Jump to content

Recommended Posts

Posted

DVI vs VGA vs HDMI რომელზე ჯობია რომ გქონდეს შეერთებული

Posted

HDMI-ზე ჯობია შეაერტო ;) ნატლად იგრძნობა სხვაობა VGA სთან შედარებით

ან DVI-ზე თუ HDMI კაბელი არ გაქვს

VGA გამორიცხე :D

Posted

მართალი გითხრა, ჩამოთვლილს შორის VGA ყველაზე ცუდი ვარიანტია.

1.HDMI

2.DVI

3.VGA

4.S-video (ამას ჩვეულებრივ, კინესკოპურ ტელევიზორებზე ხმარობდნენ, მაგალითად, კომპიდან რამის ყურება უნდოდა მთელ ოჯახს და TV ბევრად დიდი ზომის იყო, ვიდრე მონიტორი, მაგრამ ხარისხი ქონდა... საერთოდ თუ ქონდა :D )

Posted

HDMI FOREVER

  • Upvote 2
Posted

HDMI ია ყველაზე კარგი ვარიანტ მერე DVI და ბოლოს VGA

  • Upvote 1
Posted

ვხურავ

Posted

თემა გავხსენი, განხილვისთვის.

ვინც ფიქრობთ, რომ HDMI უკეთესია DVI-სთან შედარებით კომპ. მონიტორებისთვის, შეგიძლიათ ახსნათ რატომ?

გარდა იმისა, რომ კაბელი კომპაქტურია უფრო, რა + აქვს HDMI-ს DVI-სთან შედარებით? გამოსახულების ხარისხში არის განსხვავება და ა.შ.?

ჯობია ერთ თემაში დეტალურად მოვუყაროთ ინფოს თავი და შემდგომ თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება ხოლმე, აქ დავულინკავთ.

ჩემის მხრივ, ვიტყვი, რომ HDMI სულაც არაა კომპებისთვის შექმნილი სტანდარტი და სულაც არაა DVI-ს განვითარების შემდგომი საფეხური.

HDMI რეალურად არის ტელევიზორებისთვის, DVD/BD პლეერებისთვის და ა.შ. შექმნილი სტანდარტი, არა კომპებისთვის, კომპებისთვის შეიქმნა DisplayPort.

ასევე, DVI-ც სპეციალურად კომპ. ტექნიკისთვისაა დამზადებული.

ვიდეო სიგნალი HDMI-სა და DVI-ში არის აბსოლუტურად იდენტური, შესაბამისად, ჩვენების ხარისხში სხვაობა არის 0.

სხვაობა - HDMI-ს აქვს ხმისა და ნეტის გადაცემის შესაძლებლობაც, DVI-ს არა (ამ შემთხვევაში საჭირო რევიზიის HDMI კაბელია საჭირო, + მიმღები და გადამცემი მოწყობილობებიც უნდა იყვნენ თავსებადი ამ რევიზიასთან. HDMI-ს ბოლო რევიზიაა 1.4)

ახლა მეორე საკითხია, რაში გვჭირდება ნეტის გადაცემის შესაძლებლობა კომპ. მონიტორში. აუდიო კიდევ ჯანდაბას, მაგრამ ეგეც მარაზმია. აი ტელევიზორებისთვის კი ორივე ძალიან გამართლებულია.

+ HDMI-სთან მიმართებაში ერთი საკმაოდ სერიოზული პრობლემაა - პრობლემა კომპის standy/sleep რეჟიმებთან (მაგალითად, შეიძლება მონიტორი ვერ გადავიდეს standby-ში, ან პირიქით, ვერ გაიღვიძოს თუ HDMI კაბელს არ გამოაძრობთ და არ შეარჭობთ ხელახლა). ბოლო რევიზიის HDMI-ში თუ გამოასწორეს რაიმე ამ მხრივ, არ ვიცი, პირადად ვერ გავტესტე, არ აქვს ჩემს მონიტორს HDMI პორტი.

დასკვნა - ჩემი აზრით, კომპ. მონიტორებზე DVI-დან HDMI-ზე დააპგრეიდება უაზრობაა, არანაირ პლიუსს არ იძლევა რეალურად.

ასევე უაზრობაა თუ თუ კაბელი არ გვაქვს (საბედნიეროდ, DVI მაინც ყველა მონიტორს მოყვება ხოლმე) HDMI-ში მეტი ფულის მიცემა.

საუბარი რომ იყოს დისპლეიპორტზე, მაშინ კი ბატონო, გამართლებული იქნებოდა აპგრეიდი, უამრავი კარგი ფიჩერის გამო, რომელიც სპეციალურად კომპ. ტექნიკისთვისაა გათვალისწინებული (მაგალითად, მონიტორს თუ USB პორტებიც აქვს, დისპლეიპორტ კაბელის გამოყენებით აღნიშნული პორტების ამუშავებაც შესაძლებელია).

Posted

ჩემთვის არაა დიდი სხვაობა ვანო HDMI და DVI შორის, თუმცა ზოგიერთები წერენ რომ შავი ფერია გამოსწორებულიო ბოლო პრაშივკის HDMI-ში, თუმცა რამდენათ მართალია ვერ გეტყვი პირადათ არა მაქვს დატესტილი, ისე კი ორივეს აქვს HDCP მხარდაჭერა და ციფრული აუდიოს ამუშავება სხვა მეთოდებითაც შეიძლება და არც თუ ისე ძნელია ეგ რომ დაგჭირდეს

Posted

ხო მაგრამ VGA ხომ ჯობია ორივე? თუ არა?ორნაირი HDMI დაგამყვანი მაქვს 1 აქვს ცოტა წვერი მეორეს უფრო მეტი რამე განსხვავება არის თუ სულერთია რომელს შევაერთებ?

Posted

პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი, DVI-თ ვსინჯე შეერთება და პარალელურად HDMI-საც ვტესტავდი, DVI-ზე ცოტა უფრო blur-ივით იყო კონტურები და HDMI-ს რომ ვაერთებდი, აბსოლიტურად 1-1-ში ჩვენება ქონდა (მონიტორსა და TV შორის სხვაობაზე ვამბობ) ამიტომ გადავედი HDMI-ზე.

ამ ყველაფერს ვამბობ TV-ზე შეერთების შემთხვევაში, მარტო მონიტორზე არ მიცდია, უფრო სწორედ, არც მაქვს HDMI და DVI პორტიანი მონიტორი.

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.