მიშა Posted November 1, 2010 Posted November 1, 2010 არ ვიცი რამდენად ინფორმირებული ხართ, მაგრამ 500$ ფასის სეგმენტში საუკეთესო და ყველაზე მრავალფუნქციური არჩევანი დღეისთვის ფოტოკამერა Pentax K-x გახლავთ. მას ზუსტად იგივე სენსორი აქვს, რაც Nikon D5000-ს (Sony-ს წარმოების 12.4MP-იანი APS-C ფორმატის სენსორი), იღებს ოდნავ უკეთეს ფოტოებს, ცუდი განათებისას კარგი წარმადობა აქვს, აგრეთვე არ აქვს 720p ვიდეოს გადაღების დრო შეზღუდული... რათქმაუნდა უარყოფითი მხარეებიც ბლომად აქვს, მაგრამ სად 500$-ად ამის ყიდვა და სად 650-ად D5000-ის?... ჰოდა მას შემდეგ, რაც Canon-მა მოახდინა ახალი EOS 60D-ს წარდგენა, ხოლო Nikon-მა - D3100-ისა (ამ უკნასკნელზე ინფორმაცია დავდე კიდეც), Pentax-მაც განიზრახა ახალი კამერის დემონსტრირება. მას Pentax K-r ქვია და K-x-ის პირდაპირი შთამომავალია. გარეგნულად K-x-ისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება: ისეთივე პატარა და მოსახერხებელია: ძირითადი მახასიათებლები: 12.4mp-იანი გაუმჯობესებული APS-C (23.6x15.8) CMOS სენსორი, Prime II ძრავი. 6FPS მიყოლებით გადაღების საშუალება. ბუფერი 25 სურათს იტევს (K-x - 4.7FPS, 17 ფოტო). დღეისთვის საშუალო დონის DSLR-ებისთვის მაქსიმალური მნიშვნელობაა. 11-წერტილიანი ავტოფოკუსი SAFOX IX. ავტოფოკუსის დამხმარე ნათურა ცუდი განათებისთვის. ხედვის არის 96%-იანი დაფარვის მქონე ხედის მაძიებელი 0.85x გადიდებით. 3"-იანი LCD დისპლეი ხედვის დიდი კუთხეებით და 921000 წერტილით. "ორმაგი კვების" სისტემა. გათვლილია როგორც სპეციალურ სტანდარტულ Li-Ion აკუმულატორზე, ასევე AA ტიპის ბატარეებზე სამუშაოდ (ამ შემთხვევაში D-BH109 ბატარეების კონტეინერია საჭირო). ვიბრაციის ჩამხშობი მექანიზმი Pentax SR, რაც სენსორის მოძრაობას გულისხმობს. მაღალსიჩქარიანი ინფრაწითელი ინფორმაციის გადამცემი IrSimple. HDTV-ს ტოლფასი (ალბათ პროპორციულად?!) ვიდეოს გადაღების საშუალება (1280x720 @ 25fps). ქრომატული აბერაციის კომპენსაციის საშუალება "DA-", "DFA-" და "FA" ტიპის ობიექტივებისთვის. სენსორის მტვრისგან გაწმენდა. თეთრი ფერის ბალანსში ჩამატებულია "CTE" ფუნქცია, რაც ოდნავ აუმჯობესებს საბოლოო შედეგს. ავტორი:მიშა მაქს. ISO 25600 შუქმგრძნობელობა. აკუმულატორი: K-x-ის მსგავსად K-r-იც რამდენიმე ფერისა გამოვა: კამერა მაღაზიებში 2010 წლის ოქტომბერში გამოვა. მისი ფასი სტანდარტული 18-55მმ-იანი "DA" ობიექტივით 845 აშშ დოლარი იქნება, ხოლო 18-55მმ-იანი და 55-200მმ-იანი ობიექტივებით - 890 დოლარი. ---------------------------------------------------------------------------------------------- ისე, მე თუ მკითხავთ, ეს K-x-ის მოდერნიზებული ვარიანტია და ცოტა არ იყოს, ძვირი მეჩვენება, მაგრამ მთავარია ამის გამოსვლის შემდეგ K-x-ის ფასმა დაიკლოს 2 Quote
