Jump to content

Recommended Posts

Posted

Thermaltake აგრძელებს ექსპერიმენტებს და უშვებს Level 10 GT ახალ ვერსიას, რომლის ორიგინალი ვერსიის მოდელზე მუშაობდნენ BMW-ს დიზაინერები (საკმაოდ უსახოდ ჩემის აზრით). ამ ჯერად მოდელი სამხედრო ფერებში გამოვა და დაერქმევა Battle Edition.

thermaltake_level_10_gt_battle_edition_01.jpg

პრინციპში კონსტრუქციაში დიდი ცვლილებები შეტანილი არ არის. კეისი ზომები კვლავ 584 х 282 х 590 მილიმეტრია, ხოლო წონა 12.7 კილოგრამი. კეისში ეტევა E-ATX, ATX და Micro-ATX ფორმ-ფაქტორის დედა დაფები. პროცესორის გაგრილების სისტემა არაუმაღლეს 190 მილიმეტრისა და ვიდეო დაფა რომლის სიგრძეც არ აღემატება 360 მილიმეტრს. სწორედ ამიტომ იყო ეს მოდელი თავიდანვე უაზროდ გათვლილი მხოლოდ დიზაინზე და არა პრაქტიკულობაზე თუ რამდენად და როგორ ჩაეტევა მასში ჰარდი.

thermaltake_level_10_gt_battle_edition_02.jpg

ერთ-ერთი უპირატესობა 5 ცალი EasySwap Pitstop განყოფილებებია რომლის საშუალებითაც მარტივად შეიძლება 3.5 დიუმი ზომის მყარი დისკების გამოცვლა და დამატება კეისის დაშლის გარეშე. ასევე არის ოთხი განყოფილება 5.25 დიუმიანი კომპაქტ დისკებისთვის და ერთიც 3.5 დიუმიანი ფლოპი დისკისთვის (?).

thermaltake_level_10_gt_battle_edition_03.jpgthermaltake_level_10_gt_battle_edition_05.jpg

კორპუსს აქვს 5 განყოფილება FAN-ისთვის და ქარხნულად დამონტაჟებულია წინა პანელზე 200 х 200 х 20 მმ 600-800 ბრუნიანი FAN-ი სამფერიანი განათებით, ზედა და გვერდით პანელზე იგივე ტიპის FAN-ები და უკან 140 х 140 х 25 მმ ზომის და 1000 ბრუნიანი FAN, ხოლო ქვევით 120 x 120 x 25 მმ-იანი ფანი არჩევის დეტალია.

thermaltake_level_10_gt_battle_edition_04.jpg

წინა პანელზე გამოტანილია ორი USB 3.0 პორტი, ოთხი USB 2.0, eSATA და 3.5მმ-იანი მიკროფონის და ყურსასმენების პორტები. ფასი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

  • Upvote 2
Posted

სამხედროებს დაევასებათ :D

Posted

ფასი კი აქვს სასიხარულო არასამხედროედიშენებს:

http://www.amazon.com/Thermaltake-Level-Edition-Gaming-Modular/dp/B005F7794S

მადლობთ ნიუსისთვის!

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.