Jump to content

Recommended Posts

Posted

დღეს F1-ის 14 ეტაპის ბელგიის გრანპრის კვალიფიკაციას ვუყურე, ამჯერათ დაიდო სკაისპორტის IPTV 2160P 50ფპს ტრანსფერი 30მბპს ბიტრეიტით პოპოვი-ფაბრიჩნოვას რუსული კომენტარით რაც VK-ზე მიდის ხოლმე და მერე რუტრაკერზე ამატებენ რაზდაჩებს, ეგ ბოლო გონკაა 1 თვიანი ზაფხულის პაუზა სანამ დაიწყება, ნუ მემგონი თან სპეციალურათ დაამთხვიეს ფაქტიურათ ზაფხულის ოლიმპიადას ეგ პაუზა, ამჯერათ თან კარგათაც წვიმდა პერიოდულათ კვალიფიკაციის დროს, ამიტომ მემგონი მაგან შეუშალა ჰელი მაკლარენს თავისი მაქსიმუმი ეჩვენებინა და პირიქით სხვა ბოლიდებზე უკეთესი რეზულტატები დაიდო, პოლი ამჯერათ აიღო გარკვეული პაუზის შემდეგ ვესტაპენმა, თუმცა მაგ გონკაზე ჯარიმა დაუჯდა რედბულს, ამიტომ 11 პოზიციიდან დაიწყებს პირველის მაგივრათ მაგ გონკას ვესტაპენი, პირველზე კი ლეკრერი გამოვა, მეორე ადგილზე ისე პერესია, რომელმაც ამჯერათ არ დაუშვა შეცდომები და მესამეზე გავიდა კვალიფიკაციაში, მეოთხე ადგილზე ფორმალურათ ჰემილტონი გავიდა და ეგ გონშიკი დაიწყებს მესამე ადგილიდან გონკას, გადმოვწერე გონკაც და მაგას ხვალე ჩავუჯდები, პოლნი აბიომში კი ვუყურებ ოლიმპიადას, მაგრამ ერთი გონკა დიდათ არ დამამძიმებს, მითუმეტეს ეხლა მაინც 4 კვირა მეტი გონკები აღარც გაიმართება

Posted

ვუყურე გუშინ F1-ის ბელგიის გრანპრის  IPTV 2160P 50ფპს სკაისპორტის ტრანსფერში და პოპოვი-ფაბრიჩნოვას რუსული  კომენტარით, საკმაოთ საინტერესო გონკა გამოვიდა, სხვათაშორის კიდე ერთი დუბლი დაფიქსირდა საკმაოთ მოულოდნელი, ამჯერათ მერსედესმა შეძლო გაოცება და 1-2 ადგილზე გასვლა, გონკა რასელმა მოიგო, მეორეზე სულ პატარა ჩამორჩენით ჰემილტონი გავიდა, ეგეთივე მცირე ჩამორჩენით მესამე ადგილი შეხვდა ამჯერათ პიასტრის, მერსედესზე ეტყობა აპგრეიდებმა გაამართლა, ვესტაპენი მაინც მეხუთეზე გავიდა ისე 11 ადგილიდან, ჩემპიონატშიც დიდათ არაფერი შეცვლილა, რახან მერსედესი მოშნათ იყო ჩამორჩენილი კონსტრუქტორების ჩემპიონატში და ეგ დუბლი ჯერ არაა საკმარისი უფრო ზემოთ რომ გადაენაცვლათ, თან ეხლა 4 კვირა მეტი გონკები აღარ ჩატატრდება აგვისტოს ბოლომდე, შემდეგი გონკა ისე ჰოლანდიაში ტარდება

  • 4 weeks later...
Posted

დაახლოებით 1 თვიანი პერერივის შემდეგ დღეს F1-ის 15 ეტაპის ნიდერლანდების გრანპრის კვალიფიკაციას ვუყურე, ამჯერათ Web-dl 1080P 50fps ვნახე სადაც მეთვითონ დავამატე mkvmerge-ით პოპოვი-ფაბრიჩნოვას რუსული კომენტარი, ამჯერათ პოლი ლანდო ნორისმა აიღო, მეორეზე ვესტაპენი გავიდა, მესამეზე კი პიასტრი, თუმცა ალბათ მაკლარენს გაუჭირდება გონკაში პირველ რიგში ისევ ვესტაპენის დამარცხება ალბათ

Posted

გუშინ ნიდერლანდების გრანპრის ვუყურე ისევ Web-dl 1080P-ში პოპოვი-ფაბრიჩნოვას კომენტარით, ბევრნაირი ვარიანტებია მაგრამ ეგ უფრო მომწონს, პოპოვის კომენტარით ლამის 1990 წლებიდან ვუყურებ თან ფ1-ის ტრანსლიაციებს, საკმაოთ საინტერესო გონკა გამოვიდა, ლანდო ნორისმა ისევ ჩააგდო სტარტი და ეგრევე დაკარგა პირველი ადგილი, თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა მშვენიერი ტემპი ქონდა ლანდოს ბოლიდს და საკმაოთ მალევე შეძლო პირველი ადგილის დაბრუნება მაკლარენმა, საკმაოთ ჩამორჩა ვესტაპენი ლანდოს მანქანას, თუმცა მეორე ადგილი კი შეაინარჩუნა, მესამეზე ლეკლერი გავიდა, ვესტაპენი დიდ ატრივს ინარჩუნებს მაგ გონკის შემდეგაც, თუმცა კონსტრუქტორების ჩემპიონატში უკვე დაიძაბა საკმაოთ სიტუაცია და მაკლარენი მარტო 30 ქულითაა უკან რედ ბულთან, თუმცა მანამდე ბევრათ დიდი იყო სხვაობა, ნელი ტემპებით მაგრამ ეწევა ნელ-ნელა მაკლარენი რედ ბულს, განსაკუთრებით ცუდი პერესის ფორმის ფონზე აქვს ჩემპიონატის დასრულებამდე შანსები მაკლარენმა გადაუსწროს რედ ბულს, შემდეგ გონკებზე იქნება ბევრი რამე დამოკიდებული მაინც, თვითონ ფერარიც 34 ქულითაა უკან მაკლარენთან ჩემპიონატში

