Popular Post Andgula Posted November 9, 2012 Popular Post Posted November 9, 2012 კომპანია Scythe-მა გამოაცხადა რომ არანაკლებ ორი კვირის შემდეგ, 21 ნოემბერს დაიწყებს ნახევრად მოდულარული კვების ბლოკის გაყიდვას Chouriki 2 1600W (SPCR2-1600P). პროდუქტის სავარაუდო ფასი შეადგენს 340 აშშ დოლარს კვების ბლოკი არის არასტანდარტული ზომების (150x240x86 მმ), აკმაყოფილებს ATX12V v2.3 და EPS12V სტანდარტებს, მინიჭებული აქვს 80 Plus Silver სერტიფიკატი და თან ახლავს 5-წლიანი გარანტია. 1600 ვატიანი Chouriki 2-ის დატვირთვა +12 ვოლტზე არ აღემატება 130 A-ს (1560 W), კვების ბლოკს კომპლექტში მოყვება ათობით კაბელი მათშორის ერთი EPS12V (4 +4)-pin, ერთი EPS12V 8-pin, თექვსმეტი PCI-E Power (6 +2)-pin და ჩვიდმეტი SATA Power. კვების ბლოკის გაგრილებაზე ზრუნავს 135 მმ-იანი ფენი რომელიც მუშაობს 680-1600 ბრ/წთ სიჩქარით და მისი ხმაურის დონე არ აღემატება 28,2 დეციბელს. Chouriki 2-ში გამოყენებულია იაპონური წარმოების კონდესატორები რომელთა მაქსიმალური ტემპერატურა არის 105 °C, ასევე გააჩნია Active PFC, და დაცვის სისტემები როგორიცაა over-current, over-and under-voltage, over-power და short-circuit. 10 Quote
xosito Posted November 9, 2012 Posted November 9, 2012 საღოლ ბრენდი 130ამპერი რა ღორობაა თან რამსიგრძე მახინაა :) Quote
david_888 Posted November 9, 2012 Posted November 9, 2012 ეგ ჩვეულევრი მოკვდავებისთვის არაა ამას გავს ძაან http://coolmaxusa.com/productDetailsPower.asp?item=ZPS-1600B&details=features&subcategory=140mm&category=80plus Quote
kloud Posted November 10, 2012 Posted November 10, 2012 ამდენი PCI და SATA კაბელი რათ უდნა არ ჯობია აუცილებელი რაცაა ეგ მარტო გამოაყოფლონ და ფასი დაუგდონ 30-40$ით Quote
სოსო Posted November 11, 2012 Posted November 11, 2012 16 PCI-e მართლა ნამეტანია ჰა სიტყვაზე ასეთი რამე გვაქვს ეგ მაქსიმუმ 12-ა :D Quote
მათე Posted November 11, 2012 Posted November 11, 2012 ცალკეული ნაწილების ენერგომოხმარება მცირდება და ესენი კიდე კილოვატნახევრიან კვებებს უშვებენ. 3 Quote
სოსო Posted November 13, 2012 Posted November 13, 2012 გეთანხმები მე მგონი ჯობია ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდისკენ წავიდნენ და არა სიმძლავრის გაზრდისკენ თუმცა შესაძლოა platinum სტანდარტი ზღვარია როგორც ვიცი თეორიულად 95-96%-ის ზევით ვერ წავლენ ეფექტურობაში Quote
fashisti Posted November 13, 2012 Posted November 13, 2012 მაგალითად რამე 2x3960 და 4x7970 რომ ჩართოს კაცმა ალბათ ასეთი კვება არ ეყოფა Quote
fashisti Posted November 15, 2012 Posted November 15, 2012 კაი ხო 7970 ცოტა დენს მოიხმარს დავუშვათ და 480 ჩასვი მერე? :D Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.