Jump to content

Recommended Posts

Posted

პირვლე რიგში, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს,

ახლა კი პრობლემაზე:

მაქვს HP-ს ლეპტოპი ProBok 4530s

Corei3 2310M (2.1Ghz) პროცესორი,

4GB DDR3 RAM

AMD Radeon HD 6490M (1gb GDDR5 Dedicated)

OS: Windows 7 Ultimate SP1 X64

ამ ბოლოს შევატყვე რომ თამაშებში ძალიან უჭირს, მართალია, გეიმინგ ლეპტოპი არაა, თუმცა საკმაოდ ნორმალურად უმკლავდებოდა თამაშებს, ამ ბოლოს კი, მაგალითად Mass Effect 2-ში 10-მდე ჩამოვარდა FPS, არადა ერთი პერიოდი 30-ს არ ცდებოდა ქვემოთ, ME1-ში კი საერთოდ კატასტროფაა, საშინელი ხარისხის ტექსტურებია და 20-ს ქვემოთ ჩამოვარდნილი FPS

თავიდან ვიფიქრე, დრაივერის ბრალიათქო, ახლა 12.3 მიყენია

HP-ს ოფიციალურ დრაივერზეც არაა დიდი უპირატესობა, თან ვიდეოკარტას აღიქვამს რატომღაც როგორც 7460-ად, ხოლო ახალ დრაივერზე უბრალოდ 6400M Series აწერია, თუმცა სხვა მონაცემები იგივეა

მერე შევატყვე, რომ ძალიან ხურდება, ადრეც ხურდებოდა, თუმცა არა ასე სწრაფად და ასე ძლიერად, დღეს GPUz-ის ტესტი ჩავურთე:

FPS 7 იყო მაქსიმუმ, თან Bandwidth აჩვენებს 7.2-ს, ხან რეალურ 28.8GB/s-ს, ნუ ეს შეიძლება Switchable Graphycs-ის ბრალია, თუმცა ეგეც Manual-ზე დავაყენე და სულ ATI-ს კარტაა ჩართული თუ ხელით არ გადავრთე

94fbebdae4d0.gif

ეს რაც დრაივერში ჩანს:

92366c3bf2b4.gif

72cb2830f348.gif

e13436c23dcd.gif

ტემპერატურა 95-ზე რომ ავიდა, გამოვრთე მერე ტესტი,

აშკარად ტემპერატურის ბრალია ასეთი დაბალი წარმადობა, WIndows ახალი გადაყენებული მაქვს, სხვა დატვირთვა რამ არც პროცესებში ჩანს, HD Video-საც ნორმალურად აჩვენებს DXVA-თი (მაგ დროსაც ხურდება ოღონდ)

თან დავაკვირდი, Fan Speed 30%-ზე იყო გაჩერებული და არ იმატებდა, არც ხმაური იმატებდა ფანის

რას მირჩევთ, დავშალო გავწმინდო? უშველის ვითომ?

Posted

აუ ლეპტოპი თუა გარისკავ დაშლას?

Fan Speed ვერ უმატებ?

Posted

არა, ვერ ვუმატებ ფანს, ყოველ შემთხვევაში სტანდარტული საშუალებებით, MSI Afterburner-იდან კი შეიძლება მოემატოს ისე

დაშლას რაც შეეხება, ტყუილად არ გავრისკავ, უბრალოდ მინდა ვიცოდე თუ უშველის

Posted

არც MSI Afterburner-ით ემატება, არც ბოლო ფინალური და არც ბეტა არ არეგულირებს ფანის ბრუნვას, ორივეგან არააქტიურია:

156e6a421194.png

Posted

ფენი 100 ზე დააყენე და ნახე რას იზამს

Posted

ფენი 100 ზე დააყენე და ნახე რას იზამს

არც MSI Afterburner-ით ემატება, არც ბოლო ფინალური და არც ბეტა არ არეგულირებს ფანის ბრუნვას, ორივეგან არააქტიურია:

Posted

არ აყენებსთქო მიწერია ქართულად და როგორ დავაყენო??:D

აუტო ხო არ გაქ მონიშნული?

რავი აბა წესით უნდა მოუმატოს

Posted

აუტო ხო არ გაქ მონიშნული?

რავი აბა წესით უნდა მოუმატოს

მაგდენს ვმიხვდები Auto რომ იყოს მონიშნული

საერთოდ არააქტიურიათქო, არც Auto ინიშნება, არც ხელით და საერთოდ არ აჩვენებს ბრუნების რიცხვებს Afterburner, მგონი არც GPU-z აჩვენებს სწორად

Posted

მაშინ ნაღდად არ ვიცი რა შეიძლება ძველი დრაივერის დაყენება ცადე?

Posted

კი, არც მაგაზეა შეღავათი წარმადობაშითქო მიწერია ეგეც

SpeedFun დავაყენე და არც იმას აქვს ფანის კონტროლი (არც ერთის)

Posted

ATI Tray Tools დავაყენე ახლა, ფანის კონტროლი არც მაგას აქვს, თუმცა აჩვენებს სწორად და დრაივერი ამუშავებს ნორმალურად ფანს, რენდერი რომ ჩავურთე 100%-ზე აწია სიჩქარე, მაგრამ ტემპი 98-ზე ავიდა

Posted

დაშალე გაწმინდე

Posted

დავშალე ნაწილობრივ, მართალია მტვრიანი კი იყო, მაგრამ გაჭედილი ნაღდად არ ყოფილა,

ერთი სპილენძის თბოგამყვანი მილი იყო საშინლად გაცხელებული...

Posted

აუ დღეს ინტეგრირებულ Intel HD-ზე ჩავრთე და დაჟე ME2-ში უკეთესი წარმადობა ჰქონდა, კადრები 15-30 ფარგლებში იყო, გახურებითაც შედარებით გვიან გახურდა...

რა ჯანდაბა ვუყო? ლეპტოპის გამაგრილებელი სადგამები როა უშველის ვითომ? ძმაკაცს აქვს ერთი და დავტესტავ ვნახავ

Posted

კი გამაგრილებელმა სადგამებმა უნდა უშველოს მგონი

Posted

ჩემ მეგობარს ქონდა იგივე პრობლემა

რაღაც პანელი მოხსნა

გაწმინდა ვინტილიატორი და მოგვარდა პრობლემა , აღარ ცხელდება , იმის მერე ხშირად წმინდავს

აბა ესენი ნახე http://www.amazon.com/s/ref=nb_sb_noss?url=search-alias%3Daps&field-keywords=labtop+cooler#/ref=a9_sc_1?rh=i%3Aaps%2Ck%3Alaptop+cooler&keywords=laptop+cooler&ie=UTF8&qid=1334723927

Posted

არც MSI Afterburner-ით ემატება, არც ბოლო ფინალური და არც ბეტა არ არეგულირებს ფანის ბრუნვას, ორივეგან არააქტიურია:

156e6a421194.png

Salkhino for Notebook :D

Posted

ქულერი ვიცი სად უნდა ვიყიდო და რომელიც :)

უბრალოდ აქამდე არ ხურდებოდა ასე და ახლა რომ ხურდება ეგ მაწუხებს

Posted

თურმე გისოსებში ქონია გაჭედილი მტვერი და დღეს მოვაშორე, ამოისუნთქა ლეპტოპმა, FPS-იც დაუბრუნდა და ვიდეოკარტა 62 გრადუსს ზემოთ არ ადის :ugly_wink: :ugly_wink:

ისე, დასადებმა ქულერმაც დაწია ცოტა ტემპერატურა, ვუყიდი ალბათ მაგასაც

დავხურავ თემას

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.