მიშა Posted November 1, 2010 Posted November 1, 2010 არ ვიცი რამდენად ინფორმირებული ხართ, მაგრამ 500$ ფასის სეგმენტში საუკეთესო და ყველაზე მრავალფუნქციური არჩევანი დღეისთვის ფოტოკამერა Pentax K-x გახლავთ. მას ზუსტად იგივე სენსორი აქვს, რაც Nikon D5000-ს (Sony-ს წარმოების 12.4MP-იანი APS-C ფორმატის სენსორი), იღებს ოდნავ უკეთეს ფოტოებს, ცუდი განათებისას კარგი წარმადობა აქვს, აგრეთვე არ აქვს 720p ვიდეოს გადაღების დრო შეზღუდული... რათქმაუნდა უარყოფითი მხარეებიც ბლომად აქვს, მაგრამ სად 500$-ად ამის ყიდვა და სად 650-ად D5000-ის?... ჰოდა მას შემდეგ, რაც Canon-მა მოახდინა ახალი EOS 60D-ს წარდგენა, ხოლო Nikon-მა - D3100-ისა (ამ უკნასკნელზე ინფორმაცია დავდე კიდეც), Pentax-მაც განიზრახა ახალი კამერის დემონსტრირება. მას Pentax K-r ქვია და K-x-ის პირდაპირი შთამომავალია. გარეგნულად K-x-ისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება: ისეთივე პატარა და მოსახერხებელია: ძირითადი მახასიათებლები: 12.4mp-იანი გაუმჯობესებული APS-C (23.6x15.8) CMOS სენსორი, Prime II ძრავი. 6FPS მიყოლებით გადაღების საშუალება. ბუფერი 25 სურათს იტევს (K-x - 4.7FPS, 17 ფოტო). დღეისთვის საშუალო დონის DSLR-ებისთვის მაქსიმალური მნიშვნელობაა. 11-წერტილიანი ავტოფოკუსი SAFOX IX. ავტოფოკუსის დამხმარე ნათურა ცუდი განათებისთვის. ხედვის არის 96%-იანი დაფარვის მქონე ხედის მაძიებელი 0.85x გადიდებით. 3"-იანი LCD დისპლეი ხედვის დიდი კუთხეებით და 921000 წერტილით. "ორმაგი კვების" სისტემა. გათვლილია როგორც სპეციალურ სტანდარტულ Li-Ion აკუმულატორზე, ასევე AA ტიპის ბატარეებზე სამუშაოდ (ამ შემთხვევაში D-BH109 ბატარეების კონტეინერია საჭირო). ვიბრაციის ჩამხშობი მექანიზმი Pentax SR, რაც სენსორის მოძრაობას გულისხმობს. მაღალსიჩქარიანი ინფრაწითელი ინფორმაციის გადამცემი IrSimple. HDTV-ს ტოლფასი (ალბათ პროპორციულად?!) ვიდეოს გადაღების საშუალება (1280x720 @ 25fps). ქრომატული აბერაციის კომპენსაციის საშუალება "DA-", "DFA-" და "FA" ტიპის ობიექტივებისთვის. სენსორის მტვრისგან გაწმენდა. თეთრი ფერის ბალანსში ჩამატებულია "CTE" ფუნქცია, რაც ოდნავ აუმჯობესებს საბოლოო შედეგს. ავტორი:მიშა მაქს. ISO 25600 შუქმგრძნობელობა. აკუმულატორი: K-x-ის მსგავსად K-r-იც რამდენიმე ფერისა გამოვა: კამერა მაღაზიებში 2010 წლის ოქტომბერში გამოვა. მისი ფასი სტანდარტული 18-55მმ-იანი "DA" ობიექტივით 845 აშშ დოლარი იქნება, ხოლო 18-55მმ-იანი და 55-200მმ-იანი ობიექტივებით - 890 დოლარი. ---------------------------------------------------------------------------------------------- ისე, მე თუ მკითხავთ, ეს K-x-ის მოდერნიზებული ვარიანტია და ცოტა არ იყოს, ძვირი მეჩვენება, მაგრამ მთავარია ამის გამოსვლის შემდეგ K-x-ის ფასმა დაიკლოს 2
eVo Posted May 30, 2012 Posted May 30, 2012 bulb mode-ით დიდი ხნით რო დავაყოვნო პულტი მინდა მაგრამ ვერ გავიგე რომელი პულტი უნდა გამოვწერო. იქნებ რამე მირჩიოთ.
