Danger77 Posted August 5, 2012 Posted August 5, 2012 მარსმავალი ”Curiosity” მარსზე 6 აგვისტოს დაეშვება,დაშვებამდე დარჩა 10 საათი გეგმის მიხედვით, აპარატი მარსამდე გასავლელ გზას, თუ ყველაფერი კარგად იქნება, 9 თვეში დაფარავს - 2012 წლის აგვისტოში MSL-ი გეილის კრატერში დაეშვება. აღსანიშნავია, რომ აპარატის სიმძიმის გამო საჭირო შეიქმნა სპეციალური დასაშვები სისტემის გაკეთება - EDL. საქმე იმაშია, რომ, ერთის მხრივ, მარსის ატმოსფერო ძალიან გაიშვიათებულია, ასეთი აპარატის პარაშუტით დასაშვებად(სიმძიმის გამო გამოირიცხა გასაბერი ამორტიზატორის გამოყენებაც). მეორეს მხრივ, ატმოსფეროს სიმკვრივე ისეთია, რომ მარტო სამუხრუჭე ძრავების გამოყენებაც არ გამოდგება, წარმოქმნილი ხახუნი აპარატის გაწონასწორებული დაშვების გარანტიას ვერ იძლევა. ყოველივე ამის გამო დაშვება რამდენიმე ეტაპად მოხდება. ჯერ კაფსულა აპარატთან ერთად შედის ატმოსფეროში, სადაც ხახუნით მუხრუჭდება. ამის მერე პარაშუტი იხსნება, შემდეგ გაიტყორცნება სითბური ფარი. უკვე ამ ეტაპზე მარსმავალი მუშა მდგომარეობაში გადავა. ხახუნისგან დამცავ ფარში ინტეგრირებულია სისტემა MEDLI, რომლის მიზანია შეაგროვოს ინფორმაცია კაფსულას გარშემო არსებული ტემპერატურისა და წნევის შესახებ. ეს მონაცემები ინჟინრებს შემდგომი მისიების პროექტირებაში დაეხმარებათ. ბოლო ეტაპზე ჩაირთვება სისტემა, რომელსაც “საჰაერო ამწე” შეაქრვეს - ეს არის ძრავებით აღჭურვილი პლათფორმა, რომლის ქვემოდანაც თვითონ აპარატია მიმაგრებული. პლათფორმა რეაქტიული ძრავების საშუალებით ჰაერში დაეკიდება, მარსმავალი კი მეტალის გვარლებით პლანეტის ზედაპირზე დაეშვება. სულ ბოლოს კი გვარლებიც და პლათფორმაც მოშორებით გაიტყორცნება. ასეთი სირთულის მანევრი ნასას ჯერ არასოდეს ჩაუტარებია. წყარო: astronet.ge http://astronet.ge/მ...-02-05-13-33-33 countdown v1 countdown v2
Danger77 Posted August 5, 2012 Author Posted August 5, 2012 ხვალ საქართველოს დროით დილის 10 საათზე დაეშვება,ვნახოთ,იქნებ ლივე სტრიმიც გააკეთონ..ლივე სტრიმიც ვიპოვე http://www.nasa.gov/externalflash/mars/curiosity_social.html
Danger77 Posted August 6, 2012 Author Posted August 6, 2012 http://www.nasa.gov/externalflash/mars/curiosity_social.html აქ ლივეა,მაგრამ გადახვევის ფუნქციაც აქვს
MaKaRoV Posted August 7, 2012 Posted August 7, 2012 რა ქნა დაჯდა? gavartyi marss, windows 8 დროზე gamovides sruli.
