NEIRON Posted November 1, 2010 Posted November 1, 2010 ოპერატიული მეხსიერების ექსტრემალური რაზგონი განსხვავდება პროცესორის ექსტრემალური რაზგონისგან. პროცესორებს შეუძლიათ -100 გრადუს ცელსიუსი აიტანონ,ხოლო უმეტესობა ოპერატიული მეხსიერება უკვე -30 გრადუსზე ითიშება. ოპერატიული მეხსიერების ასეთი დამოკიდებულება ექსტრემალ ოვერქლოქერებისადმი მწარმოებელმა Powerchip Semiconductor Corporation (PSC)-ს ჩიპებმა შეცვალა, რომლებიც ინარჩუნებენ სტაბილურობას -90 გრადუს ცელსიუსზეც კი. ოპერატიული მახსოვრობის პირველი რეკორდი AM3-ზე ეკუთვნის ოვერქლოქერ youngpro-ს. მან გამოიყენა 2 არხიანი კომპლექტი G.Skill Flare DDR3-2000 (2 х 2გბ),რომელიც გრილდებოდა მშრალი ყინულით -90 გრადუს ცელსიუსამდე. შედეგის დარეგისტრირება მოხდა 2368მგც სიხშირეზე. სხვა ენთუზიასტმა,matose ნიკით ცნობილმა გააუმჯობესა მისი წინა შედეგი Corsair Dominator GTX6-ის დახმარებით. მისი რეკორდია 3 გგც სიშირეს მიღმა გასვლა(მაჩვენებლით CL8). ოპერატიულის გაგრილება საფირმო გამაგრილებელს KingpinCooling-ს ხვდა წილად. Dominator GTX6 -ის მუშა ტემპერატურა ტესტირების დროს -90 გრადუს ცელსიუსს შეადგენდა . ახალი რეკორდი ოპერატიული მეხსიერების რაზგონის Intel-ის პლატფორმაზე 2 არხიან რეჟიმში არის 3011 მგც. აბსოლიტური რეკორდი კი 1 არხიან რეჟიმში 3292მგც.
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now