Jump to content

გილოცავთ ნათლისღებას !


Recommended Posts

Posted

natlisgeba.jpg

ნათლისღება - ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.

მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა ეშმაკი და განწმედილი წყ**თ ჩვენი უსჯულოება განბანა.

ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს. განა ეს საკვირველია? – უბრალო მაგალითი მოვიშველიოთ: როცა ცეცხლი რკინის სიზრქეში შედის, ყველაფერი ცეცხლად იქცევა. ამ დროს ცივიც ცხელდება და შავიც ნათდება. თუკი ნივთიერი ცეცხლი რკინაში შეღწევისას ასე დაუბრკოლებლად მოქმედებს, რაღა გასაკვირია, რომ სულიწმიდა სულის სიღრმეში აღწევდეს? (კირილე იერუსალიმელი).

ამ დღეს ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად სამება – ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა : „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”

ნათლისღებას გილოცავთ ყველა ქრისტიანს ! შეგეწიოთ მისი მადლი და ძალა :)

:) :)

Posted

გაიხარე :) ასევე ყველას გილოცავთ

Posted

gugaeon12

გაიხარე :) ასევე ყველას გილოცავთ მრავალს დაესწარით

Posted

გილოცავთ , მრავალს დაესწარით :)

Posted

გილოცავთ!

Posted

ყველას გილოცავთ მრავალს დაეწარით

Posted

გილოცავთ ყველას!

Posted

გილოცავთ

Posted

გილოცავთ ყველას :)

Posted

gugaeon12 დამასწარი ეხლა ვაპირებდი თემის გახსნას...

გილოცავთ ყველას ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს, დაესწარით მრავალს...

Posted

ყველას გილოცავთ მეგობრებო ! მისი მადლი შეგეწიოთ და გფარავდეთ !

Posted

გაიხარეთ, გილოცავთ ყველას!

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.