გუგაეონ Posted January 18, 2013 Posted January 18, 2013 ნათლისღება - ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის. მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყ**თ ჩვენი უსჯულოება განბანა. ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს. განა ეს საკვირველია? – უბრალო მაგალითი მოვიშველიოთ: როცა ცეცხლი რკინის სიზრქეში შედის, ყველაფერი ცეცხლად იქცევა. ამ დროს ცივიც ცხელდება და შავიც ნათდება. თუკი ნივთიერი ცეცხლი რკინაში შეღწევისას ასე დაუბრკოლებლად მოქმედებს, რაღა გასაკვირია, რომ სულიწმიდა სულის სიღრმეში აღწევდეს? (კირილე იერუსალიმელი). ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ” ნათლისღებას გილოცავთ ყველა ქრისტიანს ! შეგეწიოთ მისი მადლი და ძალა :)
c.a.y.z.y Posted January 18, 2013 Posted January 18, 2013 gugaeon12 გაიხარე ასევე ყველას გილოცავთ მრავალს დაესწარით
Harmony Lines Posted January 19, 2013 Posted January 19, 2013 gugaeon12 დამასწარი ეხლა ვაპირებდი თემის გახსნას... გილოცავთ ყველას ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს, დაესწარით მრავალს...
f-22raptor Posted January 19, 2013 Posted January 19, 2013 ყველას გილოცავთ მეგობრებო ! მისი მადლი შეგეწიოთ და გფარავდეთ !
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.