Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Samsung-მა გამოუშვა Series 5 Ultrabook ნოუთბუქები, რომლებიც თავდაპირველად მხოლოდ სამხრეთ კორეისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სულ წარმოდგენილია რამდენიმე მოდიფიკაცია 13 ან 14-იანი ეკრანით. პირველი მათგანის შემთხვევაში, მოდელის გაფართოება შეადგენს 1366 x 768 პიქსელს, დაფუძნებულია Intel Core i5 პროცესორზე, ოპერატიული მეხსიერების ოდენობა კი, შეიძლება აღწევდეს 8 გბ-ს. მას ასევე გააჩნია 16 გბ-იან SSD-სგან და 500 გბ-იან HDD-სგან შემდგარი ნაკრები. გარდა ამისა, მოწყობილობა აღჭურვილია USB, VGA, HDMI და Ethernet გასასვლელებით და Wi-Fi-ით. მისი სისქე გახლავთ 14.9 მმ, წონა კი - 1.4 კგ.

123c2137f249dbf5eeb04f0a680edb53.jpg

14-დუიმ დიაგონალ დისპლეის მქონე ულტრაბუქიც (1366 x 768), დაკომპლექტებულია Intel Core i5-ით, თუმცა ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი შეცვლილია დისკრეტულ ვიდეობარათ AMD Radeon HD 7550M-ით, მაქსიმალური RAM - 8 გბ, 1 ტბ-იანი და 16 გბ-იანი მყარი დისკი (ოპციონალურად 128 გბ-იანი SSD - HDD-ის ნაცვლად). ინტერფეისები და ოპტიკური წამყვანი წინა მოდელის ანალოგიურია, ხოლო სისქე და მასა - 20.9 მმ და 1.8 კგ-ია.

ნაწარმებში ასევე გამოყენებულია ExpressCache და Fast Start საფირმო ტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობითაც ხდება მათი ჰიბერნაციის და ძილის რეჟიმიდან სწრაფი გამოსვლა. ფასები კი შემდეგნაირია: 13-იანი ვერსიისთვის დაახლოებით 1125-1300$, ხოლო 14-იანისთვის - 1170-1340$ - სასურველ კონფიგურაციისდა შესაბამისად.

  • Upvote 3
  • 4 weeks later...
Posted

ინტელი კარგ რაღაცეებს გვპირდებაო ულტრაბუკებზე http://www.3dnews.ru/news/622640/

Posted

ინტელი კარგ რაღაცეებს გვპირდებაო ულტრაბუკებზე http://www.3dnews.ru/news/622640/

Samsungs ამაზე თხელიც აქვს, იყიდება ქალაქში მე9 სერია,

http://www.samsung.com/uk/consumer/pc-peripherals/notebook-computers/ultra-portable/NP900X3A-A01UK?pid=uk_notebookcomputerstype_keyvisual1_np900x3a-a01uk_20110813

ინტელი კიდე მთელ ფულს დებს Applis დაძირვაში წელს, ულტრაბუკებს დაურეკლამებს ყველა მწარმოებელს, მაგარი ომი იქნება

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.