Popular Post სოსო Posted February 8, 2012 Popular Post Posted February 8, 2012 შესაძლოა ვინჩესტერები ახალი ტექნოლოგიის წყალობით ბევრად უფრო სწრაფი გახდეს. ახალი ტექნოლოგია ინფორმაციის ჩაწერისთვის იყენებს სითბოს და არა მაგნიტურ ველს როგორც ადრე. ასეთი ტექნოლოგიით HDD-ები ასჯერ უფრო სწრაფი იქნებიან აცხადებენ იორკის უნივერსიტეტის მკვლევარები, რომლებმაც ახალი ტექნოლოგიით წამში ათასობით გიგაბაიტი ჩაწერეს. მკვლევარების განცხადებით მათ ინფორმაციის ჩასაწერად მხოლოდ სითბო გამოიყენეს, რაც აქამდე წარმოუდგენლად მიაჩნდათ. იორკის ფიზიკოს Thomas Ostler-ის განცხადებით მაგნიტური ველებით მაგნიტურ მასალაზე ჩაწერის ნაცვლად მათ ძლიერი ფოკუსის გამოყენებით შეძლეს ინფორმაციის დისკზე მხოლოდ სითბოთი ჩაწერა ტექნოლოგია ბევრად უფრო სწრაფია და ნაკლებ ენერგიას მოითხოვს. ტექნოლოგია იყენებს სითბოს ულტრა მოკლე პულსებს დისკის მაგნიტური ზედაპირზე ჩასაწერად, ამ რევოლუციური ტექნოლოგიით შესაძლებელია წამში ათასობით გიგაბაიტის ჩაწერა, და აღარ არის მაგნიტური ველის საჭიროება თვითონ ტექნოლოგია საკმაოდ იმედისმომცემად ჟღერს მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია რამდენად მალე მოხდება ტენოლოგიის დანერგვა პრაქტიკაში და რა კონკურენციას გაუწევს SSD-ებს თუნდაც ფასით. 15 Quote
NEIRON Posted February 8, 2012 Posted February 8, 2012 რა კარგი ტექნოა,მაგარი კარგია. მადლობთ ნიუსისთვის! Quote
kloud Posted February 8, 2012 Posted February 8, 2012 იმედისმომცემი ნიუსია მთავარია მალე დაინერგოს და რეალური ფასი დაედოს და არა რაღაც ზაობლაჩნი ფასებს რომ დაადებენ და მხოლოდ რჩეულებს რომ შეუძლიათ მერე შეძენა Quote
MaKaRoV Posted February 8, 2012 Posted February 8, 2012 იმედისმომცემი ნიუსია,მაგრამ ტემპერატურა არ მოიმატებს? Quote
seNsat10n Posted February 8, 2012 Posted February 8, 2012 ეს კაი 3-4 წელი მინიმუმ არ გამოვა და რო გამოვა მერე ჩვენ 3 წელი დაგვჭირდება იმდენი ფულილს შესსაგროვებლად რო შევიძინოთ Quote
esi Posted February 8, 2012 Posted February 8, 2012 ძალიან მაგარი ნიუსია, მაგრამ რომ გამოვა სავარაუდოდ ssd ზე ბევრად ძვირი ეღირება, მოკლედ საშუალო ფენის ადამიანს თუ გინდა თექნოლოგიის ყიდვა ან ძველი უნდა იყიდო ან უნდა დაელოდო როდის დაძველდება თორე ახალს ისეთი ფასი ადევს სუ აღარ გინდა მერე ყიდვა :ups: 1 Quote
მათე Posted February 8, 2012 Posted February 8, 2012 კაია დაიწყეს ალბათ უკვე ფიქრი hdd-ს ჩასანაცვლებელ პროდუქტზე. სასწაული ფასი თუ დაადეს მაინც ბევრი ვერ იყიდის და არამგონია აწყობდეთ. ეს მაიმედებს მე ამ სითბოს გამოყენებას ჩასაწერად ტემპერატურის ცვალებადობა არ უშლის ხელს? Quote
NEIRON Posted February 8, 2012 Posted February 8, 2012 კაია დაიწყეს ალბათ უკვე ფიქრი hdd-ს ჩასანაცვლებელ პროდუქტზე. სასწაული ფასი თუ დაადეს მაინც ბევრი ვერ იყიდის და არამგონია აწყობდეთ. ეს მაიმედებს მე ამ სითბოს გამოყენებას ჩასაწერად ტემპერატურის ცვალებადობა არ უშლის ხელს? აქ არამგონია დაბალ ტემპერატურაზე იყოს საუბარი (ლაზერით იქნება ალბათ) Quote
მიშა Posted February 8, 2012 Posted February 8, 2012 უძრავ მატარებელზე გადავიდნენ ნაწილობრივ და ისევ მოუბრუნდებიან ვითომ "კლასიკურ" ვინჩესტერებს? Quote
მათე Posted February 8, 2012 Posted February 8, 2012 წამში ათასობით გიგაბაიტის ჩაწერაო? ეხლა შევამჩნიე. პირველ წაკითხვაზე მეგაბაიტები მეგონა. ამას ცეცხლის ფასი ექნება თუ გამოვა 2-3 წელიწადში. Quote
სოსო Posted February 8, 2012 Author Posted February 8, 2012 იდეაში ტემპერატურა არ უნდა იყოს მეტი თუ ენერგომოხმარება ნაკლები ექნება პირიქით Quote
Delfistyaosani Posted February 11, 2012 Posted February 11, 2012 იმას ხვდებით რო მასე შეიძლება DataRate-მ მოიმატოს მარა seektime-ს არაფერი ეშველება? Quote
