თავიანთი შემოქმედებითი ინტერესები დასაწყისიდან ბოლომდე“. 

 image.png

Apple Creator Studio App Store-ში ოთხშაბათს, 28 იანვარს გამოჩნდება და მისი ფასი თვეში 12.99 აშშ დოლარი ან წელიწადში 129 აშშ დოლარი იქნება. ასევე შემოთავაზებული იქნება ერთთვიანი უფასო საცდელი პერიოდი. 

კომპანიის ცნობით, iPhone-ის, iPad-ისა და Mac-ისთვის განკუთვნილი Freeform ვერსია Apple Creator Studio-ს „მოგვიანებით დაემატება. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.