Jump to content

Recommended Posts

Posted

lycosa-header.jpg

გამარჯობათ,

ესეთი პრობლემა მაქვს:

მაქვს რეიზერის ლაქესის მაუსი და ეხლა შევიძინე რეიზერის კლავიატურა ლიკოსაც და ის დრაივერი რაც მოყვება რომ დავაყენე, ნორმალურად მუშაობს, razer configurator-ის ფანჯარაც ნორმალუარდ იხსნება გარდა ერთი პრობლემისა. რატომღაც touch პანელში მედია ფლეიერის ღილაკები არ მუშაობს. ანუ რომ ვაჭერ უნდა ვინამპი ჩაირთოს, მაგრამ არაფერი ირთვება. ამიტომაც წავშალე ეს ძველი დრაივერი და დავაყენე უახლესი დრაივერი ოფიციალური რეიზერის საიტიდან. ახალი დრაივერის დაყენების შემდეგ ეს პრობლემა გამოსწორდა, სამგიეროდ razer configurator-ის ფანჯარა აღარ იხსნება რომ ვაჭერ ჩართვას. რეაქცია არ აქვს, თუმცა system tray-ში ჩანს. და რაც ყველაზე გამაღიზიანებელია რატომღაც ლურჯი ეკრანი მიჩნდებოდა და არესტარტებდა. ამიტომაც ისევ ძველი ვერსია დავაყენე. უბრალოდ მაინტერესებს, სადმე ნორმალური დრიავერი არ არის? ან რამენაირად ვერ გადავჭრი ამ პრობლემას, რომ ყველაფერმა ისე იმუშაოს როგორც საჭიროა?

პ.ს. ვინდოუსი 64 ბიტიანი მაქვს.

Posted

გამოსწორდა. არ წამიშლია, გადაწერილი მქონია ახალი დრაივერი ძველზე და იმიტომ ურევდა. წავშალე ძველი, დავაყენე ახალი და პრობლემა მოგვარდა. დახურეთ.

Posted

ვხურავ

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.