alex94 Posted February 21, 2012 Posted February 21, 2012 როგორ აღვადგინოთ შემთხვევით წაშლილი ფაილები როდესმე წაგიშლიათ ფაილები შემთხვევით ფოტო კამერიდან, კომპიუტერიდან, ფლეშკიდან ან რომელიმე სხვა მოწყობილობიდან? შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ ჩვეულებრივ ამ ფოტოების აღდგენა შესაძლებელია (კამერის SD ბარათიდანაც). აღვადგინოთ კონკრეტული ფაილი თუ ფოტო Recuva-ს საშუალებით ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც დაგვეხმარება წაშლილი ფაილის ამ შემთხვევაში ფოტოსურათის აღდგენაში არის Recuva. პროგრამა ძალიან მარტივია მოხმარებაში დაინსტალირების დროს დარწმუნდით, რომ შემთხვევით არ დააყენებთ იაჰუს თუულბარს, რომელიც არაფერში გამოგადგებათ. მას შემდეგ რაც დააყენეთ პროგრამა (იაჰუს თუულბარის გარეშე) ჩართეთ რექუვას ვიზარდი და შევუდგეთ შემთხვევით წაშლილი ფოტოს აღდგენას. პირველ ფანჯარაში ვირჩევთ ჩვენთვის სათანადო ფაილს თუ მოვხაზავთ Pictures-ს რექუვა მოძებნის მხოლოდ სურათების ტიპის ფაილებს ასევეა სხვა ფაილებზეც ეს ყველაფერი აადვილებს მომხმარებლისთვის ფაილის მოძიებას და ამცირებს ძიების დროს. შემდეგ თქვენ უნდა მოხაზოთ ფაილის ადგილმდებარეობა, სადაც ის იმყოფებოდა წაშლამდე. ჩემი ფოტოები კამერიდან ამოვშალე (SD ბარათიდან) ამიტომაც ვეძებ სათანადო განყოფილებაში. შემდეგ ეტაპზე პროგრამა გვეკითხება გვინდა თუ არა სკანირება იყოს ღრმა (დიდ დროს საჭიროებს) თუ ჩვეულებრივი სკანირება. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ პირველ ჯერზე უბრალოდ დაასკანირეთ, რადგანაც თუ საჭირო გახდა შემდეგ გამოვიყენოთ ღრმა სკანირება, რომელსაც დიდი დრო სჭირდება. და ახლა თქვენ ნახავთ ყველა იმ კონკრეტულ ფაილს, რომელიც წაიშალა თქვენი მყარი დისკიდან, SD ბარათიდან, ფლეშკიდან ან რაიმე სხვა მოწყობილობიდან რაშიც ეძებდით (ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე აღმოვაჩინე კამერის SD ბარათიდან ჩემი შემთხვევით წაშლილი ფოტოები). თუ სკანირების შემდეგ თქვენ მიიღეთ ბევრი შედეგი ფაილის მოძიების დასასწრაფებლად შეგიძლიათ გადართოთ Advanced View-ზე და მოიძიოთ ფაილი მოდიფიკაციის დროის მიხედვით ამით ბევრ დროს მოიგებთ და არ მოგიწევთ ყველა ფაილის გადახედვა. აქ თქვენ უკვე შეგიძლიათ აირჩიოთ სათანადო ფაილები აირჩიოთ, რომ გნებავთ მათი აღდგენა და შეინახოთ ისინი მყარ დისკზე. გადმოსაწერი ლინკი - Racuva გადმოსაწერი ლინკი - Racuva წყარო: wWw.UcNaUrI.CoM 7
kashmir Posted February 21, 2012 Posted February 21, 2012 ერთს დავამატებ: იმ დისკზე, რომლიდანაც წაშალეთ ფაილები ჯობია არაფერი ჩაწეროთ, მათ შორის ეს პროგრამაც. უარეს შემთხვევაში მეორე დისკზე დააინსტალირეთ, თუ ფლეშკიდან გაუშვებთ პორტატულ ვერსიას ხომ მით უკეთესი. დაინსტალირებისას არის შანსი რომ იმ წაშლილ ფაილს ზედ გადაეწეროს და მერე ვერც ეს და ვერც სხვა პროგრამა ვეღარ აღადგენს. 2
mishka3339 Posted February 21, 2012 Posted February 21, 2012 piriformის პროგრამებს ვხმარობ და ყველა ხარისხიანია.
სოსო Posted February 22, 2012 Posted February 22, 2012 დაფორმატებულ დისკზე შვება? შვება დაფორმატებულზეც ოღონდ low level formatting არ უნდა იყოს მთავარია რომ დისკზე არაფერი ჩაწერო და რაც დრო გადის მით ნაკლებია აღდგენის შანსი
fashisti Posted February 22, 2012 Posted February 22, 2012 კარგი თემაა გამოადგება ბევრს ერთი იმას დავამატებდი რომ წაშლილ ფაილს ზემოდან რამე რომ გადააწეროთ მაგ შემთხვევაში მოყვარულის დონეზე ვეღარ აღადგენთ თორე სპეციალისტი გადაწერილსაც და გადმოწერილსაც აღადგენს ხოლო ვაიპინგით თუ წაშალეთ მაშინ სპეციალისტიც ვეღარ აღადგენს... მაგას როგორც ვიცი რაღაცნაირი ფიზიკური აღდგენა სჭირდება მოკლედ ჩვოულებრივი მოკვდავები ვერ ისარგებლებენ მაგ სერვისით
სოსო Posted February 22, 2012 Posted February 22, 2012 ერთი იმას დავამატებდი რომ წაშლილ ფაილს ზემოდან რამე რომ გადააწეროთ მაგ შემთხვევაში მოყვარულის დონეზე ვეღარ აღადგენთ თორე სპეციალისტი გადაწერილსაც და გადმოწერილსაც აღადგენს აბა ეგ ამიხსენი როგორ ხდება?
fashisti Posted February 24, 2012 Posted February 24, 2012 კონკრეტულად რომ ვიცოდე როგორ ხდება მაშინ მაგის სპეციალისტი ვიქნებოდი მაგრამ ვიცი რომ შეიძლება მაგის აღდგენა გადაწერის მერეც... ხშირად შემხვედრია ეგეთი ინფორმაცია უცხოურ ფორუმებზე და ქართულებზეც აი ეს თემა მახსენდება ეხლა და თუ გინდა უცხოურებსაც დაგილინკავ თუ შემხვდა http://forum.ge/?f=32&showtopic=33728978
alex94 Posted February 27, 2012 Author Posted February 27, 2012 მე რომ გავტესტე ეს პროგრამა ვქენი ფოტოაპარატის ჩიპზე და ძალიან ბევრჯერ გადაწერილ გამოწერილი რაგაცები ამომიგდო რამაც ძალიან გამიკვირდა მაგრამ ნაწილი და არა ყველაფერი სულპირევლად რა სურათებიც გადავაიღე დაჟე ეგეთებიც ამოაგდო ))
maxoooooo Posted May 24, 2013 Posted May 24, 2013 მეც ვაპირებდი ამის შესახებ თემის გახსნას მადლობა ავტორ
the_chriko Posted May 25, 2013 Posted May 25, 2013 active partition recover ეს პროგრამა გამოვიყენე და დაპორმატებული დისკი მთლიანად აღადგინა, ფაილები აღსადგენიც ააქვს ამ პროგრამას.
Recommended Posts