Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია MSI-მ წარმოადგინა გაძლიერებული კვების ქვესისტემის მქონე, ერთდროულად სამი ვიდეობარათი - R7850 Power Edition 2GD5/OC (Radeon HD 7850), R7770 Power Edition 1GD5/OC (Radeon HD 7770) და R7750 Power Edition 1GD5/OC (Radeon HD 7750). Pitcairn Pro გრაფიკულ ბირთვზე დაფუძნებული უფროსი მოდელი აღჭურვილია Twin Frozr IV ქულერით, სპილენძის სამი სითბური მილაკით და წყვილ 80 მმ-იან ფენით. გარდა ამისა, მას გააჩნია GCN არქიტექტურის 1024 ნაკადური პროცესორი, 256-ბიტიანი ინტერფეისი, 2 გბ მეხსიერება, ხოლო ქარხნული სიხშირე გახლავთ 950/4800 მჰზ (860/4800 მჰზ - ჩვეულებრივი ვერსიისთვის). GPU დამზადებულია 6-არხიან სქემის მიხედვით, ხოლ ვიდეოგასასვლელების მხრივ, წარმოდგენილია DVI, HDMI და ორი Mini DisplayPort.

a80b3b994f42.jpg

b2e0e7358c80.jpg

MSI R7770 Power Edition OC საკმაოდ უჩვეულოა: მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ერთ, ასევე ორი 'პროპელერით'. საჭიროებისდა მიხედვით, უკანა პანელთან ახლოს განთავსებული იხსნება და მის ადგილს იკავებს უკვე დარჩენილი. ბარათი აჩქარებულია 1100/4500 მჰზ-მდე, მოიცავს 640 შეიდერს, 128-ბიტიან სალტეს და 1 გბ GDDR5-ს. პორტების ტრიოს ქმნის Dual-Link DVI, HDMI და DisplayPort.

1bf53d17854b.jpg

4930a01cc2db.jpg

მოდელ MSI R7750 Power Edition OC-ში კონცეპცია TransThermal რეალიზებულია სხვაგვარად: ცისფერ კორპუსში ფენი თავსდება ძირითადის ზემოდან და ამგვარად, ქმნის მაღალი ინტენსივობის მქონე ჰაერის ნაკადს. მართალია, ამისთვის საჭირო გახდება სამი სლოტ სივრცის თავისუფალი ადგილის დათმობა. ის ფუნქციონირებს 900/4500 მჰზ-ზე და საკუთარ არსენალში გააჩნია 512 სტრიმ-პროცესორი, 128-ბიტიანი ინტერფეისი და 1 გბ მეხსიერება.

2ff852cabc7f.jpg

51987c96756b.jpg

  • Upvote 6
  • 1 year later...
Posted

ეს თემა ეხლა ვნახე და რას ჰგვანან ეს ვიდეო ბარათები  :D

  • 2 years later...
Posted
On 8/8/2013 at 1:21 AM, FC BARCELONA said:

ეს თემა ეხლა ვნახე და რას ჰგვანან ეს ვიდეო ბარათები  :D

აგერ უარესი, თან როგორ მიუქარიათ :D

 

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.