Posted

გუშინ და დღეს F1-ის 16 ეტაპის იტალიის კვალიფიკაციას და გონკას ვუყურე Web-dl 1080P-ში პოპოვი-ფაბრიჩნოვას კომენტარით, რახან 4K ტრანსფერი ჯერაც არ დადებულა რუსული კომენტარით, მანდაც საკმაოთ გაუჭირდა რედ ბულს მაღალი პოზიციების დაკავება და ვატყობ საკმაოთ საინტერესო დასასრული იქნება ამ სეზონში, ერთადერთი მარტო ვესტაპენს ალბათ ვეღარავინ დაეწევა უკვე, რახან ძალიან დიდი ფორა აქვს და ჩასატარებელი 8 გონკაა კიდე, კვალიფიკაციაში ნორისმა გაიმარჯვა ისევე, მეორეზე პიასტრი გავიდა, მესამე ადგილზე კი რასელი, თვითონ გონკა საკმაოთ საინტერესო გამოვიდა, ფერარიმ მოულოდნელათ შეძლო მაქსიმალურათ სწორი ტაქტიკის ხარჯზე მაგ გონკაში გამარჯვება, თუმცა თავიდან პიასტრი მიდიოდა პირველზე, ნორისმა ისევ ჩააგდო სტარტი, თუმცა მოგვიანებით დაიბრუნა მეორე ადგილი, მაგრამ ფერარიმ უფრო სწორი ტაქტიკის ხარჯზე პისტოპებზე შეძლო პირველზე გაჭრა, ლეკრელმა გაიმარჯვა მაგ გონკაში, მეორეზე პიასტრი გავიდა, მესამეზე კი ნორისი, ამიტომ დიდათ ვერ შეამცირეს სხვაობა ვესტაპენთან, თუმცა კონსტრუქტორების ჩემპიონატში საკმაოთ დაიძაბა სიტუაცია, ფერარიც კი ჩაერთო უკვე პირველობაზე ფორმალურათ, მარტო 39 ქულით ჩამორჩება რედ ბულს მაგ გონკის შემდეგ, მაკლარენს კი მარტო 8 ქულა აქვს გასაქვეთი, ანუ შემდეგ გონკაში შეიძლება უკვე შეიცვალოს ლიდერი და მაკლარენი გავიდეს პირველზე

  • 2 weeks later...
Posted

გუშინ და დღეს F1-ის 17 ეტაპის აზერბაიჯანის გრანპრის კვალიფიკაციას და გონკას ვუყურე, ისევ Web-dl 1080P გადმოვწერე და 4კ ტრანსფერისთვის აღარ დამიცდია,ამჯერათ პოლი ლეკლერმა აიღო, მეორეზე პიასტრი გავიდა, მესამეზე კი საინცი, გონკაში თავიდან ლეკრეკი მიდიოდა პირველზე მაგრამ პიასტრი უდარში იყო მაგ გონკაში და შეძლო ლეკლერის გადასწრება პისტოპების გარეშეც, მეორეზე ლეკლერი გავიდა, მესამეზე კი რასელი, ნუ ბოლო კრუგებზე საინცი და პერესი 2-3 ადგილზე ბრძოლაში ავარიაში მოყვნენ და ამიტომ რასელი მოულოდნელათ პოდიუმზე აღმოჩნდა, სხვათაშორის ლანდო ნორისიც ლამის 16 ადგილიდან 4 გავიდა მაგ გონკაში და მაკლარენმა გადაუსრო უკვე რედ ბულს კონსტრუქტორების ჩემპიონატში, უკვე 20 ქულითაა წინ მაგ გონკის შემდეგ და ალბათ რედ ბულს პირველი ადგილის დაბრუნება გაუჭირდება და ფერარისაც აქვს შანსები მეორეზე გასვლის მინიმუმ, მარტო ვესტაპენი ინარჩუნებს დიდ ფორას და ალბათ წელსაც უპრობლემოთ აიღებს აჩერედნოი ჩემპიონობას, თუმცა ბოლო გონკებში გაუჭირდა რედ ბულს სერიოზულათ უკვე

  • 2 weeks later...
Posted

გუშინ და დღეს F1-ის 18 ეტაპის სინგაპურის გრანპრის კვალიფიკაციას და გონკას ვუყურე, ნუ კვალიფიკაცია Web-dl 1080P ვნახე F1tv ოფიციალური ვებკა სადაც პოპოვი-ფაბრიჩნოვას რუსული კომენტარი ქონდა დამატებული, ამჯერათ პოლი ლანდო ნორისმა აიღო, მეორეზე ვესტაპენი გავიდა, მესამეზე კი ჰემილტონი, ისე მაგ ტრასაზე რთულია გასწრება და დიდი მნიშვნელობა აქვს რომელ ადგილიდან დაიწყებ გონკას, გონკა უკვე სკაის  ΙPTV/2160p ტრანსფერში ვნახე პოპოვი-ფაბრიჩნოვას კომენტარით, ისე სეტანტაზე სტანისლავსკი ყოფილა კომენტატორი, მაგას არ ვუყურებ ხოლმე მე, თუმცა არც ისეთი ცუდი გოლოსი ქონია მაინც, საკმაოთ მძიმე გონკა გამოვიდა რახან მაგარი ტენიანობა იყო სინგაპურში და კარგი 30 გრადუსი ტემპერატურა ღამეც კი, ამჯერათ არ ჩაუფლავებია ლანდოს სტარტი და საკმაოთ დიდი უპირატესობა ქონდა ბოლოს, თუმცა იყო ერთი მომენტი გონკაში როცა კინაღამ შეასკდა ლანდო კედელს, მეორეზე ვესტაპენი გავიდა, მესამეზე კი ამჯერათ პიასტრი, ამიტომ კიდე უფრო გაიზარდა რედ ბულთათ მაკლარენის უპირატესობა კონსტრუქტორების ჩემპიონატში, ვესტაპენიც ინარჩუნებს 52 ქულიან სხვოაბას მაგ გონკის შემდეგ, ეხლა ისევ 1 თვიანი პერერივი იწყება, კაკრაზ მოვრჩები მანამდე უეჭველი ოლიმპიადის ყურებასაც და ალბათ მოვასწრებ უს ოპენის ნახვასაც ტენისში, რახან მაგის ყურებას მაქს 4-5 დღე ჭირდება მარტო

