მიშა Posted December 15, 2011 Posted December 15, 2011 ალბათ ყველამ კარგად ვიცით, რომ პროფესიონალურ ფოტოკამერებში ფართოდ გავრცელებული CompactFlash ბარათები 1994 წელს შეიქმნა SanDisk-ის მიერ, მის შემდეგ ჩაუტარდა მრავალი მოდერნიზაცია და დღემდე იწარმოება და ითვლება ინფორმაციის ყველაზე სწრაფ მატარებლად, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, 17 წელი არც ისე ცოტაა მეხსიერების ბარათისთვის. სწორედ ამიტომ რამდენიმე დღის წინ ასოციაცია "CompactFlash"-მა საზოგადოებას ინფორმაციის ახალი მატარებლის შესახებ ამცნო. მას "XQD" ერქმევა და ზომებით CF-სა და SD-ს შორის იქნება "გამოკვეტებული": რაც შეეხება წარმადობას, პროგნოზები დიდად იმედისმომცემია - საწყის ეტაპზე გვპირდებიან ჩაწერის 125მბ/წმ-იან სიჩქარეს. ახალი ბარათის ზოგადი მონაცემებია: ზომები - 38.5x29.8x3.8მმ Scalable High Performance Interface-ის მხარდაჭერა, რომელიც PCI-Express-ზეა დაფუძნებული მისი წყალობით ინფორმაციის გაცვლის სიჩქარე 2.5-5 გბიტ/წმ იქნება. მეხსიერების ახალი ბარათის სრულფასოვანი წარდგენა 2012 წლის თებერვალში მოხდება, იაპონურ სავაჭრო შოუ "CP+"-ზე. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ფოტოკამერების რომელი მწარმოებლები დანერგავენ ახალი ტექნოლოგიის მხარდაჭერას თავიანთ მომავალ პროდუქციაში. წყარო 3 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.