gajaviki Posted August 7, 2012 Posted August 7, 2012 დაწერეთ რა, დაჯდა? არ დაჯდა? გადაიღო სურათები, ვიდეო? პორნო? აი ნასას გვერდიდან ამოვიღე, პირველი ფერადი ფოტო მარსიდან, რა ამგარია ეს კი შავ-თეთრი
ray_ban Posted August 7, 2012 Posted August 7, 2012 დაწერეთ რა, დაჯდა? არ დაჯდა? გადაიღო სურათები, ვიდეო? პორნო? დაჯდა...პორნოც იყო და ეროტიკაც მარსიანცების: კაროჩე მაგ აპარატით გაგება უნდა იყო თუ არა მარსზე ოდესმე სიცოცხლე?! თვითონ აპარატის წონა 900კგ არისო როგორც ვუსმინე:)
Danger77 Posted August 7, 2012 Author Posted August 7, 2012 ხო 2 მეტრის სიღმეზე გათხრის და ქანებს ანალიზს გაუკეთებს,ბაქტერიების პოვნაა მთლიანი მისიანასამ განაცხადა რომ დახლოებით 2030 წელს უკვე ასტრონავტებს გაუშვებს მარსსზე. თამამი განცხადებაა ვნახოთ აბა...
Name Posted August 7, 2012 Posted August 7, 2012 ბაქტერიები მარსზე, ორი მეტრის სიღრმეზე? იპოვიან ამ მხრივ ინტერესი მქონდა ძალიან დიდი, მაგრამ ახლა უკვე ფაქტიურად უაზროდ ფულის ხარჯვა მგონია. თუ ასე უშვებენ ალბათ რამე სერიოზულის პოვნას ვარაუდობენ და გამოსადეგის, + რეკლამები და მთელი ამბავი, ფულსაც აკეთებენ ცოტა ალბათ. ჯობია მედიცინაში დახარჯონ და განავითარონ. ახლა იმ დონეზე მაინც არ არის ეგ სფერო, რომ დიდი აღმოჩენები გააკეთოს, ის კეპლერიც გაბუქებულია, გავს დედამიწას, მაგრამ დაზუსტებით ვერ იტყვიან, რომ სიციცხლე არსებობს იქ, უბრალოდ ვიზუალური მსგავსებით ხშირად მცდარი დასკვნებიც დაუდიათ.
Name Posted August 7, 2012 Posted August 7, 2012 სანამ კეპლერზე რამე ჩააღწევს, ალბათ აღარ ვიქნებით მერე დაგეგმვა, აწყობა მგონი ვერ მოვესწრები იმ დროს კინოებში, რომ ვუყურებთ. ლაზერულ ხმლებით და თოფებით ვერ ვითამაშებ :cry:
Name Posted August 7, 2012 Posted August 7, 2012 ბაბოჩკა დანებე უფრო მეუასებოდა, ტრუალიც ვიცი მაგენის :ჩ
ELITE Posted August 7, 2012 Posted August 7, 2012 რა ქნა დაჯდა? gavartyi marss, windows 8 დროზე gamovides sruli. აი კაცი თუნდაც თუ მართლა ჩავიდნენ მარსზე მაინც დამალავენ ყველაფერს და დაგვანახებენ იმას რაც აწყობთ,გაიკეთონ ერთ ადგილას ეს შავ თეთრი ფოტოები აბა ფერადი ფოტოები დაგვანახონ.
Name Posted August 7, 2012 Posted August 7, 2012 რა უნდა იპოვონ მტვრის და ქვების გარდა :/ არამგონია, ისეთი რამ იპოვონ რაც სიცოცხლის არსებობას დაადასტურებს მარსზე, ან ოდესმე რომ ყოფილიყო.
პირატა Posted August 8, 2012 Posted August 8, 2012 მნიშვნელობა როგორ არ აქვს კაცო, რო იპოვონ მტკიცებულება, რომელიც ასაბუთებს რომ ერთ დროს იყო სიცოცხლე მარსზე, ეს ფაქტი გაზრდის იმის ალბათობას, რომ დედამიწის გარდა შიძლება სხვაგანაც იყოს სიცოცხლე კიდე პარალელურად. მარა მე პირადად ისედაც მჯერა მარტო რო არ ვიქნებით ამ უსასრულო გალაკტიკაში :)
შაკო Posted August 9, 2012 Posted August 9, 2012 რა უნდა იპოვონ მტვრის და ქვების გარდა :/ არამგონია, ისეთი რამ იპოვონ რაც სიცოცხლის არსებობას დაადასტურებს მარსზე, ან ოდესმე რომ ყოფილიყო. შენ ისე ლაპარაკობ რო , გეგონება ნამყოფი არისო დააცადე რა აიხდინეს ბავშვობის ოცნება და გაერთონ იქნებ რამესაც წააწყდნენ :"D
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.