  • 1 month later...
Posted

დაახლოებით კვირისკენ მგონი F1-ის 19 ეტაპის შტატების გრანპრის სპრინტის კვალიფიკაციას ვუყურე, რომელიც პარასკევს გვიან ღამით ჩატარდა ჩვენი დროით, ეგ ჯერ Web-dl 1080P ვნახე პოპოვი-ფაბრიჩნოვას დუეტი რომ აკეთებს VK რუსულ კომენტარებს ლევათ, სპრინტის ევენტები ვესტაპენს დიდათ არ მოსწონს, ნუ ინტერვიუებში ეგრე იძახოდა, თუმცა კარგათ ასპარეზობს მაგ მინი ევენტებზე ისტორიულათ, მანდაც შეძლო პოლის აღება, მეორეზე რასელი გავიდა, მესამე ადგილზე კი ლეკლერი, ისე ბოლო გონკებში ფერარიმ კვალიფიკაციებში ცოტა უკლო რეზულტატებს, ზატო თვითონ გონკებში უკეთესათ გამოდიან, განსაკუთრებით ლეკლერი ალბათ, თუმცა კარგი რეზულტატები საინცსაც ქონდა, სპრინტი, ასნავნოი კვალიფიკაცია და თვითონ გონკა უკვე სამივე IPTV 2160P 50ფპს დაიდო პოპოვი-ფაბრიჩნოვას რუსული კომენტარით, ეგ მაღალბიტრეიტიანი სკაისპორტის ტრანსლიაციები იყო საკმაოთ კარგი დეტალიზაციით, თუმცა კოკპიტები ისევ აპსკეილშია დღემდე, ძვირი ჯდება მანდ ალბათ ჰდ კამერების დაყენება ბოლიდებზე, თან ბოლიდის დალეწვის შემთხვევაში ძვირიანი კამერაც დაილეწება და ისევ ახლის დაყენებაა საჭირო, სხვა ნუანსებიც იქნება ალბათ თუ რატომაა სდ კამერა დღემდე დატოვებული, სპრინტი ვესტაპენმა მოიგო ადვილათ თუ არა დიდი გაჭირვების გარეშე, მეორეზე საინცი გავიდა, მესამეზე კი ნორისი, რომელიც მაგ ვიკენდზე ისე კარგათ ვეღარ გამოიყურებოდა როგორც მანამდე რამდენიმე გონკაში, სპრინტს და კვალიფიკაციას მგონი დაახლოებით სამშაბათისკენ ვუყურე ორივეს, ანუ საკმაო დაგვიანებით, ასნავნოი კვალიფიკაციაში უკვე ლანდო ნორისმა გაიმარჯვა, მეორეზე ვესტაპენი გავიდა, მესამეზე კი კარლოს საინცი, თუმცა გონკაში სულ სხვანაირათ განვითარდა მოვლენები, ანუ არც ვესტაპენი ბრწყინავდა ისე ძალიან და არც ნორისი იყო უდარში, ფერარიმ ჩაატარა მემგონი ლამის საუკეთესო გონკა ამ სეზონში, ლეკლერმა მეოთხე ადგილიდან შეძლო გამარჯვება და თან ძალიან კომფორტული 8,5 წამიანი ატრივით , სწორი ტაქტიკის ხარჯზე გაინაღდა პირველობა და სწრაფი ბოლიდის, პაკრიშკებიც არ გაუცვდა ისე ძალიან, მეორეზე საინცი გავიდა, მესამეზე კი ვესტაპენი ფაქტიურათ 20 წამიანი ჩამორჩენით, თუმცა მანდ მცირე გამოვარდნა ქონდა ლანდოს და ვესტაპენს და მაგის გამო დააჯარიმეს ნორისი 5 წამიანი შტრაფით და ვესტაპენმა აიღო პოლი მაგის შემდეგ, ამიტომ უფრო ლეკრერი დაეწია ლანდოს ჩემპიონატში ვიდრე ვესტაპენს თვითონ ნორისი, ვესტაპენი წელსაც ადვილათ გახდება ჩემპიონი, მეორეზეც წესით ნორისი უნდა დარჩეს, რახან გაუჭირდება მაგ დარჩენილი სხვაობის ადვილათ გაქვითვა ბოლო 5 გონკაში ლეკლერს, კონსქტუქტორების ჩემპიონატში კი ასეთი სიტუაციაა https://www.formula1.com/en/results/2024/team ანუ ფერარი მაგ დუბლის შემდეგ საკმაოთ პატარა სხვაობით ჩამორჩება უკვე რედ ბულს, 8 ქულა შემდეგ გონკაშიც შეიძლება გაქვითონ ეგეთი კარგი ფორმით, მითუმეტეს თუ აჩვენებს რამეს მარტო ვესტაპენი, პერესი კვდება გონკებში რასაც ქვია წელს, მექსიკის გრანპრიც ტარდება ამ ვიკენდზე და მაგასაც ცოტა მოგვიანებით ჩავუჯდები, მანდ სპრინტი არაა, მარტო კვალიფიკაციაა და გონკა, თუმცა ზეგიდან დავიწყებ უფრო, ხვალე კიდე ერთი ფეღბურთი მაქვს სანახავი და ჩავუჯდები ისევე ოლიმპიადას 10 დღიანი პერერივის შემდეგ, ბევრი არც მანდ დამრჩა საყურებელი, ხვალე აბლათ ბოლო დღის რასპისანიაზე გადავალ

Posted

დღეს F1-ის 20 ეტაპის მექსიკის გრანპრის კვალიფიკაციას ვუყურე, ამჯერათ  ΙPTV/2160p ტრანსფერში ვნახე პოპოვი-ფაბრიჩნოვას კომენტარით, რაღაც ეგ სკაისპორტის ტრანსფერი საკმაოთ მომთხოვნი გახდა რუტრაკერზე, ალბათ იმიტომ რომ უფრო საინტერესო ჩემპინატი მიდის მეორე სეზონის მეორე ნახევარში სადაც ძალზე მოშნი უპირატესობა აღარა აქვს რედბულს, კონკურენციას კი უწევს სერიოზულას ფერარის და მაკლარენს, თუმცა დაჟე მერსედესიც კი წამოეწია და პერესი ვაბშე ჩაფლავდა თან, ვესტაპენს კი ისეთი სწრაფი ბოლიდი აღარ ყავს ბოლო გონკებში როგორც თავიდან და მაგის გამო უკვე სხვა გონშიკებმა დაიწყო გონკებში გამარჯვება, თან სულ სხვადასხვა გონშიკები იმარჯვებენ ძირითადათ, პოდიუმზეც სულ იცვლება ხოლმე სამეული, ამიტომ მაგის ხარჯზე ფერარიმ და მაკლარენმა კი ამოქაჩა მოშნათ კონსტრუქტორების ჩემპიონატში, მაგრამ ვესტაპენს აშკარათ არაფერი არ ემუქრება, მარტო თუ დაეძინა ბოლო გონკაში მთლათ და ყველაფერი ნორისმა მოიგო მაშინ თუ წააგებს ალბათ ამ ჩემპიონატს, ისე დიდი ალბათობით მაქსიმუმ 1 გამარჯვებაც ეყოფა და უკვე ვეღარავინ ვეღარ დაეწევა, ეხლაც უბრალოთ თეორიული შანსები რჩება ჯერ კიდევ პირველ რიგში ლანდოს გადაუსწროს ვესტაპენს ჩემპიონატის ბოლომდე, ისე კი ამჯერათ ისევ ფერარი ყვაოდა კვალიფიკაციაში და გრძელდება მაგ კამანდის კარგი ფორმა, თუმცა საინცმა აიღო პოლი, მეორეზე ვესტაპენი გავიდა, მესამეზე კი ნორისი, რომელსაც სულ ცოტათი ჩამორჩა ლეკლერი, გადმოვწერე გონკაც და ხვალე ვნახავ მაგასაც

