Jump to content

Recommended Posts

Posted

ფორუმზე ბევრი სვამს კითხვას თუ როგორი უნდა იყოს კეისში ჰაერის ცირკულაცია და სადაა უმჯობესი ფენების დაყენება.ამიტომ გადავწყვიტე ამ თემის დაწერა,ვფიქრობ მსგავს კითხვებს ეს თემა უპასუხებს.

3a1473052122.jpg

ზემოთ სურათზე კარგადაა ყველაფერი ნაჩვენები.ახლა საკუთარ მაგალითს მოვიყვან:

mid-tower ზეა საუბარი სადაც კვების ბლოკი ქვევით ყენდება(ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს)

a47251fc37b9.jpg

ანუ სასურველია ერთი 120მმ იანი ფენი რომელიც შეიტანს ჰაერს კეისში

ასევე აუცილებელიცაა (ჩემი აზრით) 2 ფენი ერთი კეისის უკანა პანელზე ,ერთიც სულ მაღლა.

გაითვალისწინეთ ისიც რომ რაც დიდია ფენი მით უფრო კაგად ხდება ცირკულაცია,"კეისის ფენები" სასურველია არ აღემატებოდნენ 1200 იან ფრუნვას(რპმ).

10530c5bbfff.jpg

თუ კეისის გვერდი საშუალებას გაძლევთ დააყენოთ ფენები ძალიან კარგი,რადგანაც ამ ადგილებში დაყენებული ფენებიდან ჰაერი პიდაპირ პროცესორს და ვიდეო დაფას ხვდება.

იმედია ეს თემა დაგეხმარებათ ვინც ჯერ არ იცის,როგორ ყენდება ფენები.

მეც ზუსტად ეგრე მაქ, და ისეთი გრილია კეისი რო რავიცი :D ზოგჯერ თბილ ჰაერს ვნატრობ რო დაუბეროს თორე ოთახში მაგრად აცივდა :D

არ მაქ ფოტოაპარატი თორე შემოვაგდებდი ჩემი ქულერმასტერის კეისის და თერმალ თეიკის SpinQ VT-ს სურათებს :)

დაახლოებით ესე მაქ პროსტა კეისი ქულერებით მაქ გაძეძგილი :D

image4.jpg

  • 2 years later...
Posted

წინიდან მაღლა მივაყენე დამატებით მეექვსე ფანი შეტანაზე და ხო არ შემოვატრიალო?

 

b7fe4ed228ebe43fab402324da0884d1.jpg

Posted


წინიდან მაღლა მივაყენე დამატებით მეექვსე ფანი შეტანაზე და ხო არ შემოვატრიალო?
იყოს როგორცაა :)
Posted

იყოს როგორცაა :)

ნამეტანი მაღლაა და ეგეც გატანაზე ხო არ გავაკეთო მეთქი მაგას ვფიქრობ

Posted


ნამეტანი მაღლაა და ეგეც გატანაზე ხო არ გავაკეთო მეთქი მაგას ვფიქრობ
არამგონია უკეთესი შედეგი მიიღო, თან ცხელი ჰაერის წინ გამოტანა არამგონია შენთვისვე კომფორტული იყოს :D
Posted

არამგონია უკეთესი შედეგი მიიღო, თან ცხელი ჰაერის წინ გამოტანა არამგონია შენთვისვე კომფორტული იყოს :D

რავი მერე ვცდი შეტრიალებას, იცი რატო ვიფიქრე, მაღლითა ფანებს ხო არ შეუშლის ხელს ცხელინ ჰაერის გაწოვაშითქო, მე არ შემაწუხებს წინიდან დაბერილი ცხელი ჰაერი მაგიდიდან 2 120მმ ფანი მაგრილებს  :D

Posted


მაღლითა ფანებს ხო არ შეუშლის ხელს ცხელინ ჰაერის გაწოვაშითქო
არც ეგაა გამორცხული, მაღლა თუ 2 ცალი ფანი გიყენია ეგ მარტლა ზედმეტია გინდ შემტანად გინდ გამტანად :D
Posted

არც ეგაა გამორცხული, მაღლა თუ 2 ცალი ფანი გიყენია ეგ მარტლა ზედმეტია გინდ შემტანად გინდ გამტანად :D

