Jump to content

Recommended Posts

Posted

არ ვიცი რამდენად ინფორმირებული ხართ, მაგრამ 500$ ფასის სეგმენტში საუკეთესო და ყველაზე მრავალფუნქციური არჩევანი დღეისთვის ფოტოკამერა Pentax K-x გახლავთ. მას ზუსტად იგივე სენსორი აქვს, რაც Nikon D5000-ს (Sony-ს წარმოების 12.4MP-იანი APS-C ფორმატის სენსორი), იღებს ოდნავ უკეთეს ფოტოებს, ცუდი განათებისას კარგი წარმადობა აქვს, აგრეთვე არ აქვს 720p ვიდეოს გადაღების დრო შეზღუდული... რათქმაუნდა უარყოფითი მხარეებიც ბლომად აქვს, მაგრამ სად 500$-ად ამის ყიდვა და სად 650-ად D5000-ის?... ჰოდა მას შემდეგ, რაც Canon-მა მოახდინა ახალი EOS 60D-ს წარდგენა, ხოლო Nikon-მა - D3100-ისა (ამ უკნასკნელზე ინფორმაცია დავდე კიდეც), Pentax-მაც განიზრახა ახალი კამერის დემონსტრირება.

მას Pentax K-r ქვია და K-x-ის პირდაპირი შთამომავალია.

qw866.jpg

გარეგნულად K-x-ისგან პრაქტიკულად არ განსხვავდება:

qvjbv.jpg

ისეთივე პატარა და მოსახერხებელია:

z2zu2.jpg

umta6.jpg

ძირითადი მახასიათებლები:

12.4mp-იანი გაუმჯობესებული APS-C (23.6x15.8) CMOS სენსორი, Prime II ძრავი.

6FPS მიყოლებით გადაღების საშუალება. ბუფერი 25 სურათს იტევს (K-x - 4.7FPS, 17 ფოტო). დღეისთვის საშუალო დონის DSLR-ებისთვის მაქსიმალური მნიშვნელობაა.

11-წერტილიანი ავტოფოკუსი SAFOX IX. ავტოფოკუსის დამხმარე ნათურა ცუდი განათებისთვის.

ხედვის არის 96%-იანი დაფარვის მქონე ხედის მაძიებელი 0.85x გადიდებით.

3"-იანი LCD დისპლეი ხედვის დიდი კუთხეებით და 921000 წერტილით.

"ორმაგი კვების" სისტემა. გათვლილია როგორც სპეციალურ სტანდარტულ Li-Ion აკუმულატორზე, ასევე AA ტიპის ბატარეებზე სამუშაოდ (ამ შემთხვევაში D-BH109 ბატარეების კონტეინერია საჭირო).

ვიბრაციის ჩამხშობი მექანიზმი Pentax SR, რაც სენსორის მოძრაობას გულისხმობს.

მაღალსიჩქარიანი ინფრაწითელი ინფორმაციის გადამცემი IrSimple.

HDTV-ს ტოლფასი (ალბათ პროპორციულად?!) ვიდეოს გადაღების საშუალება (1280x720 @ 25fps).

ქრომატული აბერაციის კომპენსაციის საშუალება "DA-", "DFA-" და "FA" ტიპის ობიექტივებისთვის.

სენსორის მტვრისგან გაწმენდა.

თეთრი ფერის ბალანსში ჩამატებულია "CTE" ფუნქცია, რაც ოდნავ აუმჯობესებს საბოლოო შედეგს.

ავტორი:მიშა

მაქს. ISO 25600 შუქმგრძნობელობა.

აკუმულატორი:

b9tv3.jpg

K-x-ის მსგავსად K-r-იც რამდენიმე ფერისა გამოვა:

gds7f.jpg

კამერა მაღაზიებში 2010 წლის ოქტომბერში გამოვა. მისი ფასი სტანდარტული 18-55მმ-იანი "DA" ობიექტივით 845 აშშ დოლარი იქნება, ხოლო 18-55მმ-იანი და 55-200მმ-იანი ობიექტივებით - 890 დოლარი.

----------------------------------------------------------------------------------------------

ისე, მე თუ მკითხავთ, ეს K-x-ის მოდერნიზებული ვარიანტია და ცოტა არ იყოს, ძვირი მეჩვენება, მაგრამ მთავარია ამის გამოსვლის შემდეგ K-x-ის ფასმა დაიკლოს hmm2.gif

  • Upvote 2
  • 1 year later...
Posted

bulb mode-ით დიდი ხნით რო დავაყოვნო პულტი მინდა მაგრამ ვერ გავიგე რომელი პულტი უნდა გამოვწერო. იქნებ რამე მირჩიოთ.

Posted

http://www.amazon.co...38369572&sr=8-6

კაი ნუ ეს რო გამოვწერო რამდენი მეტრიდან შეძლებს სიგნალის დაჭერას? მაგალითად მინდა ჩიტების მტრედების დაფრენა აფრენის გადაღება შტატივზე რო დავაყენო აპარატი და იქვე საჭმელი დავუყარო და დავიწყო გადაღება 2 მეტრში რო დავდგე აპარატიდან იქ ჩიტი ან მტრედი მოვა? ხოდა ანუ რამდენი მეტრიდან შეუძლია სიგნალის დაჭერა მაგას ვერსად ვპოულობ.

P. S. k-r-ს k-x რატო გირჩევია?

Posted

იმ ლინკზე რეებს წერენ, ნახე? ზოგი ამბობს 3-5 მეტრზე იჭერს, ისიც წინიდან თუ დაუდგები კამერასო. ზოგი - 15 მეტრზეც უპრობლემოდ მუშაობსო. მე ნამდვილად არ ვიცი რამდენი მეტრიდან დაიჭერს სიგნალს. მამა-პაპური შნურიანი ვერსია ხომარ აჯობებდა?

Posted

ხო წავიკითხე და მაგიტო დავიბენი. და შნური სად შევუერთო მერე. :D

Posted

ხო წავიკითხე და მაგიტო დავიბენი. და შნური სად შევუერთო მერე. :D

შნური USB-ში ერთდება რამდენადაც ვიცი. K-x მირჩევნია იმიტომ, რომ როდესაც ეგ თემა დავწერე, მაშინ K-r არარეალურად ძვირი ღირდა, K-x-ს კი სავსებით ლოგიკური და მისაღები ფასი ედო.

Posted

http://www.ebay.com/...6-/220719312853

. ესეც ნახე აბა მაგრად მაწყობს ის პლასმასიც დამიკარგა ძმაკაცმა და ეს პულტი რო ვიყიდო მოყვება? მაგრამ ebay-დან ფეიფალი და მილიონი რაღაც უნდა ვინმე არ იცით რო დამეხმაროს გამოწერაში? :(

http://www.amazon.com/Pentax-Remote-Control-Digital-Cameras/dp/B00005AB9R/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1338370998&sr=8-1

ან ეს რა ჩემი ფეხებია ტო.

Posted

els.ge-ს, ან get.ge-ს დაუკავშირდი, როგორც ვიცი მაგათ ჩამოაქვთ.

Posted

kai madloba.

Posted

http://www.amazon.com/RainbowImaging-bayonet-PENTAX-50-200mm-replaces/dp/B003XATWS0/ref=sr_1_24?ie=UTF8&qid=1338387556&sr=8-24

კიტ ლინზაზე წავა ხო მგონი ეს?

  • Barca unlocked this topic

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.