Jump to content

Java-ში მაქ გამოცდა ზეგ და დამეხმარეთ ვისაც შეგიძლიათ

Recommended Posts

Posted

მოკლედ 7-ში მაქ გამოცდა ანუ ზეგ და თუ ვინმეს შეგიძლიათ დამეხმაროთ ამ მაგალითების ამოხსნაში მადლობელი ვიქნები.

ბილეთი 1

1. ეკრანიდან შეგაქვთ ნამდვილი ტიპის კვადრატული მატრიცა.დაითვალეთ იმ ელემენტების საშუალო არითმეტიკული,რომლებიც მოთავსებულია ქვიშის საათში.(შესაძლო საფრთხეებისათვის გამოიყენეთ try… catch წყვილი). 6ქულა

2. ეკრანიდან შეგაქვთ სტრინგების მიმდევრობა.დაბეჭდეთ უშუალოდ ის სტრინგები,რომლებშიც განმეორებადი სიმბოლოები გხვდებათ. 5 ქულა

3. ეკრანიდან შეგაქვთ მთელი რიცხვების მიმდევრობა.დაბეჭდეთ მხოლოდ იმ ელემენტების ორობითი წარმოდგენა,რომლების ორობით წარმოდგენაში ლუწ ნომრიან ბაიტში 1-იანების მაქსიმალური რაოდენობაა(შესაძლო საფრთხეებისათვის გამოიყენეთ try… catch წყვილი). 6ქულა

4. ეკრანიდან შეგაქვთ მთელი რიცხვების მიმდევრობა,იპოვეთ მინიმალური მხოლოდ დადებით ელემენტებს შორის (შესაძლო საფრთხეებისათვის გამოიყენეთ try… catch წყვილი). 4 ქულა

5. ეკრანიდან შეგაქვთ მთელი დადებითი რიცხვების მიმდევრობა.ამ მიმდევრობის ყველა წევრი შეცვალეთ შესაბამისი უარყოფითი ალტერნატივით,გამოიყენეთ მხოლოდ ბიტური ოპერაციები.(შესაძლო საფრთხეებისათვის გამოიყენეთ try… catch წყვილი). 4 ქულა

ბილეთი 2

1. ეკრანიდან შეგაქვთ ნამდვილი ტიპის კვადრატული მატრიცა.დაითვალეთ იმ ელემენტების საშუალო არითმეტიკული,რომლებიც მოთავსებულია ქვიშის საათში.(შესაძლო საფრთხეებისათვის გამოიყენეთ try… catch წყვილი). 6ქულა

2. ეკრანიდან შეგაქვთ სტრინგების მიმდევრობა.დაბეჭდეთ უშუალოდ ის სტრინგები,რომლებშიც განმეორებადი სიმბოლოები არ გხვდებათ. 5 ქულა

3. ეკრანიდან შეგაქვთ მთელი რიცხვების მიმდევრობა.დაბეჭდეთ მხოლოდ იმ ელემენტების ორობითი წარმოდგენა,რომლების ორობით წარმოდგენაში კენტ ნომრიან ბაიტში 0-იანების მინიმალური რაოდენობაა(შესაძლო საფრთხეებისათვის გამოიყენეთ try… catch წყვილი). 6ქულა

4. ეკრანიდან შეგაქვთ მთელი რიცხვების მიმდევრობა,იპოვეთ მაქსიმალური მხოლოდ უარყოფით ელემენტებს შორის (შესაძლო საფრთხეებისათვის გამოიყენეთ try… catch წყვილი). 4 ქულა

5. ეკრანიდან შეგაქვთ მთელი დადებითი რიცხვების მიმდევრობა.ამ მიმდევრობის ყველა წევრი შეცვალეთ შესაბამისი უარყოფითი ალტერნატივით,გამოიყენეთ მხოლოდ ბიტური ოპერაციები.(შესაძლო საფრთხეებისათვის გამოიყენეთ try… catch წყვილი). 4 ქულა

Posted

არა ბიჯო Java ბენიძე ასწავლის ქალი როა რა, აი შენთან რომ ამოვდიოდით ორშაბათობით 323 აუდიტორიაში ეგაა. ერთადერთი საგანია რომლისაც მეშინია მეტი ყველა 90+ ჩავაბარე, ამაში კიდე ჩარჩენის მეშინია, პრაქტიაკს საჭიროებს რა ამოცანების კეთების და მე კიდე სამსახურის გამო ვერ ვიცლიდი რა და ჩავვარდი ასეთ მდგომარეობაში

Posted

მეც მაქვს ეგ ჩასაბარებელი მარა ვისთან არ მახსოვს :D

ვაბშე არ მივლია ჯავაზე მე :xelitavi:

Posted

ბენიძესთან იქნება მეტი ვისთან, ოკ ძაან კაი თუ არ გივლია არც მიხვიდე და გადახდა არ მოგიწევს როცა 0 ქულით დაამთავრებ საგანს(მე როგორც ვიცი ესეა) და სხვა საგანზე გააცვლევინე თორე ეგ ახრებულად არ წერს ქულებს.

ხო ვიცი რო ეგრე არ წერს ქულებს და მაგაზე მექნება სატ...ურო რა :D

Posted

ხო ვიცი რო ეგრე არ წერს ქულებს და მაგაზე მექნება სატ...ურო რა :D

ჰოდა შეაცვლევინე სხვა ჯგუფელებმა ეგრე ქნეს თავიდანვე უარი თქვეს ამ საგანზე და აწი გაივლაინ სხვა საგანს მგონი ამის ნაცვლად

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.