Jump to content

Recommended Posts

Posted

ვებ-გვერდ Akiba PC Hotline-ის ცნობით, სულ მცირე დროში, იაპონიის ტერიტორიაზე გამოჩნდება კომპანია Xigmatek-ის პროცესორის ქულერ Gaia SD1283-ის უჩვეულო მოდიფიცირებული ვერსია სახელწოდებით Dark Knight SD1283 Night Hawk Edition, რომელიც ყურადღებას იპყრობს თავისი გაფორმებით. მისი შავი ფერის ზედაპირი დაფარულია კერამიკული ფენითა და ხაოიანი ფაქტურით, რამაც, მწარმოებელთა აზრით, უნდა გააუმჯობესოს რადიატორის თბოგამტარობა - გარემო სივრცის მიმართ.

edb8e401aa9f318ab04a27d2f01f6527.jpg

ae6a2452fffa107d818956e2c81d43d8.jpg

145afa88d6435c1512b62fcb795feba5.jpg

პროდუქტის ზომები შეადგენს 120 х 50 х 159 მმ-ს, ხოლო მასა - 460 გ-ს. ძირთან დაკავშირებულია სამი 8 მმ-იანი სითბური მილაკი, რომლებზეც ფორმირებულია ალუმინის ფირფიტებისგან შემდგარი მასივი. მასზე მაგრდება LongLife საკისრებით აღჭურვილი (50000 სთ მუშაობის ხანგრძლივობით) 120 მმ ზომის ფენი, რომელიც ასრულებს 1000-დან 2800 ბრ/წთ-ში და ამასთან, გამოყოფს არაუმეტეს 30.1 დბ ხმაურს.

a9907b044ef6256d78f436ace1afd74e.jpg

68c50b2f935dcf40db7822d0de9da583.jpg

af5b9b339c5715bdb166804e421ab13d.jpg

ამომავალი მზის ქვეყანაში, Dark Knight SD1283 Night Hawk Edition-ის ღირებულება იქნება 48.1$ (3980 იენი), მაგრამ თუ როდის გამოჩნდება ის გაყიდვაში სხვა ბაზრებზეც და რამდენად, ჯერჯერობით უცნობია.

  • Upvote 9
Posted

პატარაა მაგრამ მოშნი :D

Posted

+1 ლამაზია მაგრამ დიდი არაფრის თავი ექნება..

Posted

ისე კაი ვიდზეა

:thumbsup:

Posted

ბარხატნი ვარიანტია, მარა არამგონია გადამრიე იყოს, ჩემნაირ კაცს ალბათ ეყოფა , პატარ პატარა რაზგონებში :facepalm:

Posted

ჭუჭყიანის იერი აქვს.

+ ხანძარ გამოვლილ ნივთს გავს მაგარი გაჭვარტლული რომაა :)

  • Upvote 1
Posted

"მისი შავი ფერის ზედაპირი დაფარულია კერამიკული ფენითა და ხაოიანი ფაქტურით, რამაც, მწარმოებელთა აზრით, უნდა გააუმჯობესოს რადიატორის თბოგამტარობა - გარემო სივრცის მიმართ." - აი ეს მომეწონა და საინტერესოა რამდენად გაამართლებს. :babu:

  • Upvote 1
Posted
30დბ
არაა პატარა ხმაური
Posted

+ ხანძარ გამოვლილ ნივთს გავს მაგარი გაჭვარტლული რომაა :)

"კერასინკა" გამახსენდა :)

"მისი შავი ფერის ზედაპირი დაფარულია კერამიკული ფენითა და ხაოიანი ფაქტურით, რამაც, მწარმოებელთა აზრით, უნდა გააუმჯობესოს რადიატორის თბოგამტარობა - გარემო სივრცის მიმართ." - აი ეს მომეწონა და საინტერესოა რამდენად გაამართლებს. :babu:

კერამიკა სპილენძს/ალუმიჯს აჯობებს? :xeli:

  • Upvote 1
Posted

არი რა თავისთვის ქულერი მე გამომადგება

Posted

ლამაზი ქულერია, ჭუჭყიანის იერი პირიქით უხდება სიამოვნებით ვიქონიებდი ამ ქულერს

  • Upvote 1
Posted

ლამაზი ქულერია, ჭუჭყიანის იერი პირიქით უხდება სიამოვნებით ვიქონიებდი ამ ქულერს

მტვერს რო ამოწმინდავ კეისიდან ეს მაინც მტვრიანი გეგონება :D

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.