MaKaRoV Posted February 12, 2012 Posted February 12, 2012 ასეთი ტექნოლოგიით HDD-ები ასჯერ უფრო სწრაფი იქნებიან აცხადებენ იორკის უნივერსიტეტის მკვლევარები, რომლებმაც ახალი ტექნოლოგიით წამში ათასობით გიგაბაიტი ჩაწერეს. რომელი პროცესორით ჩაწერეს თუნდაც 5 GB ერთ წამში ერთი 3-4 წელი არ გამოვა,გამოვა და ცეცხლის ფასი ექნება ამიტომ მე არ ვუჭერ მხარს ამ პროექტს :thumbdown: Quote
სოსო Posted February 12, 2012 Author Posted February 12, 2012 იმას ხვდებით რო მასე შეიძლება DataRate-მ მოიმატოს მარა seektime-ს არაფერი ეშველება? მართალი ხარ ტექნოლოგიით seek time არაფერი ეშველება მანდ ისევ SSD დაგვჭირდება Quote
Delfistyaosani Posted February 12, 2012 Posted February 12, 2012 საერთოდ SSD-ც ნაგავია იმიტო რო FLASH-ს აქვს დიდი მიდრეკილება უჯრედების დაზიანებისკენ, ერთადერთი "იდეალური" ტექნოლოგია რომელსაც რამდენიმე ns ავქვს access time, არი სრულად non-volatile და გააჩნია თითქმის განუსაზღვრელი რაოდენობის read/write ციკლი (100 Trillion) არის Ferro-Electric RAM, იგივე FRAM, მაგრამ წარმოება არი სასტიკად რთული და ძვირი, ყველაზე დიდი მოცულობის ჩიპები ბაზარზე არის 1MB და ღირს მიახლოებით 60$ (წარმოიდგინეთ 1GB "მოდულის" ფასი და ზომები ) 1 Quote
fashisti Posted February 13, 2012 Posted February 13, 2012 მთავარია წაკითხვის დრო გააუმჯობესონ თორე ჩაწერის დრო მეათეხარისხოვანია Quote
OKELA Posted February 14, 2012 Posted February 14, 2012 სტაბილურობაში თუ გაამართლა, სტანდარტად დამკვირდება ყველა მწარმოებლისთვის და ფასიც შესაბამისად არ იქნება დიდი. მადლობა ნიუსისთვის. Quote
VasKa23 Posted February 21, 2012 Posted February 21, 2012 ერთი ზაან მიკვრის ადრე ოპერა ზვირი იყო დაეცა ასევე დედაპლატებზე ეხა hdd მოიმატა რაზე ტო 120 ლარი რაც გირდა 240 ლარი დაადეს Quote
მათე Posted February 21, 2012 Posted February 21, 2012 რატო და არ გაგიგია ტაივანში მაგის ფაბრიკა დაიტბორა. და მერე როგორც გავიგე ერთი ტანკერიც ვინჩოებით დატვირთული ჩაძირულა. ეს არ ვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს. Quote
ELITE Posted February 22, 2012 Posted February 22, 2012 რატო და არ გაგიგია ტაივანში მაგის ფაბრიკა დაიტბორა. და მერე როგორც გავიგე ერთი ტანკერიც ვინჩოებით დატვირთული ჩაძირულა. ეს არ ვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს. კი მეც ეგრე გავიგე. და საერთოდ ყველა მაგას ამბობს, მაგრამ როგორც მითხრეს გაზაფხულისთვის დაეცემაო ფასებიო... Quote
Shopen Posted March 7, 2012 Posted March 7, 2012 ძალიან მაგარი ნიუსია, მაგრამ რომ გამოვა სავარაუდოდ ssd ზე ბევრად ძვირი ეღირება, მოკლედ საშუალო ფენის ადამიანს თუ გინდა თექნოლოგიის ყიდვა ან ძველი უნდა იყიდო ან უნდა დაელოდო როდის დაძველდება თორე ახალს ისეთი ფასი ადევს სუ აღარ გინდა მერე ყიდვა გეთანხმები,სწორედ მასეა საქართველოში რაც ძალიან ცუდია ერთი ზაან მიკვრის ადრე ოპერა ზვირი იყო დაეცა ასევე დედაპლატებზე ეხა hdd მოიმატა რაზე ტო 120 ლარი რაც გირდა 240 ლარი დაადეს ვინჩოების დეფიციტია მისი საწარმო დაიტბორა ტაივანში და :vis: Quote
jijibu Posted May 12, 2012 Posted May 12, 2012 აღადგინეს წარმოებები უკვე. თუმცა, მაინც აჭიანურებდნენ აქამდეც და ახლაც არ ჩქარობენ ფასების დაკლებას. ეგ კი არა, HDD მწარმოებლები ბრენდებს (HP, ASUS და ა.შ.) კონტრაქტებს ხო უდებენ მოლაპარაკებაზე და ფასები როგორც კი ავარდა, მაშინ მიაწვნენ ხანგრძლივვადიანი კონტრაქტის გაფორმებაზე. ცალკე Seagate-მა Samsung-ის ვინჩესტერების წარმოება იყიდა, Hitachi Western Digital-მა გადაიბარა ახლახანს და მანდ რა გარიგებები იქნება ორ ახალ გიგანტს შორის, ვინ იცის. მოკლედ, დაველოდოთ და ეგებ სექტემბერში დაბრუნდეს ეგებ ფასები ძველ ნიშნულზე, როგორც ვარაუდობენ. თან კომპის გამოცვლა მინდა და ვინჩესტერში CPU-ს ტოლი ფული რა პონტში გადავიხადო? :blush: Quote
George Posted May 22, 2012 Posted May 22, 2012 HDD ზომები 2016-ში გაორმაგდებაო http://www.overclockers.ru/hardnews/47503/Emkost_zhestkih_diskov_udvoitsya_k_2016_godu.html Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.