Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Intel-მა გამოუშვა ახალი ფლაგმანი თავისი პროცესორების რიგში Intel Core i7-3970X EE, იგი LGA2011 სოკეტზე გამოდის და 32 ნანომეტრული ტექნოლოგიით არის დამზადებული Sandy Bridge-E არქიტექტურაზე, როგორც მისი წინამორბედი და ექნება 6 ბირთვი და 12 ნაკადი, 256KB მეორე დონის ქეში ყოველ ბირთვზე და 15MB მესამე დონის ქეშ მეხსიერება, მეხსიერების ოთხარხიანი კონტროლერი DDR3 ტიპის (128GB ოპერატიულის მხარდაჭერით) და 40 PCI Express არხი.

110187-core-i7-3960x-1.jpg

ტაქტური სიხშირე Core i7-3970X EE პროცესორისთვის იქნება 3.5 GHz, ხოლო ტურბო რეჟიმში მისი მაქსიმალური სიხშირე იქნება 4.0 GHz და TDP 150 ვატი. ფაქტიურად ამ პროცესორმა მოხსნა AMD Phenom-ის რეკორდი TDP 140 ვატი.

110187-core-i7-3960x-2.jpg

კომპანიის ფლაგმანი უკვე გამოჩნდა გაყიდვაშე სინგაპურში 1168 დოლარად. თუმცა რეკომენდებული ფასი როგორც ყოველთვის ინტელის ტოპ პროცესორებისთვის 999 დოლარია ხოლმე. პროცესორი იყიდება BOX ქულერის გარეშე და ყუთი შეფერილია შავი ფერით რაც გვახსენებს რომ ეს პროცესორი Extreme ვერსიაა.

110187-core-i7-3960x-3.jpg

  • Upvote 9
Posted

amazon-ზე რამდენ ხანში დაიდება ნეტა, ვინმემ ხო არ იცით?

Posted

მოკლედ მიფრინავს და მიფრინავს ინტელი წინ, 128GB ოპერატიულზე ავიდნენ, რა ამბავია, 128GB-იანი SSD-ები იყიდება და ოპერატიული რომ გექნება მაგდენი, ნუ არც გამკვირვებია ამხელა დენს რომ მოიხმარს, 150 ვატი კი დაჭირდება ასეთ პროცესორს, ტურბოც 4.0 მომეწონა, ანუ ფაქტიურად ისე აკეტებენ, რომ ვინც არ იცის აჩქარება, პროსტა ჩაურთო ტურბო და ეგაა რა 4.0 მშვენიერი სიხშირეა ტურბოსთვის, მომეწონა კარგია, მადლობ სოსო ინფოსთვის. :)

Posted

რა საყვარელია :D როგორც იქნა ავიდნენ 4 GHz ზე ტურბო რეჟიმით

Posted

ჰოლი შით!!!!

Posted

ნიჩევო პროცესორია

  • Upvote 2
Posted

დიდი არაფერია

იგივე 3960-ია ერთით მეტი მამრავლით

Posted

დიდი არაფერია

იგივე 3960-ია ერთით მეტი მამრავლით

და ალბად რაზგონის შედარებით კარგი პოტენციალით :)

2600კ-2700კ -ს პონტში

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.