  • 2 weeks later...
Posted

დღეს ლამის 9 დღიანი დაგვიანებით F1-ის 21 ეტაპის ბრაზილიის გრანპრის სპრინტის კვალიფიკაციას და თვითონ სპრინტს ვუყურე, ამჯერათ ოთხივე ტრანსლიაცია ΙPTV/2160p ტრანსფერში დაიდო რუსული კომენტარით, ისევ სკაისპორტის ტრანსფერი იყო, ბიტრეიტი კი აქვს მაღალი, თუმცა ეგ არ შველის კოკპიტებზე, მანდ ძალიან ცუდი ხარისხი აქვს, ალბათ კიდე უფრო ცუდი დეტალიზაცია ექნება თვითონ 4K მონიტორზე ან ტელევიზორზე, მაგას ძლიერი აპსკეილის ტეხნოლოგია თუ უშველის ძვირიან ტელევიზორებზე რაც აქვს ჩაშენებული ბოლო მოდელებზე, თუმცა სხვა კამერებიდან ნორმა დეტალიზაცია აქვს უკვე, ამჯერათ ისევ მაკლარენი გამოიყურებოდა კარგათ სპრინტის კვალიფიკაციაში, პირველზე გავიდა პიასტრი, მეორეზე კი ნორისი, მესამე ადგილი ლეკლერს ერგო, თვითონ სპრინტის მინი გონკაში თავიდან ისევ პიასტრი მიდიოდა პირველზე, თუმცა მაკლარენიდან უთხრეს რომ გაეშვა წინ ნორისი, ამიტომ ნორისმა პირველი სპრინტი მოიგო თავის კარიერაში, პიასტრი კი მეორეზე გავიდა, მესამე ადგილზე ვესტაპენი გავიდა ამჯერათ, ხვალე ასნავნოი კვალიფიკაციასაც ვუყურებ, გასულ ვიკენდზე მაინც არ იყო გონკა და ფაქტიურათ ორ კვირიანი პაუზით ვუყურებ, რისი გაკეთებაც ხშირათ სეზონის მანძილზე ისედაც გიწევს ხოლმე, ამ ვინდოუსის გადამკიდე ოლიმპიადასაც ლამის 3 კვირიანი დაგვიანებით მოვრჩი, ბევრათ ადრე დავასრულებდი მაგ ევენტის ყურებას პოლნი აბიომში ვინდოუსის ჩხიკინი რომ არა ბოლო 2 კვირის მანძილზე, ისეთი პირი უჩანს ამ ეტაპზე რომ წელს კონსტრუქტორების ჩემპიონატს უფრო მაკლარენი აიღებს, თუმცა ფერარი ცდილობს ბოლო გონკებში დაეწიოს მაკლარენს, აი რედ ბულს კი გაუსწრეს უკვე, მაგრამ მაკლარენს აქვს გარკვეული ფორა ქულებში ჯერ და არც ისე ბევრი გონკები რჩება ამ სეზონში ჩასატარებელი

Posted

გუშინდა დღეს ვნახე ასნავნოი კვალიფიკაციაც და გონკაც ბრაზილიის გრანპრიდან, ეგეც ΙPTV/2160p ტრანსფერში მქონდა გადმოწერილი, კვალიფიკაციაში მურტლათ წვიმდა თუმცა მაკლარენი ისევ კარგათ გამოიყურებოდა, რისი დამკიცებაც ასნავნოი გონკაში ვეღარ შეძლო სადაც აგრეთვე წვიმდა, ნორისმა მოიპოვა პოლი, მეორეზე რასელი გავიდა, მესამეზე კი მოულოდნელათ იუკი ცუნოდა, თუმცა თვითონ გონკაში კიდე უფრო მოულოდნელი რეზულტატი დაფიქსირდა, ვესტაპენს მაგარი გაუმართლა პეის კარებზეც და წვიმაშიც კარგათ ატარა თავისი ბოლიდი, ნუ უფასო პიტსტოპი ერგო და მაგან დაღუპა ნორისი, თუმცა ალბათ ნორისი მაინც ვერ გაიმარჯვებდა მაგ გონკაში, რახან მოგვიანებით მოცურდა, მოკლეთ ვესტაპენმა მოახერხა 17 ადგილიდან გამარჯვება მაინც, მეორეზე მოულოდნელათ ოკონი გავიდა, მესამეზე კი მაგის პარტნიორი ალპინში გასლი, ანუ ალპინმა ფაქტიურათ იმდენივე ქულა დააგროვა მაგ გონკაში რაც მანამდე ქონდა 22 გონკაში მოგროვილი ფაქტიურათ, რედ ბულმა ცოტა შეამცირა სხვაობა ფერარისთან კონსტრუქტორების ჩემპიონატში, ვესტაპენმა კი ფაქტიურათ გაინაღდა ჩემპიონობა მაგ მოგების შემდეგ, მიუხედავათ იმისა რომ სტარტი ისევ ჩააგდო ნორისმა მაინც რჩებოდა კარგი შანსები ვესტაპენზე წინ დაესრულებინა ეგ გონკა, მაგრამ ავარიის შემდეგ პეისკარმა ჩაუშალა გეგმები და ვეღარ გაუსწრო ხელმეორეთ ვესტაპენს, რომელსაც ალბათ ერთი პიტსტოპი კიდე ჭირდებოდა მაგ გონკაში