რამე კვამლი უნდა ვიჩალიჩო და გამოჩნდება რა როგორაა

  • 7 months later...
Posted

მემქონდა "უცნაური" შემთხვევა.. კომპიუტერის გამოცვლის მერე.. ადრე თემაც მქონდა აქ გახსნილი.. მოკლედ მაგიდის ჭრილი სადაცაა კომპიუტერის შესადები, არ ყოფნიდა ადგილი ჰაერის ცირკულაციისთვის როგორც ჩანს.. დაიწყო გახურება და წუილი.. ვა რა არ ვცადე მეთქი რა ხდება..თიშავდა კომპს რა. .წავიღე საგარანტიოზე, ტეესტავდნენ არაფერი.. 2ჯერ :D ქეისი ბანზი მაქ.. ჰოდა მე თითონ მოვტვინე მერე და გამოვდგი ფეხებთან დავიდგი რა და გაუარა ყველაფერმა მას მერე აგერ 4 წელია გასული ლამის. დავამატე 1 გამწოვი მერე )))

Posted

ერთი შეკითხვა მაქვს მეც ვაპირებდი დაყენებას ეხლა კი გახსნილ-დაწვენილი მაქვს კეისი დროებით ერთი 120-იანი ლედ ფენი მაქვს ხოდა ვაპირებ დამატებას, ვინმეს გაქვთ ნაცადი ორი 120-იანი რომ ერთმანეთზე გადავაბა? აი ესეთი ბოლოები ხომ აქვს:
molex-fan-connector.jpg

ხოდა ფენის მოლექსები ერთმანეთზე რო გადავაბა ორის და მერე სამპინიანი მაზერში ჩავარჭო? ეს იმისთვის მინდა რომ პირდაპირ კვებაზე რო ვაერთებ მაქსიმალურით ბრუნავს და ხმაურიანია და თან დედაპლატას სამი აქვს დამატებითი მე კიდევ 6-ის ადგილი მაქვს კეისში 1 წინ(120მმ), 1 უკან(80მმ), 2 გვერდზე(120მმ) და 2-ც თავზე(120მმ).
პ.ს. თემის ავტორს +1

Posted

ახლა 4 ფენი უნდა დავამატო (3 დევს უკვე) და ასე ვაპირებ ჩასმას.

 

026jWl2.jpg

 

ნორმალურია? (მახინჯი ეროუებისთვის ბოდიშით :D)

Posted


ვინმეს გაქვთ ნაცადი ორი 120-იანი რომ ერთმანეთზე გადავაბა?

კი, არაა პრობლემა თუ ერთნაირი ფანებია, თუ სხვადასხვა არ იმუშავებენ წესივრად ტანდემში თორე არც ეგაა რაიმე პრობლემა :)

  • Upvote 1
Posted

ახლა 4 ფენი უნდა დავამატო (3 დევს უკვე) და ასე ვაპირებ ჩასმას.

 

026jWl2.jpg

 

ნორმალურია? (მახინჯი ეროუებისთვის ბოდიშით :D)

ეგრე მაქ ზუსტად პროსტა მაღლა 2 ფანი აყეანია

Posted

კი, არაა პრობლემა თუ ერთნაირი ფანებია, თუ სხვადასხვა არ იმუშავებენ წესივრად ტანდემში თორე არც ეგაა რაიმე პრობლემა :)

და ეგ ორივე რო მაზერის ერთ სამ პინიანში შევაერთო მერე ეყოფა დენი? თან ექვს ქულერს გაქაჩავს ჩემი პლატა?
Posted


და ეგ ორივე რო მაზერის ერთ სამ პინიანში შევაერთო მერე ეყოფა დენი?

კი, არანაირი პრობლემა


თან ექვს ქულერს გაქაჩავს ჩემი პლატა?

ექვსივეს ერთზე ნუ შეაერთებ და 12-საც გაქაჩავს :)

  • Upvote 1
Posted

ხო ორ-ორად ვაპირებ შეერთებას! ;)

Posted


ხო ორ-ორად ვაპირებ შეერთებას!

გადამყვან-გამანაწილებლებიც არის და თუ მონახავ იმათ გადაჭრა-გადაბმა აღარ მოგიწევს :)

Posted

არა, ვაპირებ მოლექსიანები ვიყიდო, ერთმანეთზე მოლექსით გადაებმება და ერთ-ერთის სამპინიანს მაზერში შევაერთებ. ერთი დიფქულის მაქვს, ლედით და დანარჩენებიც ლედით მინდა.

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.