Jump to content

Recommended Posts

Posted

Google-ს უნდა, რომ ხალხმა ის ახალი სახით დაინახოს, ის ახლა მობილურების მწარმოებელი კომპანიაა. ხუთშაბათს გამოქვეყნებული ფინანსური მდგომარეობა მეტყველებს იმაზე, რომ ის ძლიერად დგას და წინ მიიწევს.

Google-ის მთავარი შემოსავლების წყარო, რეკლამა, არაა იმდენად მომგებიანი მობილურებზე რამდენადაც კომპიუტერებზე. 16 %-ით დაიწია "კლიკების" რაოდენობამ Google-ზე და ასევე Motorola Mobility, რომელიც ამჟამად Google-ს ეკუთვნის, კარგავს ფულს.

მისი შემოსავალი, თუ არ ჩავთვლის Motorola-ს გახლავთ $8.36 მილიარდი, ცოტათი ნაკლები( $8.41 მილიარდი) რასაც ანალიტიკოსები ვარაუდობნენ, მაგრამ 21 %-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ჯამში 2 ვე ბიზნესის ჩათვლით, მან 11%-ით აიწია და აქციები კი 2%-ით გაიზარდა რამოდენიმე საათის ვაჭრობის განმავლობაში.

Google, Apple, Microsoft და Amazon , ყველა ეს გიგანტი კომპანიები გახლავთ მობილურის მწარმოებლებიც და მათი მთავარი მიზანია დაამარცხონ ერთმანეთი ბაზარზე.

როგორც ვიცით, ივნისში Google-მა გამოუშვა Nexus 7, თხელი, 7 ინჩის ზომის ტაბლეტი რომელიც კონკურენციას გაუწევს iPad, the Kindle და Surface -ს . ასევე მან წარადგინა Nexus Q, რომელიც გამოიყენება სახლის პირობებში, ინტერნეტთან დაკავშირებული Google Glasses, რომელიც არის აღჭურვილი უახლესი Android-ის სისტემით სახელწოდებით "Jelly Bean". მიზანი გახლავთ მხოლოდ ერთი, მეტი მომხმარებელი რათა გამოიყენონ Google-ის მთლიანი შესაძლებლობები.

ინტერნეტ ანალიტიკოსმა Stifel Nicolaus-მ განაცხადა, რომ თუ ხალხი ჩაერთვება Apple-ის ეკოსისტემაში, მაშინ ძნელი იქნება Google-ისთვის მათი გადმობირება ანდროიდის მეშვეობით.

Google-ი არის მუდმივი ყურადღების ცენტრში ანალიტიკოსებისთვის. ისინი აკვირდებიან იმ ფაქტს შეძლებს თუ არა "იშოვოს" იმდენი ფული მობილურებზე , რამდენსაც ის კომპიუტერებზე შოულობს.

Google-ი დომინირებს მობილურის რეკლამირებით 95 %-ით მთელ ბაზარზე თავისი საძიებო სისტემით და სხვა საშუალებებით კი 52%-ით.

Larry Page-მა, Google-ის მმართველმა განაცხადა, რომ მათ ჩაატარეს ძლიერი კვარტალი და ისინი წინ მიიწევენ.მათ გამოუშვეს რამოდენიმე ახალი პროდუქტი და ასევე დაამატა, რომ Motorola-ს მეშვეობით ისინი შექმნიან მომხარებელზე ორიენტირებულ მობილურ ტელეფონებს.

ბატონმა Larry Page-მა ვერ შეძლო ანალიტიკოსებს გასაუბრებოდა კონფერენციაზე, რადგან ის იყო ავად. ცნობები დადის მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ, მაგრამ ეს ცნობები არაა ფაქტებით გამყარებული.

კონფერენციაზე მყოფმა Nikesh Arora-მ ( Google-ის ბიზნეს განხრის უფროსმა) აღნიშნა : " Larry-მ დაკარგა ხმა და მივხვდით, რომ ვერანაირ სახალხო გამოსვლას ვერ გააკეთებდა, ვერც ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრებდა. მაგრამ გასათვალისწინებელი ისაა, რომ მას ყველაფერი ესმის და მთლიანად ჩაბმულია კომპანიის საქმეებში" .

Google-მა გამოაქვეყნა მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები. მისი შემოსავალი გახლავთ $12.21 მილიარდი , რაც 35%-ით მეტია წინა შემოსავალთან შედარებით რომელიც იყო $9.03 მილიარდი. მოგება გახლავთ $2.79 მილიარდი, ან $8.42 თითო აქციაზე. ძველი მოგება კი გახლდათ $2.51 მილიარდი . ყველაფერი რომ შევაჯამოთ, თითო აქციაზე ფასი გაიზარდა $10.12-ით, ხოლო ძველი გახლდათ $8.74.

Patrick Pichette-მ, Google-ის ფინანსურმა მმართველმა, ინვესტორებს მოუწოდა, რომ მიეცათ მათვის დრო, რათა სრულად შეესრულებინათ დავალება. ( ეს ეხება Motorola-ს, რომელმაც დაკარგა $233 მილიონი). მოუწოდა გაეთვალისწინებინათ ის ფაქტიც , რომ ახლა მათ Motorola-ს 20,293 თანამშრომელი დაემატათ.

  • Upvote 5
Posted

რადმენს წერ ცოტა დაისვენე :D

სანამ ჯანზე ვარ და ხელი მეჩის ვწერო :D :D :D :D ცოტა გამოცოცხლება უნდა აქაურობას თორე მიიძინა ხალხმა, მარტო პრობლემების საწერად ხომ არ ვართ აქ , ცოტა ახალი ინფოც გვინდა ;) რო შეიკრას ჯგუფი კაი იქნება. მართალია ეხაც არის ნეუსჰანთერთა ჯგუფი მარა ...... :D :D :D ყოველდღე იმდენი ახალი ნეუსია რო 3-4 კაცი უნდა შეთანხმდეს და 2-3 დაამუშოას მეტი არაფერი :) :) :)

Posted

მადლობა ინფორმაციისთვის და იმ სურვილისთვისაც,რომლის გამოც ამას აკეთებ.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.