  • 3 weeks later...
Posted

ამ დღეებში F1-ის 22 და 23 ეტაპების ტრანსლიაციებს ვუყურე, ისევ IPTV/2160P 50fps სკაისპორტის ტრნასფერი დაიდო პოპოვი-ფაბრიჩნოვას კომენტარით, რომლებიც ეხლა რაც რუსეთში აღარ გადის F1-ი VK უბერავენ, ჯერ ლას ვეგასის კვალიფიკაციას ვუყურე, ეგეც და კატარის გონკაც ორივე ღამით ტარდება, თუმცა წელს მოულოდნელათ კატარშიც გრილოდა საკმაოთ, ნუ მაგ ქვეყნისთვის ეგეთი ტემპერატურა უკვე საკმაოთ ცოტათ ითვლება, პოლი რასელმა აიღო, მეორეზე კარლოს საინცი გავიდა, მესამე ადგილი კი პიერ გასლის ერგო ამჯერათ მოულოდნელათ, თვითონ გონკაში მოულოდენლათ მერსედესს ქონდა უპირატესობა, რაც ამ სეზონში იშვიათათ ხდებოდა აქამდე, პირველზე რასელი გავიდა, მეორეზე კი ჰემილტონი, მესამეზე კი საინცი, მაგ გონკის შემდეგ ოფიციალურათ გაინაღდა ამ წლის ჩემპიონობა ვესტაპენმა და უკვე ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა, წინა ვიკენდის სამი ტრანსლიაციაც ვნახე გუშინ და დღეს უკვე, გუშინ ჯერ სპრინტის კვალიფიკაციას ვუყურე, ნუ ეგ ევენტი ლანდო ნორისმა მოიგო, ბოლო გონკებში ისე მაკლარენი ისევ ბუქსდაობს და უფრო რედ ბულის მაგივრათ ფერარი და მერსედესი ყოჩაღობდა მაინც, მეორეზე რასელი გავიდა, მესამეზე კი პიასტრი, თვითონ სპრინტში რომელსაც უკვე დღეს ვუყურე პიასტრიმ გაიმარჯვა, ნუ მანდ ბოლო კრუგზე დაუთმო ნორისმა რომელმაც დაკარგა ყოველგვარი შანსები ჩემპიონობაზე პიასტრის პოზიცია, რახან წინა სპრინტში მაგან მოაგებინა უკვე როცა ჭირდებოდა ვესტაპენთან ქულების შემცირება, მესამე ადგილზე კი რასელი გავიდა, ვნახე ასნავნოი კვალიფიკაციაც დღეს, ისე ტეხავს 4K რომ ისევ აპსკეილშია კოკპიტების ვიდი და ძალიან აფუჭებს ეგ ჩვენებას, უცბათ ბანძდება ხოლმე დეტალიზაცია კრუპნი კადრებიდან რომ გადადიან ბოლიდების კამერებზე, როგორც ჩანს ტეხნიკურათ ან ძალიან რთულია ძვირიანი კამერების დაყენება ბოლიდებზე, ან ძალზე ძვირი ჯდება და არ უღირთ მანდ ძალაინ ძვირიანი აპარატურის ჩადგმა, შეიძლება რაღაცა სხვა ნუანსიც უშლიდეთ ხელს, არ მიძებნია დეტალები თუ რატომაა დღემდე დაბალ გაფართოვებაში კოკპიდიტან ტრანსლიაციები გაქანებულ 4k რომ უბერავენ უკვე სკაისპორტი იქნება თუ სხვა კანალები, კვალიფიკაცია მოულოდნელათ ვესტაპენმა მოიგო, მოულოდნელათ იმიტომ რომ მაგ გონშიკს მაგარი სპადი დაეწყო სეზონის მეორე ნახევარში და ბოლო პოლი ქონია ავსტრიაში აღებული წელს, მეორეზე რასელი გავიდა და მესამეზე ლანდო ნორისი ამჯერათ, ხვალე ვნახავ გონკასაც

Posted

სრულდება ეპოქა რომელიც ჰამილტონის და მერსედესის თანამშრომლობამ შექმნა.. ძნელად წარმოსადგენია სხვა გუნდში ისევე როგორც ლაპარდი ვერ წარმომედგინა ჩელსის იქეთ მაგრამ ასეთებიც ხდება.

 

Posted

ვუყურებ ისე საკმაოთ ბევრი ცვლილებებია და გადასვლა-გადმოსვლები შემდეგი სეზონიდან, მაგრამ უფრო სერიოზული ცვლილებები ბოლიდებში + ახალი კამანდა 2026 სეზონიდანო, მანდ აუდიც იქნებაო უკვე, თან მანდ საინტერესო კიდე ისაა რომ კატარს უყიდია აუდის F1 კამანდის აქციების  ნაწილი https://www.formula1.com/en/latest/article/qatar-investment-authority-acquire-substantial-minority-share-in-future-audi.5L8Q5liKiGYQ25XqP8BE7C

Posted

სხვათაშორის ვუყურებ და ნეტფლიქს საკმაოთ საინტერესო სპორტული ბიოგრაფიული დრამა გამოუშვია სენაზე, პირდაპირ Senna ქვია: https://www.imdb.com/title/tt13024830/ ბევრი დოკუმენტური ფილმებია ისე მაგ ლეგენდარულ პილოტზე გამოშვებული, თუმცა ეგ უკვე სერიალია, მე წიგნიც მაქვს ინგლისურ ენაზე ნაყიდი, მგონი კარგი 10+ ფუნტი დაჯდა ირლანდიაში რომ გამოვიდა პირველათ, აღწერილია მაგ წიგნში ეგ ყველაფერი და ფოტოებიც ბლომათაა, ეგ გონშიკი რომ გარდაიცვალა ისე მეწყინა რომ მაგის შემდეგ 10 წელზე მეტი საერთოდ აღარ მიყურებია F1 გონკებისთვის, თუმცა გადიოდა მაგის შემდეგაც რუსულ კანალზე f1-ი

Posted

ვნახე გუშინ კატარის გრანპრიც, IPTV/2160P 50fps-ში, ცოტა კი დამაგვიანდა ყურება, მაგრამ უკვე ისედაც სრულდება ეს სეზონი და მაგ დროისთვის თან ჩემპიონობა უკვე გადაწყდა, თუმცა გრძელდებოდა კონსტრუქტორების ჩემპიონატი, მოკლეთ ისევ ვესტაპენმა გაიმარჯვა მაგ გონკაშიც, მეორეზე ლეკლერი გავიდა, მესამე ადგილზე კი პიასტრი ამჯერათ, მანდ საკმაო უპირატესობა ქონდა გონკის მანძილზე ვესტაპენს, რახან არაერთი პეისკარი იყო მაგ გონკაში და მაინც ვერ ახერხებდენ ძალზე ახლოს მისვლას ვესტაპენთან, თუმცა 2-3 ადგილებში იყო რამდენიმე ცვლილება გონკის მანძილზე, ისე კონსტრუქტორების ჩემპიონატში შედარებით კომფორტული ატრივით ბოლო გონკამდე ლიდერობს მაკლარენი, 21 ქულა ეგ საკმაოთ სერიოზული ატრივია ფერარისთან რაც აქვს მაკლარენს, ალბათ ეგ გუნდი გაინაღდებს ბოლო გონკაში უკვე ჩემპიონობას, ნუ რედ ბულის შემთხვევაში ყველაფერი გაირკვა უკვე რამდენიმე გონკის წინ, როცა აშკარათ ჩააგდო სეზონი პერესმა და ვეღარაფერს აგროვებდა უკვე, კი ვესტაპენსაც მაგარი გაუჭირდა, თუმცა მაინც შეძლო ნორმა რეზულტატების ჩვენება ბევრ გონკებში, თუმცა გამარჯვებით უკვე იშვიათათ იმარჯვებდა ბოლო ორი გონკის გარდა რა თქმა უნდა, ისე ალბათ ალონსოს წყალობით წელს მეხუთეზე გავა ასტონ მარტინი, ფერარის სტარტი შეიძლება არ ქონია ცუდი, მაგრამ მერე ქონდა რამდენიმე ჩავარდა და მაგის გამო ვერ შეძლო პირველზე გასვლა წელს კონსტრუქტორების ჩემპიონატში, ნუ რამე სასწავლები თუ არ მოხდება ბოლო გონკაში მასეთი ატრივის გაქვითვა საკმაოთ რთული იქნება, დაჟე დიდი ალბათობით ორივე ბოლოდი რომ გამოვარდეს მაკლარენის მაშინაც არა აქვს ფერარის პირველი ადგილი გარანტირებული, რახან ლეკლერმა და საინცმაც ნორმალური რეზულტატი უნდა აჩვენონ 21 ქულიანი სხვაობის გასაქვითათ, ისე საუდის არაბეთის კვალიფიკაცია არ გადმომიწერია, ალბათ ხვალე ვუყურებ მაგას უკვე, თუმცა არ ვიცი შეიძლება 4K ვარიანტს დააგვიანდეს, ჯერ არ ჩანს, ისე მეორე ადგილისთვის ბრძოლა გრძელდება ჩემპიონატში, ნორისი 9 ქულით უსწრებს ლეკლერს, პიასტრი კი ალბათ შეინარჩუნებს მეოთხე პოციზიას, პერესი კარგი სტარტის ხარჯზე 8 ადგილზე მიდის ჯერაც კი თუმცა დიდი ატრივია 9 ადგილთან საკმაოთ, თუმცა ჰემილტონს კარგათ ჩამორჩა მექსიკელი, ისე სერჟანტი კი შეცვალა წელს კოლაპინტომ, მაგრამ მაგის გარდა მარტო ვალტერი ბოტასს არ ქონია ქულები წელს: https://www.formula1.com/en/results/2024/drivers რამდენჯერმე ახლოს იყო მაინც ეგ გონშიკი 10 ადგილთან მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხა ქულების მოგროვება, დანარჩენ გონშიკებს კი აქვს რაღაც ქულები მაინც მოგროვებული უკვე

