George Simps Posted January 27, 2013 Posted January 27, 2013 გამარჯობათ . მაქ ტპ-ლინკ ის როუტერი და აქვს 4 ლანის შესაერთებელი .. 2 კომპიუტერი მაქ შეერთებული და ინტერნეტის სისწრაფე მაქ 4 მბ .. ხოდა მინდა ისე გავაკეთო რო ინტერნეტის სისწრაფე გავყო თანაბრად შუაზე ანუ თითო კომპზე 2 მბ მიდიოდეს მაქსიმუმ და როგორ გავაკეთო ამის კონტროლი იქნება მითხრათ ვინმემ რო აგარ ვიწვალო ძრომიალით
kashmir Posted January 27, 2013 Posted January 27, 2013 1) ან სტატიკურად გაუწერე აიპი მისამართები კომპებს, ან DHCP>Address Reservation_დან მიაბი მაკ ადრესს კონკრეტული აიპი, რომ ეგ მიანიჭოს ხოლმე 2) Bandwidth Control_ში>Rules List შექმენი ახალი პარამეტრი და გაუწერე შესაბამის აიპიზე შემომავალი/გამავალი ტრაფიკის ლიმიტი 3) Bandwidth Control>Control settings გაუწერე 99999 და ჩართე 4) დაარესტარტე 1
George Simps Posted January 27, 2013 Author Posted January 27, 2013 აქ რო წერია IP RANGE ორი ჩასაწერი აქ და ანუ 192.168.1.100 იდან 192.168.1.105 ამ იპამდე ჩართულ კომპიუტერებს შეეხება ხო ეგ ლიმიტი? და ქვევით მინიმუმ 0 რო წერია ეგრეც ხო შეიძლება? მგონი სწორად ვაკეთებ. და პორტიც ცარიელი უნდა მგონი
kashmir Posted January 27, 2013 Posted January 27, 2013 კი, შეგიძლია რეინჯი გაუწერო, ან თუ მარტო 1 აიპიზე გინდა - საწყისი და ბოლო ერთი და იგივე აიპი გაუწერე. 0_ები დატოვე, მთავარია მაქსიმალური გაწერო სწორად. 2500/8=312 კილობაიტი/წამში პორტს თუ ცარიელს დატოვებ - ყველა პორტზე იმოქმედებს, შეგიძლია საჭიროების მიხედვით მარტო კონკრეტულ პორტზე დაადო ლიმიტი, მაგრამ ეგ არ გჭირდება შენ.
George Simps Posted January 27, 2013 Author Posted January 27, 2013 ეს 2500 კბპს ი იყოფა 8 ზე რო კილობაიტებამდე დავამრგვალო? აჰა გასაგებია .. არა პორტები არ მჭირდება უბრალოდ მეზობელს ვუყოფ ინტერნეტს და დავულიმიტებ რო რამის გადაწერის დროს არ გამწუროს სრულადdidi madloba daxmarebistvis
kashmir Posted January 27, 2013 Posted January 27, 2013 1 ბაიტი = 8 ბიტი შენ რომ 2500 გიწერია ეგ არის Kbps - b პატარაა, ანუ bit_ს გულისხმობს. 2500 Kb(bits)ps= 2500/8=312KB(bytes) per second. შეამოწმე და მუშაობს როგორც გინდა ისე?
George Simps Posted January 27, 2013 Author Posted January 27, 2013 არა ჯერ ვერ ვამოწმებ გათიშული მაქ ინტერნეტი ხვალე ჩამერთვება და შევამოწმებ.. ეხლა ვაიფაით ვარ Tbilisi Loves You ანუ მე რო 2.5 მბ/სეკ გავუშვა უნდა ჩავწერო ასე ხო? 2500 * 8 = 20 000
kashmir Posted January 27, 2013 Posted January 27, 2013 არა ჯერ ვერ ვამოწმებ გათიშული მაქ ინტერნეტი ხვალე ჩამერთვება და შევამოწმებ.. ეხლა ვაიფაით ვარ Tbilisi Loves You ანუ მე რო 2.5 მბ/სეკ გავუშვა უნდა ჩავწერო ასე ხო? 2500 * 8 = 20 000 შემოკლებებით თუ წერ ინგლისურად წერე, დიდი და პატარა ასო რომ გავარჩიო =) 2.5 მეგაბიტი თუ მეგაბაიტი? მოკლედ ზუსტად რა პაკეტი გექნებათ, გადმოწერის სიჩქარე რა გექნებათ დაწერე და რომელ აიპი_ზე რამდენის მიცემა გინდა და გეტყვი ზუსტად
George Simps Posted January 27, 2013 Author Posted January 27, 2013 რა გარკვევა ამას უნდა 40 ლარიანი გე.ლინკ ანუ 4მეგაბაიტი წუთში. 4000 kb/sec მინდა თითოზე 2000 kb/sec (იგივე 2 mb/sec). ხოდა 2000 უნდა გავამრავლო 8 ზე და მიგებული ციფრი უნდა ჩავწერო MAX-ში .. ხო ეგრეა?
Recommended Posts