Popular Post NEIRON Posted July 31, 2012 Popular Post Posted July 31, 2012 გაგიმარჯოთ ფორუმელებო! ზოგ თქვენგანს,მათ შორის მეც მქონდა მსგავსი პრობლემა გაკაწრული მობის მონიტორზე. არის რამდენიმე მეთოდი მისი მარტივად ,სახლში პოლირებისთვის გაცილებით მარტივად ხდება პოლირება "პლასმასის" მონიტორის საფარიან მობილურებზე ,რადგან ადვილად ექვემდებარება გაკაწვრას. პოლირებისთვის საჭიროა კბილის პასტა(აბრაზიული თვისებების მქონე,სამკურნალო არ წავა) ან მასზე უკეთესია ე.წ. "ზელიონკა" (პასტა "გოი"),რასაც ოქრომჭედლები იყენებენ მეტალის პოლირებისთვის. პოლირების ტექნიკა მსგავსია როგორც კბილის პასტით,ასევე "ზელიონკით" პოლირებისას. ზელიონკა გამოიყურება ასე: ზელიონკა უნდა წავუსვათ ბამბის ნაჭერს,უკეთესია შალის ნაჭერი,მაგრამ ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გაპრიალებისას არ ვიყენებთ არანაირ დამხმარე ხელსაწყოს,თუნდაც ბორმანქანას,რადგან მაღალი ბრუნი აქვს და დაწვავთ პლასმასს,დაბალ ბრუნზეც კი სარისკოა ეს საქმე,რადგან პოლირების ქვა ტოვებს ჩანაჭდევებს(საერთოდ არ დააპოლიროთ ასე,უარესს იზამთ). მობილურს თუ აქვს საღებავით დაფარული კიდეები,როგორც ჩემსას,ვაკრავთ ქაღლდის სკოჩს საღებავის კიდეებზე,რომ არ გაცვდეს პოლირებისას. ნაჭერს ვდებთ სწორ ადგილზე,ვაფიქსირებთ,გამზადებულ მობილურის მონიტორს კი ვუსმევთ ზელიონკის წასმული ზოლის გასწვრივ. გაპრიალებისას არაა საჭირო ფანატიზმი და სწრაფად საქმის ჩამთავრება,თანაბრად ვაწვებით და ასე 1 სრულ მოძრაობას ვუთმობთ 1 წამს,მთვარია პლასმასა არ გადახურდეს,რასაც სწრაფი გამგელებული პოლირებით არ ავცდებით . ასე 10 წუთში ვიღებთ ასეთ ზედაპირს: დროის კიდევ დათმობისას შეიძლება ახალივით მონიტორი მივიღოთ(მე შემომეკიდა მეტი ჩალიჩი ),ჩემსაზე ნოკიას წარწერას დააკვირდით როგორ ჩანდა,ახლა უკეთაა. პოლირებამდე: პ.ს: ღრმა ნაკაწრების გამოყვანა ასე საწვალებლად არ ღირს და სჯობს გამოცვალოთ სულ ეს არის მთელი პოლირების ანოტაცია,თუ კითხვა გაქვთ,მკითხეთ,Shevezდები დაგეხმაროთ. 17 Quote
anzori88 Posted August 1, 2012 Posted August 1, 2012 სპს კაი ინფოა. გამოვიყენებ ალბათ ჩემ მობილზე და ვნახავ შედეგს. ზელიონკაც მაქვს მგონი :) Quote
kashmir Posted August 1, 2012 Posted August 1, 2012 მეც მაქვს ეგ ქვა, მეტალსაც მაგრად აპრიალებს =) http://ru.wikipedia.org/wiki/Паста_ГОИ ქულერის ძირის გასაპრიალებლადაც მშვენიერი საშუალებაა 1 Quote
xosito Posted August 1, 2012 Posted August 1, 2012 მადლობა ნიკოლოზ მაგრამ ჩემი ტელეფონის ეკრანს აღარაფერი ეშველება corsair A70-ს ზედაპირი მაგით გადავაპრიალე Quote
NEIRON Posted August 1, 2012 Author Posted August 1, 2012 მადლობა ნიკოლოზ მაგრამ ჩემი ტელეფონის ეკრანს აღარაფერი ეშველება corsair A70-ს ზედაპირი მაგით გადავაპრიალე გურამ,მშვენივრად გამოიყურება,თმას დაივარცხნის კაცი :D 1 Quote
Razer Posted August 1, 2012 Posted August 1, 2012 ქულერის ძირი ნულავოი შკურკაზეც მაგრად პრიალდება Quote