Posted

დღეს F1-ის ამ წლის 23 ფინალური ეტაპის საუდის არაბეთის გრანპრის კვალიფიკაციას ვუყურე, ისევ IPTV/2160P 50fps ტრანსფერი გადმოვიწერე სკაისპორტის რუსული კომენტარით, მაგ გონკაში ლეკლერმა 10 ადგილიანი შტრაფი მიიღო და თან მეორე ეტაპზე არ ჩაუთვალეს დრო და ვეღარც გავიდა მესამეში, ამიტომ ბოლო ადგილიდან მოუწია გონკის დაწყება, პოლი ამჯერათ ნორისმა მოიპოვა, მეორეზე პიასტრი გავიდა, მესამე ადგილზე კი საინცი, გონკა ჯერ არ დადებულა 4K ტრანსფერში თუმცა ხვალე ვაპირებდი მაინც ბოლო გონკის ყურებას და ალბათ დადებენ მანამდე უკვე, ისე ბევრი პერეხოდები კია შემდეგ სეზონში, მაგრამ 2026 წლიდან მოხდებაო უფრო ბევრი ცვლილებები როგორც ბოლიდებში, ასევე ახალი კამანდაც დაემატება აუდის სახით მაგ დროისთვის, თუმცა ისე სრულდება ეს სეზონი რომ ალბათ საკმაოთ გაუჭირდება უკვე მეხუთე ჩემპიონობის მოპოვება ვესტაპენს რედ ბულის კამანდაში, აშკარათ ამოქაჩეს კონკურენტებმაც და მაგიტომ და ის უპირატესობა რედ ბულს აღარა აქვს რაც ქონდა ამ სეზონის პირველ ნახევარში, ისე ალბათ წავა პერესი მაგრამ ვინ მოვა მაგის მაგივრათ ჯერ არაა მგონი ცნობილი, ანუ შეიძლება რედ ბული გაძლიერდეს 

Posted

ვუყურე სადღაც ოთხშაბათისკენ მგონი F1-ის ამ სეზონის ბოლო გონკასაც საუდის არაბეთის გრანპრის, ისევ IPTV/2160P 50fps ტრანსფერში დაიდო, მანდ ფერარის მარტო ფორმალური შანსები რჩებოდა მაინც მაკლარენისთვის გაესწრო ბოლო გონკაში და პირველზე დაესრულებინა ეს სეზონი კონსტრუქტორების ჩემპიონატში, ძალზე საინტერესო გონკა არ გამოვიდა, პირველზე ლანდო ნორისი გავიდა, მეორეზე საინცი, მესამეზე კი ლეკლერი, ანუ ეგ დუბლი არ ეყო ფერარის და 14 ქულით აჯობა მაკლარენმა ამ წლის ჩემპიონატში, თუმცა ეგ არც ისეთი დიდი სხვაობაა მაინც, მესამეზე გავიდა ამჯერათ მარტო რედ ბული თუმცა საკმაოთ დიდი ჩამორჩენა ქონდა, ვნახოთ აბა შემდეგი სეზონი რამდენათ საინტერესო იქნება, ისე პერესმა ვაბშე ჩააგდო ეს სეზონი, აგერაა იტოგოვი ტაბლიცაც https://www.formula1.com/en/results/2024/drivers

  • 2 months later...
Posted

ესეც ამ წლის F1 სეზონის სრული კალენდარი: https://www.formula1.com/en/racing/2025 პირველ გონკამდე 1 თვეც აღარ რჩება, 16 მარტსაა ავსტრალიის გრანპრი უკვე, ვხედავ კამანდებში სულ მცირე 7 თუ 8 ცვლილებას პილოტებში https://www.skysports.com/f1/news/12433/13276608/f1-2025-grid-confirmed-drivers-and-team-line-ups-for-new-formula-1-season-with-lewis-hamilton-at-ferrari , სულ კი ამ სეზონში 6 ახალი გონშიკი გამოვა F1-ში https://www.skysports.com/f1/news/12433/13304728/f1-2025-rookies-introducing-andrea-kimi-antonelli-liam-lawson-oliver-bearman-gabriel-bortoleto-jack-doohan-isack-hadjar#:~:text=Analysis-,F1 2025 rookies%3A Introducing Andrea Kimi Antonelli%2C Liam Lawson%2C,Bortoleto%2C Jack Doohan%2C Isack Hadjar&text=Formula 1's new-look grid,to be an enthralling season. მაქედან მინიმუმ ორი გონშიკი გამოდიოდა პერიოდულათ წინა სეზონშიც მგონი, მაგრამ ეხლა უკვე ასნავნოი პილოტის როლებში იქნებიან, ვგულისხმობ Liam Lawson ახალი ზელანდიიდან და ბრიტანელ Oliver Bearman, დანარჩენი ოთხი  სულ პირველათ გამოვა F1-ის გონკებში

