მიშა Posted December 15, 2011 Posted December 15, 2011 ალბათ ყველამ კარგად ვიცით, რომ პროფესიონალურ ფოტოკამერებში ფართოდ გავრცელებული CompactFlash ბარათები 1994 წელს შეიქმნა SanDisk-ის მიერ, მის შემდეგ ჩაუტარდა მრავალი მოდერნიზაცია და დღემდე იწარმოება და ითვლება ინფორმაციის ყველაზე სწრაფ მატარებლად, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, 17 წელი არც ისე ცოტაა მეხსიერების ბარათისთვის. სწორედ ამიტომ რამდენიმე დღის წინ ასოციაცია "CompactFlash"-მა საზოგადოებას ინფორმაციის ახალი მატარებლის შესახებ ამცნო. მას "XQD" ერქმევა და ზომებით CF-სა და SD-ს შორის იქნება "გამოკვეტებული": რაც შეეხება წარმადობას, პროგნოზები დიდად იმედისმომცემია - საწყის ეტაპზე გვპირდებიან ჩაწერის 125მბ/წმ-იან სიჩქარეს. ახალი ბარათის ზოგადი მონაცემებია: ზომები - 38.5x29.8x3.8მმ Scalable High Performance Interface-ის მხარდაჭერა, რომელიც PCI-Express-ზეა დაფუძნებული მისი წყალობით ინფორმაციის გაცვლის სიჩქარე 2.5-5 გბიტ/წმ იქნება. მეხსიერების ახალი ბარათის სრულფასოვანი წარდგენა 2012 წლის თებერვალში მოხდება, იაპონურ სავაჭრო შოუ "CP+"-ზე. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ფოტოკამერების რომელი მწარმოებლები დანერგავენ ახალი ტექნოლოგიის მხარდაჭერას თავიანთ მომავალ პროდუქციაში. წყარო 3
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now