kashmir Posted August 1, 2012 Posted August 1, 2012 ნულევოი შკურკის მერე არის ეს, უფრო "თხელია" =) ვაბშე სარკესავით ხდის, ცპუ_ს პოლირებასაც ვაპირებდი თავის დროზე, მერე დავიკიდე, მაინც მაქს 50-55 გრადუსზეა ამ გაგანია ზაფხულში და არ მკიდია? )) 2 Quote
Razer Posted August 1, 2012 Posted August 1, 2012 10 იანზე რა მაგრა გაპრიალდება პროცი აზრზე ხარ? :s Quote
NEIRON Posted August 1, 2012 Author Posted August 1, 2012 ეს მარტო პლასტმასსზე მიდის ხო ? rkinaz polirdeba amiT beqa Quote
ბექა Posted August 1, 2012 Posted August 1, 2012 rkinaz polirdeba amiT beqa რკინა არა ცოტა სხვა ტიპის ეკრანი მაგალითად გორილა რომ დავაპოლირო :D Quote
NEIRON Posted August 1, 2012 Author Posted August 1, 2012 რკინა არა ცოტა სხვა ტიპის ეკრანი მაგალითად გორილა რომ დავაპოლირო მიფოტკე თორემ ვერ მიგიხვდი ,რა გორილა,რა შიმპანზე :ugly_confused2: Quote
NEIRON Posted August 1, 2012 Author Posted August 1, 2012 გორილა გლასის ეკრანი ver gamova Tu გაკაწრულია ღრმად,ძლიან შრომატევადია და ზელიონკა არ ეყოფა. Quote
ბექა Posted August 1, 2012 Posted August 1, 2012 ver gamova Tu გაკაწრულია ღრმად,ძლიან შრომატევადია და ზელიონკა არ ეყოფა. ჩემ მობს აქვს 2 გან მზეზე ვხედავ მარტო და 1 იქნება ასე 3-4 მილიმეტრი სიგრძის და მეორე 7მდე მარტო იმ ადგილში უნდა პოლირება თუ საერთოდ მთლიანად ? Quote
NEIRON Posted August 1, 2012 Author Posted August 1, 2012 ჩემ მობს აქვს 2 გან მზეზე ვხედავ მარტო და 1 იქნება ასე 3-4 მილიმეტრი სიგრძის და მეორე 7მდე მარტო იმ ადგილში უნდა პოლირება თუ საერთოდ მთლიანად ? მარტო იმ ადგილას პოლირებისას მინუსია ზედაპირის ჩზნექვა და დამახინჯება გამოსახულების,მითუმეტეს თუ მზეზე ჩანს მარტო,დაიკიდო ჯობს. Quote
ბექა Posted August 1, 2012 Posted August 1, 2012 მარტო იმ ადგილას პოლირებისას მინუსია ზედაპირის ჩზნექვა და დამახინჯება გამოსახულების,მითუმეტეს თუ მზეზე ჩანს მარტო,დაიკიდო ჯობს. ოკ გასაგებია :D Quote
გუგაეონ Posted February 17, 2013 Posted February 17, 2013 მალადეც ნეირონ ! ძალიან ბევრს გამოადგება ეს მათ შორის მეც :) Quote
გუგაეონ Posted February 28, 2013 Posted February 28, 2013 გუშინ გავუკეთე ჩემ ძმაკაცს მაგრად დაევასა კარგი რამეა აქ როარგამექო ეხლაც არმეცოდინებოდა Quote
david_888 Posted November 30, 2025 Posted November 30, 2025 ხო არ გეგულებათ ვინმეს სად იყიდება ეს პასტა? Quote
Gamer-4ever Posted December 1, 2025 Posted December 1, 2025 19 hours ago, david_888 said: ხო არ გეგულებათ ვინმეს სად იყიდება ეს პასტა? თემუზე არი ბლომათ აქ. ბმულზე არ გადადის , მოსაძებნში ჩაწერ და გამოგიტანს Phone Screen Scratch Repair Cream Quote
david_888 Posted December 1, 2025 Posted December 1, 2025 20 minutes ago, Gamer-4ever said: თემუზე არი ბლომათ აქ. ბმულზე არ გადადის , მოსაძებნში ჩაწერ და გამოგიტანს Phone Screen Scratch Repair Cream ეგ არა გოი მინდა Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.