  • 4 weeks later...
Posted

გუშინ და დღეს ამ წლის პირველი გრანპრის კვალიფიკაცაის და გონკას ვუყურე, რომელიც ავსტრალიაში ჩატარდა წელს, ორივე ტრანსლიაცია 4K სკაის ტრანსფერში გადმოვწერე პაპოვი-ფაბრიჩნოვას კომენტარით https://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=6662442 ნუ ამჯერათ მცირე დაგვიანებით დაიდო საკმაოთ ორივე ტრანსლიაცია, კვალიფიკაცია მაკლარენის დუბლით დასრულდა, დაჟე ვესტაპენმაც ვერ შეძლო მაგათი გადასწრება, პირველზე ნორისი გავიდა და მინიმალური ჩამორჩენა ქონდა პიასტრის, მესამეზე კი ვესტაპენი გავიდა, თვითონ გონკაც საკმაოთ საინტერესოთ განვითარდა, რომელსაც უკვე დღეს ვუყურე, მოკლეთ მანდ წვიმაც იყო და რამდენიმე პეისკარიც გონკის დროს, ვესტაპენმა ჯერ გაუსწრო პიასტრის, მაგრამ მერე ისევ მეორეზე გაიჭრა ავსტრალიელი, მაგრამ მერე მეტისმეტი მოინდომა გონკის მეორე ნახევარში და რომ ეცადა ლანდოს გადასწრებას მოცურდა და კინაღამ ჩარჩა გაზონში, თუმცა მოახერხა გამოძრომა მაქედან და 9 ადგილზე მაინც დაასრულა გონკა, წვიმამაც დაეხმარა ცოტატი მაგაში, გონკა ნორისმა მოიგო, თუმცა ბოლო კრუგებზე 1 წამიც აღარ იყო უკვე ლანდოს უპირატესობა ვესტაპენთან, მესამე ადგილზე კი რასელი გავიდა ამჯერათ, გამოვყოფდი აგრეთვე ამ წლის დებიუტანტს ანდრეა კიმი ანტონელის, რომელიც მეოთხეზე გავიდა ეგეთ მძიმე გონკაში, მეორე გონკა უკვე ამ ვიკენდზე ტარდება ჩინეთში, სულ კი ამ სეზონში თუ რამე ისევ არ გადაიდო 24 გონკა უნდა ჩატარდეს

Posted

დაახლოებით 3 დღის უკან F1-ის მეორე ეტაპის სპრინტის კვალიფიაკაციას ვუყურე ჩინეთის გრანპრიზე, ყველა შეხვედრები ამჯერათ სკაისპორტის 2160P SDR მაღალბიტრეიტიან ტრანსფერში დაიდო, ნუ ფორმალურათ  ΙPTV/2160p/10bits/HLG მაგრამ HLG საპორტი თუ არ გააჩნია მონიკს უბერავს უპრობლემოთ 10 ბიტიან Rec 2020 ტრანსფერში საკმაოთ ნორმა დეტალიზაციიით მაინც, ყველა ტრანსლიაციებზე ისევ პაპოვი-ფაბრიჩნოვას კომენტარი იყო დამატებული, მაგის გარდა სეტანტას რუსული კომენტარიც ქონდათ დამატებული ისე, მოკლეთ წელს ვაკვირდები სტარტზე და ისეთი პირი უჩანს რომ მაკლარენის სერიოზული დომინაციით შეიძლება ჩატარდეს ეგ ჩემპიონატი, არა მარტო კონსტრუქტორების ჩემპიონატი თვითონ ჩემპიონატიც უნდა მოიგოს ერთ-ერთმა მაკლარენის პილოტმა, შანსები მაგისთვის ძალიან დიდია ამ ეტაპზე ჯერ, თუმცა მაკლარენმა წარმატებული პირველი გრაპპრის შემდეგ ისე დამაჯერებლათ ჩინეთის გრანპრი ვერ დაიწყო, მაგაში შეიძლება მცირე დრო იყო დამნაშავე გონკებს შორის და ვერ მოასწრეს კარგათ მომზადება შეიძლება და დრო არ ეყოთ ბანალურათ, ამიტომ სპრინტის კვალიფიკაციაში გაიმარჯვა ჰემილტონმა ფერარიზე, მეორეზე ვესტაპენი გავიდა, მესამე დრო კი უკვე პიასტრის ქონდა, რომელიც მთელი ვეკენდის მანძილზე აშკარათ უკეთესათ გამოიყურებოდა ვიდრე ლანდო ნორისი, ვუყურე გუშინ სპრინტსაც და ასნავნოი კვალიფიკაციას, მანდ დიდათ მინი გონკაში არაფერი შეცლილა კარდინალურათ, პირველზე უპრობლემოთ გავიდა ჰემილტონი, მეორეზე კი უკვე პიასტრი, ვესტაპენმა ვერ შეძლო მეორე ადგილის შენარჩუნება და მესამეზე დაასრულა სპრინტი, კვალიფიკაციაში უკვე მაკლარენი გამოიყურებოდა უფრო დამაჯერებლათ, თუმცა ნორისმა ისევ ვერ შეძლო პიასტრის გასწრება, პიასტრიმ აიღო პოლი, მეორეზე რასელი გავიდა უკვე, ნორისი კი მესამე ადგილზე, გონკაში უკვე, რომელსაც დღეს ვუყურე  აშკარა უპირატესობა ქონდათ მაკლარენის ბოლიდებს, უბრალოთ ნორისი მაინც კარგათ ჩამორჩა პიასტრის და ბოლოს უკვე რასელიც ეწეოდა მერსედესზე, თუმცა შეძლო მეორე ადგილის შენარჩუბა ნორისმა და მესამზე რასელი გავიდა, მაგ დუბლის შემდეგ კარგი ატრივი აქვს უკვე მაკლარენს კონსტრუქტორების ჩემპიონატში: https://www.formula1.com/en/results/2025/team მეორეზე სხვათაშორის მერსედესი მიდის, რომელმაც კარგათ დაიწყო ეს სეზონი და უფრო რასელის ხარჯზე ვიდრე მეორე ახალგაზრდა გონშიკის, ვესტაპენს კი მაგარი გაუჭირდება წელს ჩემპიონატის მოგება ალბათ, ფერარი ისევ ბუქსაობს და დაჟე ვილიამსთან ერთად არის ორი გონკის შემდეგ ჩემპიონატში ქულებით, ისე არ ყოფილა ძალზე საინტერესო გონკა სანახაობრივი თვალსაზრისით, ისე ლანდო ნორისი ლიდერობს ორი გონკის შემდეგ https://www.formula1.com/en/results/2025/drivers პიასტრი ჯერ მარტო 4 ადგილზეა და არა მგონია სულ ეგრე კარგათ გამოვიდეს როგორც ჩინეთის გონკაში მაინც, ვნახოთ ჯერ მაინც ორი გონკა ჩატარდა და შეიძლება სხვა ბოლიდებიაც გაძლიერდენ, შემდეგი წლიდან ისევ იცვლება კარდინალურათ წესები და ბოლიდებიც სხვანაირი ტიპის იქნება + აუდიც ჩაერთვება შემდეგი წლიდან უკვე გონკებში

