X-treme user Posted April 3, 2012 Posted April 3, 2012 კომპანია Hitachi Global Storage Technologies-მა, რომელიც როგორც თქვენთვის ცნობილია, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, შეიძინა Western Digital-მა, განაცხადა 'კორპორატიული კლას' Ultrastar 7K4000-ის მყარი დისკების გამოშვების შესახებ. მწარმოებელი განსაკუთრებით ამაყობს იმ ფაქტით, რომ მასში შედის ამ დონის პირველი HDD მსოფლიოში, ასეთი ტევადობით. განცხადებული უწყვეტი მუშაობის ხანგრძლივობა აღწევს ორ მილიონ სთ-ს. შპინდელის სტანდარტული სისწრაფე შეადგენს 7200 ბრ/წთ-ში, მაგრამ შესაძლებელია მისი შემცირებაც, რაც თავის მხრივ, იძლევა 59%-მდე ენერგიის ეკონომიის საშუალებას, ხოლო 'ძილის' რეჟიმში, ეს მაჩვენებელი 1 ვ-ზე ნაკლებია. გარდა ამისა, ხაზი აგრეთვე მოიცავს 2 და 3 ტბ მოცულობის მოდელებს. ყველა მოწყობილობა აღჭურვილია SATA 6 გბიტ/წმ ინტერფეისით და 64 მბ ზომის კეშ-მეხსიერებით. ტექნოლოგია Advanced Format-ით კი, ხდება 4 კბ-იანი სექტორების გამოყენებაც. ისეთი საშუალებებით, როგორიცაა Dual Stage Actuator (DSA) და Enhanced Rotational Vibration Safeguard (RVS), იზრდება მყარი დისკების საიმედოობის დონე - სერვერულ სისტემაში მათ მჭიდრო კონტაქტის პირობებში. მიწოდებები კომპანიის პარტნიორებისთვის უკვე დაწყებულია, პროდუქტების შეზღუდული რაოდენობით. TechPowerUP!, IXBT 3
სოსო Posted April 3, 2012 Posted April 3, 2012 როგორც თქვენთვის ცნობილია, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, შეიძინა Western Digital-მა, ხო... ჩემთვის არ იყო აქამდე ცნობილი 4TB ვინტები ხომ იყო აქამდეც?
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now