eVo Posted May 30, 2012 Posted May 30, 2012 bulb mode-ით დიდი ხნით რო დავაყოვნო პულტი მინდა მაგრამ ვერ გავიგე რომელი პულტი უნდა გამოვწერო. იქნებ რამე მირჩიოთ. Quote
მიშა Posted May 30, 2012 Author Posted May 30, 2012 http://www.pentaxforums.com/forums/pentax-beginners-corner-q/131446-ir-remote-advice-please.html Quote
eVo Posted May 30, 2012 Posted May 30, 2012 http://www.pentaxfor...ice-please.html http://www.amazon.co...38369572&sr=8-6 კაი ნუ ეს რო გამოვწერო რამდენი მეტრიდან შეძლებს სიგნალის დაჭერას? მაგალითად მინდა ჩიტების მტრედების დაფრენა აფრენის გადაღება შტატივზე რო დავაყენო აპარატი და იქვე საჭმელი დავუყარო და დავიწყო გადაღება 2 მეტრში რო დავდგე აპარატიდან იქ ჩიტი ან მტრედი მოვა? ხოდა ანუ რამდენი მეტრიდან შეუძლია სიგნალის დაჭერა მაგას ვერსად ვპოულობ. P. S. k-r-ს k-x რატო გირჩევია? Quote
მიშა Posted May 30, 2012 Author Posted May 30, 2012 იმ ლინკზე რეებს წერენ, ნახე? ზოგი ამბობს 3-5 მეტრზე იჭერს, ისიც წინიდან თუ დაუდგები კამერასო. ზოგი - 15 მეტრზეც უპრობლემოდ მუშაობსო. მე ნამდვილად არ ვიცი რამდენი მეტრიდან დაიჭერს სიგნალს. მამა-პაპური შნურიანი ვერსია ხომარ აჯობებდა? Quote
eVo Posted May 30, 2012 Posted May 30, 2012 ხო წავიკითხე და მაგიტო დავიბენი. და შნური სად შევუერთო მერე. :D Quote
მიშა Posted May 30, 2012 Author Posted May 30, 2012 ხო წავიკითხე და მაგიტო დავიბენი. და შნური სად შევუერთო მერე. შნური USB-ში ერთდება რამდენადაც ვიცი. K-x მირჩევნია იმიტომ, რომ როდესაც ეგ თემა დავწერე, მაშინ K-r არარეალურად ძვირი ღირდა, K-x-ს კი სავსებით ლოგიკური და მისაღები ფასი ედო. Quote
eVo Posted May 30, 2012 Posted May 30, 2012 http://www.ebay.com/...6-/220719312853 . ესეც ნახე აბა მაგრად მაწყობს ის პლასმასიც დამიკარგა ძმაკაცმა და ეს პულტი რო ვიყიდო მოყვება? მაგრამ ebay-დან ფეიფალი და მილიონი რაღაც უნდა ვინმე არ იცით რო დამეხმაროს გამოწერაში? http://www.amazon.com/Pentax-Remote-Control-Digital-Cameras/dp/B00005AB9R/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1338370998&sr=8-1 ან ეს რა ჩემი ფეხებია ტო. Quote
მიშა Posted May 30, 2012 Author Posted May 30, 2012 els.ge-ს, ან get.ge-ს დაუკავშირდი, როგორც ვიცი მაგათ ჩამოაქვთ. Quote
eVo Posted May 30, 2012 Posted May 30, 2012 http://www.amazon.com/RainbowImaging-bayonet-PENTAX-50-200mm-replaces/dp/B003XATWS0/ref=sr_1_24?ie=UTF8&qid=1338387556&sr=8-24 კიტ ლინზაზე წავა ხო მგონი ეს? Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.