  • 2 weeks later...
Posted

დღეს F1-ის მესამე ეტაპის იაპონიი გრანპრის კვალიფიკაციას ვუყურე Web-dl 1080P დაიდო ამჯერათ, 4K რელიზს რუსული კომენტარით დააგვიანდა ამჯერათ და ეგ ვარიანტი გადმოვწერე ისევ პოპოვი-ფაბრიჩნოვას კომენტარით, სხვათაშორის წელს მაგარი ბრძოლა მიდის სრაზუ რამდენიმე კამანდას შორის პირველობაზე, ამჯერათ ვესტაპენმა აიღო პოლი, ანუ ეგ მესამე პილოტია უკვე ვინც წელს პოლი მოიპოვა + ჰემილიტონმა აიღო სპრინტის პოლი კიდე, მეორეზე პიასტრი გავიდა,მეორეზე ნორისი გავიდა სულ პატარა ჩამორჩენით, მესამეზე კი პიასტრი, ანუ მაკლარენი ისევ კარგ ფორმაშია მაგ გონკაშიც, გონკა ჯერ არ გადმომიწერია, ხვალისთვის შეიძლება 4K ტრანსფერიც დაიდოს რუსული კომენტარით და მაგას დავუცდი ბარემ, პატარა ზომის ვებკის გადმოწერას ყოველთვის მოვასწრებ, ნახევარ საათზე მეტი არ ჭირდება მაგის გადმოწერას მგონი, ისე მაგ ტრასაზე ბალახია გამხმარი და ბევჯერ გაუჩნდა უკვე ცეცხლი ნაპერწკალი რომ ხვდება მანქანების, შეიძლება რამე ეგეთი თვითონ გონკაშიც დაფიქსირდეს, ან უკვე დაფიქსირდა რახან გონკაც ჩატარდა უკვე, უბრალოთ მე არ მიყურებია ჯერ, მაგის გამო ერთხელ კვალიფიკაცია შეაჩერეს რამდენიმე წუთით, სანამ ცეცხლს ჩააქრობდენ

Posted

დღეს იაპონიის გრანპრის ვუყურე, ამჯერათ ΙPTV/2160p 50fps ტრანსფერი დაიდო პოპოვი-ფაბრიჩნოვას კომენტარით, თან უფრო ბიუჯეტური ვარიანტი F1TV რატომღაც უფრო დაბალი ბიტრეიტით და ცუდი ფერებით, აშკარათ სკაისპორტის ვარიანტი ჯობდა მაგას, თვითონ გონკა არ გამოსულა ძალზე საინტერესო, მცირე ინტრიგა იყო და ცოტა აბგონები გონკის მანძილზე, გაიმარჯვა დიდი პრიკლუჩენიების გარეშე ვესტაპენმა, თუმცა დიდი ატრივის გარეშე, მეორეზე დარჩა ლანდო ნორისი, მესამე ადგილზე კი პიასტრი, ანუ მანდ არაფერი შეცვლილა დიდათ, პიტსტოპის დროს იყო მცირე დროით ადგილების გადაადგილება ლიდერებში და მერე ისევ თავის ადგილას დადგა ყველაფერი, ნუ სამი გონკის შემდეგ საკმაოთ სერიოზული ბრძოლა მიდის ჩემპიონობაზე წელს, ნორისი 1 ქულით უგებს ვესტაპენს https://www.formula1.com/en/results/2025/drivers პიასტრიც მესამეზეა სრულიათ დამსახურებულათ, თუმცა მაკლარენს დიდი უპირატესობა აქვს უკვე მერსედესთან კონსტრუქტორების ჩემპიონატში https://www.formula1.com/en/results/2025/team მეორე გონშიკი კი გამოცვალეს რედ ბულში, მაგრამ მაგითი დიდათ არ გაუმჯობესებულა ჯერ რეზულტატები, ცუნოდამაც ვერაფერი ვერ ქნა ჯერ, მემგონი პერესი სულ ტყვილა გაუშვეს, უბრალოთ ვესტაპენი აკეთებდა სასწავლებს და სხვას ყველას გაუჭირდებოდა რედბულით ძალზე მაღალი რეზულტატის ჩვენება უკვე წინა წლის მეორე ნახევარში მაინც, ფერარის კი წელსაც მაგარი უჭირს, მინიმუმ სტარტზე

Posted

დღეს F1-ის მეოთხე ეტაპის ბაჰრეინის გრანპრის კვალიფიკაცაის ვუყურე, ამჯერათ Web-dl 1080P ტრანსფერში დაიდო მარტო პოპოვი-ფაბრიჩნოვას კომენტარით, მაგ ღამის სესიაში პოლი მოიპოვა პიასტრიმ, რომელიც წელს კვალიფიკაციაშიც არ ჩამორჩება სეზონის სტარტზე დიდათ ლანდო ნორისს, თუმცა გონკებში ჯერ უკეთესათ მაინც ბრიტანელი გამოიყურება, მეორეზე ემჯერათ რასელი გავიდა, მესამე ადგილზე კი ცოტა მოულოდნელათ ლეკლერი, მაგ გონკაში შედარებით უფრო ადვილია აბგონები და შეიძლება შეიცვალოს თვითონ გონკაში სიტუაცია, ამიტომ უფრო საინტერესო გონკა გამოვიდეს შეიძლება

Posted

დღეს ბაჰრეინის გრანპრის ვუყურე Web-dl 1080P-ში რუსული კომენტარით, რახან ისევ დააგვიანდა რუტრაკერზე 4K ტრანსფერს რუსული აზვუჩკით და ინგლისურათ რაღაც მეზარება გონკების ყურება როცა 1992 წლიდან პოპოვის კომენტარით ვუყურებდი ხოლმე ყოველთვის ფორმულას, ნუ მანდ დამსახურებულათ გაიმარჯვა პიასტრიმ, საკმაოთ დიდი ატრივი ქონდა როგორც პეისკარამდე მეორე ადგილთან, ასევე პეის კარის შემდეგაც რომ დასრულდა გონკა უკვე, მეორეზე რასელი გავიდა, მესამეზე კი ნორისი ამჯერათ, რომელსაც არ ქონდა ისეთი კარგი კვალიფიკაცია და თავიდან გონკაშიც უჭირდა სამეულში მოხვედრა, ჯამში კი უზარმაზარი ატრივით ლიდერობს უკვე მაკლარენი წელს და პიასტრი მარტო 3 ქულით ჩამორჩება მაგ გონკის შემდეგ ლანდოს, მანდვეა ვესტაპენი და მეოთხეზე სტაბილურათ მოასპარეზე რასელი მიდის

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.