Albert Einstein Posted December 10, 2012 Posted December 10, 2012 გამარჯობა ფორუმელებო HP LaserJet Pro M1132 Multifunction Printer (CE847A) ზემოთ დასახელებულ მრავალფუნქციურ პრინტერთან დაკავშირებით მაქვს პატარა პრობლემა. usb კაბელი არ მოყვებოდა საკუთარი და მაღაზიაში შაბათს როცა შევიძინე, 4.5მ usb კაბელიც ავიღე, რათქმაუნდა პრინტერისათვის რომელიც არის განკუთვნილი. დავაყენე დრაივერი, შევუერთე კომპიუტერს usb პორტში და დავიწყე შემოწმება ყველა ფუნქციის. ფურცელს დასაბეჭდად ვუშვებდი და დაახლოებით 10 წამი დასჭირდა ამობეჭდვა რომ დაეწყო, მოსულიყო ანუ პრინტერი მოქმედებაში. ასევე Start >>> Devices and Printers განყოფილებაში პრინტერზე არსებული მწვანე "პტიჩკის" გამოსახულება დასაბეჭდად როცა ვუშვებდი დოკუმენტს იცვლებოდა ყვითელ ძახილისნიშნიან გამოსახულებაში. დაახლოებით 10 წამში კი მწვანდებოდა კვლავ და იწყებდა ამობეჭდვას. შემდეგ დოკუმენტის დასკანერება მსურდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. დასკანირებას როცა ვაძლევდი მიგდებდა ფანჯარას და შიგნით წარწერით Busy და მწვანედ შესავსებ ჩასატვირთ ველში თითქოს იწყებდა სკანირებას და შემდეგ ჩერდებოდა. სკანერს როცა ვხსნიდი, ფურცლის ნახევრამდეც კი არ იყო მისული ნათურა, ანუ ჩერდებოდა. დრაივერები საიტიდანაც ჩამოვტვირთე, დისკზე არსებულიც დავაყენე მაგრამ არაფერი ეშველა. ოპერაციული სისტემა Windows 7 Ultimate x32 არის დაყენებული კომპიუტერზე და მრავალფუნქციურმა პრინტერმა უპრობლემოდ უნდა იმუშაოს. მე ვფიქრობ ეს პრობლემა გამოწვეულია usb კაბელის გამო. 4.5მ სიგრძის კაბელი შეიძლება არ იყოს რეკომენდირებული და სიგნალს ვერ აწვდიდეს ნორმალურად და დროულად. HP საიტზე გუშინ წავაწყდი სკანერთან დაკავშირებით, რომ რეკომენდირებულია usb კაბელის სიგრძე 2მ არ აღემატებოდეს და იყოს მაღალსიჩქარიანი. ვინც გარკვეულია და შეუძლია დამეხმაროს, მითხარით რა გავაკეთო და როგორ გამოვასწორო ეს პრობლემა. :sleep:
Albert Einstein Posted December 10, 2012 Author Posted December 10, 2012 თავისი არ მოყვა ? თავის არ მოყვება ამ მოდელს კონკრეტულად.
Albert Einstein Posted December 13, 2012 Author Posted December 13, 2012 usb კაბელის გამო იყო ეს პრობლემა, 1.8მ usb კაბელზე მუშაობს ყველა ფუნქცია მშვენივრად. მოდერს ვთხოვ დახუროს თემა.
Recommended Posts