kloud Posted February 5, 2012 Posted February 5, 2012 მოკლედ 7-ში მაქ გამოცდა ანუ ზეგ და თუ ვინმეს შეგიძლიათ დამეხმაროთ ამ მაგალითების ამოხსნაში მადლობელი ვიქნები. ბილეთი 1 1. ეკრანიდან შეგაქვთ ნამდვილი ტიპის კვადრატული მატრიცა.დაითვალეთ იმ ელემენტების საშუალო არითმეტიკული,რომლებიც მოთავსებულია ქვიშის საათში.(შესაძლო საფრთხეებისათვის გამოიყენეთ try… catch წყვილი). 6ქულა 2. ეკრანიდან შეგაქვთ სტრინგების მიმდევრობა.დაბეჭდეთ უშუალოდ ის სტრინგები,რომლებშიც განმეორებადი სიმბოლოები გხვდებათ. 5 ქულა 3. ეკრანიდან შეგაქვთ მთელი რიცხვების მიმდევრობა.დაბეჭდეთ მხოლოდ იმ ელემენტების ორობითი წარმოდგენა,რომლების ორობით წარმოდგენაში ლუწ ნომრიან ბაიტში 1-იანების მაქსიმალური რაოდენობაა(შესაძლო საფრთხეებისათვის გამოიყენეთ try… catch წყვილი). 6ქულა 4. ეკრანიდან შეგაქვთ მთელი რიცხვების მიმდევრობა,იპოვეთ მინიმალური მხოლოდ დადებით ელემენტებს შორის (შესაძლო საფრთხეებისათვის გამოიყენეთ try… catch წყვილი). 4 ქულა 5. ეკრანიდან შეგაქვთ მთელი დადებითი რიცხვების მიმდევრობა.ამ მიმდევრობის ყველა წევრი შეცვალეთ შესაბამისი უარყოფითი ალტერნატივით,გამოიყენეთ მხოლოდ ბიტური ოპერაციები.(შესაძლო საფრთხეებისათვის გამოიყენეთ try… catch წყვილი). 4 ქულა ბილეთი 2 1. ეკრანიდან შეგაქვთ ნამდვილი ტიპის კვადრატული მატრიცა.დაითვალეთ იმ ელემენტების საშუალო არითმეტიკული,რომლებიც მოთავსებულია ქვიშის საათში.(შესაძლო საფრთხეებისათვის გამოიყენეთ try… catch წყვილი). 6ქულა 2. ეკრანიდან შეგაქვთ სტრინგების მიმდევრობა.დაბეჭდეთ უშუალოდ ის სტრინგები,რომლებშიც განმეორებადი სიმბოლოები არ გხვდებათ. 5 ქულა 3. ეკრანიდან შეგაქვთ მთელი რიცხვების მიმდევრობა.დაბეჭდეთ მხოლოდ იმ ელემენტების ორობითი წარმოდგენა,რომლების ორობით წარმოდგენაში კენტ ნომრიან ბაიტში 0-იანების მინიმალური რაოდენობაა(შესაძლო საფრთხეებისათვის გამოიყენეთ try… catch წყვილი). 6ქულა 4. ეკრანიდან შეგაქვთ მთელი რიცხვების მიმდევრობა,იპოვეთ მაქსიმალური მხოლოდ უარყოფით ელემენტებს შორის (შესაძლო საფრთხეებისათვის გამოიყენეთ try… catch წყვილი). 4 ქულა 5. ეკრანიდან შეგაქვთ მთელი დადებითი რიცხვების მიმდევრობა.ამ მიმდევრობის ყველა წევრი შეცვალეთ შესაბამისი უარყოფითი ალტერნატივით,გამოიყენეთ მხოლოდ ბიტური ოპერაციები.(შესაძლო საფრთხეებისათვის გამოიყენეთ try… catch წყვილი). 4 ქულა
kloud Posted February 5, 2012 Author Posted February 5, 2012 არა ბიჯო Java ბენიძე ასწავლის ქალი როა რა, აი შენთან რომ ამოვდიოდით ორშაბათობით 323 აუდიტორიაში ეგაა. ერთადერთი საგანია რომლისაც მეშინია მეტი ყველა 90+ ჩავაბარე, ამაში კიდე ჩარჩენის მეშინია, პრაქტიაკს საჭიროებს რა ამოცანების კეთების და მე კიდე სამსახურის გამო ვერ ვიცლიდი რა და ჩავვარდი ასეთ მდგომარეობაში
ჯამბო Posted February 5, 2012 Posted February 5, 2012 მეც მაქვს ეგ ჩასაბარებელი მარა ვისთან არ მახსოვს ვაბშე არ მივლია ჯავაზე მე :xelitavi:
kloud Posted February 5, 2012 Author Posted February 5, 2012 ბენიძესთან იქნება მეტი ვისთან, ოკ ძაან კაი თუ არ გივლია არც მიხვიდე და გადახდა არ მოგიწევს როცა 0 ქულით დაამთავრებ საგანს(მე როგორც ვიცი ესეა) და სხვა საგანზე გააცვლევინე თორე ეგ ახრებულად არ წერს ქულებს.
ჯამბო Posted February 5, 2012 Posted February 5, 2012 ბენიძესთან იქნება მეტი ვისთან, ოკ ძაან კაი თუ არ გივლია არც მიხვიდე და გადახდა არ მოგიწევს როცა 0 ქულით დაამთავრებ საგანს(მე როგორც ვიცი ესეა) და სხვა საგანზე გააცვლევინე თორე ეგ ახრებულად არ წერს ქულებს. ხო ვიცი რო ეგრე არ წერს ქულებს და მაგაზე მექნება სატ...ურო რა :D
kloud Posted February 5, 2012 Author Posted February 5, 2012 ხო ვიცი რო ეგრე არ წერს ქულებს და მაგაზე მექნება სატ...ურო რა ჰოდა შეაცვლევინე სხვა ჯგუფელებმა ეგრე ქნეს თავიდანვე უარი თქვეს ამ საგანზე და აწი გაივლაინ სხვა საგანს მგონი ამის ნაცვლად
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.