მიშა Posted May 30, 2012 Author Posted May 30, 2012 http://www.pentaxforums.com/forums/pentax-beginners-corner-q/131446-ir-remote-advice-please.html
eVo Posted May 30, 2012 Posted May 30, 2012 http://www.pentaxfor...ice-please.html http://www.amazon.co...38369572&sr=8-6 კაი ნუ ეს რო გამოვწერო რამდენი მეტრიდან შეძლებს სიგნალის დაჭერას? მაგალითად მინდა ჩიტების მტრედების დაფრენა აფრენის გადაღება შტატივზე რო დავაყენო აპარატი და იქვე საჭმელი დავუყარო და დავიწყო გადაღება 2 მეტრში რო დავდგე აპარატიდან იქ ჩიტი ან მტრედი მოვა? ხოდა ანუ რამდენი მეტრიდან შეუძლია სიგნალის დაჭერა მაგას ვერსად ვპოულობ. P. S. k-r-ს k-x რატო გირჩევია?
მიშა Posted May 30, 2012 Author Posted May 30, 2012 იმ ლინკზე რეებს წერენ, ნახე? ზოგი ამბობს 3-5 მეტრზე იჭერს, ისიც წინიდან თუ დაუდგები კამერასო. ზოგი - 15 მეტრზეც უპრობლემოდ მუშაობსო. მე ნამდვილად არ ვიცი რამდენი მეტრიდან დაიჭერს სიგნალს. მამა-პაპური შნურიანი ვერსია ხომარ აჯობებდა?
eVo Posted May 30, 2012 Posted May 30, 2012 ხო წავიკითხე და მაგიტო დავიბენი. და შნური სად შევუერთო მერე. :D
მიშა Posted May 30, 2012 Author Posted May 30, 2012 ხო წავიკითხე და მაგიტო დავიბენი. და შნური სად შევუერთო მერე. შნური USB-ში ერთდება რამდენადაც ვიცი. K-x მირჩევნია იმიტომ, რომ როდესაც ეგ თემა დავწერე, მაშინ K-r არარეალურად ძვირი ღირდა, K-x-ს კი სავსებით ლოგიკური და მისაღები ფასი ედო.
eVo Posted May 30, 2012 Posted May 30, 2012 http://www.ebay.com/...6-/220719312853 . ესეც ნახე აბა მაგრად მაწყობს ის პლასმასიც დამიკარგა ძმაკაცმა და ეს პულტი რო ვიყიდო მოყვება? მაგრამ ebay-დან ფეიფალი და მილიონი რაღაც უნდა ვინმე არ იცით რო დამეხმაროს გამოწერაში? http://www.amazon.com/Pentax-Remote-Control-Digital-Cameras/dp/B00005AB9R/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1338370998&sr=8-1 ან ეს რა ჩემი ფეხებია ტო.
მიშა Posted May 30, 2012 Author Posted May 30, 2012 els.ge-ს, ან get.ge-ს დაუკავშირდი, როგორც ვიცი მაგათ ჩამოაქვთ.
eVo Posted May 30, 2012 Posted May 30, 2012 http://www.amazon.com/RainbowImaging-bayonet-PENTAX-50-200mm-replaces/dp/B003XATWS0/ref=sr_1_24?ie=UTF8&qid=1338387556&sr=8-24 კიტ ლინზაზე წავა ხო მგონი ეს?
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now