Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც კომპანია Nintendo-მ განაცხადა მათ გაყიდეს რიგით მე-30მილიონე Wii სათამაშო კონსოლი ამერიკაში. ამ რიცხვს კომპანიამ 4 წელიწადში, უფრო სწორად 45 თვეში მიაღწია. Nintendo-ს განცხადებით Wii კონსოლის წარმატების მიზეზი ინვაციური მოძრაობაზე მგრძნობიარე კონტროლერი და გამოუცდელ მომხმარებელზე აქცენტის გაკეთება იქცა.

1d672a366f63.jpg

"Wii გათვლილია ყველაზე ფართო აუდიტორიისთვის ვიდრე ნებისმიერი სხვა ვიდეო თამაშების სისტემა ისტორიაში. ეს მიღწევა შეგვახსენებს რომ ხალხს უყვარს სიამოვნების მიღება მეგობრებთან ერთად თამაშისგან - და თან მისაღებ ფასად." აცხადებს კომპანიის გაყიდვების ვიცე პრეზიდენტი ა.შ.შ.-ში.

9f954febad82.jpg

გარდა იმისა რომ კონსოლი გათვლილია გამოუცდელ მოთამაშეებზე, Wii კონსოლი ბევრად იაფია ვიდრე Microsoft-ის Xbox 360 ან Sony-ს Playstation 3. შედეგად სისტემამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და გახდა ყველაზე სწრაფად გაყიდვადი კონსოლი.

f9c2e0e6fa07.jpg

კონსოლი ამჟამად გამოდის ორ ფერში, თეთრი და შავი, ხოლო ფასი შეადგენს 199.99 დოლარს. გარდა ამისა კონსოლს მოყვება ორი თამაში Wii Sports და Wii Sports Resort. ასევე Wii Remote და Nunchuk კონტროლერები და Wii MotionPlus აქსესუარები, რაც ანიჭებს კონსოლს დამატებით სიზუსტეს სპეციალურად გათვლილ თამაშებში.

ნიუსის ავტორი - სოსო

  • Upvote 1
  • 11 months later...
Posted

აუფ რა ფული გაუკეთებიათ...

საზღვარგარეთ თურმე პიესპიებს ყიდიან 20 დოლარად და 5 დოლარად. და გადასაყრელ ფასად როგორც აქ ტეტრისია :D და ნინტედო იყიდება ისე როგორც ჩვენთან პიესპი..

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.