X-treme user Posted January 1, 2011 Posted January 1, 2011 ინფორმაციულ წყაროს თუ დავეყრდნობით, კომპანია Intel-ი გეგმავს LGA775 სოკეტის პროცესორების გაგრილების სისტემის განახლებას. მოდერნიზებული სისტემა მიიღებს რადიატორის ოდნავ განსხვავებულ ფორმას. ამ ცვლილების აზრი კარგად არის მოცემული ფოტოსურათზე. ძველი ვარიანტი განლაგებულია მარცხნივ, ხოლო ახალი - მარჯვნივ. მიუხედავად იმისა, რომ პროცესორის სახურავთან კონტაქტი (რადიატორები ნაჩვენებია ქვედა მხრიდან), როგორც ჩანს, შემცირდა, მწარმოებელი ირწმუნება, რომ გაგრილების სისტემის ეფექტურობა ამით არ გაუარესებულა. არ შეცვლილა ფენისა და მისი სამაგრის სახეც, რაც მეორე ილუსტრაციით მტკიცდება. ახალი გაგრილების მქონე Pentium, Celeron, Core 2 Duo და Core 2 Quad პროცესორების მიწოდება 13 იანვრიდან დაიწყება. TechConnect Magazine 2
მიშა Posted January 1, 2011 Posted January 1, 2011 ვნახოთ ვნახოთ, ალბათ ტესტებიც დაიდება. მართალია ბოქს ქულერს უმეტესობა ალმაცერად უყურებს, მაგრამ მაინც :)
ჯამბო Posted January 1, 2011 Posted January 1, 2011 რებრენდინგი? თუ რა აზრი აქვს ამას... ერთადერთი ალბათ ის რო ახალი ვარიანტი უფრო იაფი უჯდებათ
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now