X-treme user Posted December 13, 2011 Posted December 13, 2011 კომპანია Samsung-მა გამოუშვა Series 5 Ultrabook ნოუთბუქები, რომლებიც თავდაპირველად მხოლოდ სამხრეთ კორეისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სულ წარმოდგენილია რამდენიმე მოდიფიკაცია 13 ან 14-იანი ეკრანით. პირველი მათგანის შემთხვევაში, მოდელის გაფართოება შეადგენს 1366 x 768 პიქსელს, დაფუძნებულია Intel Core i5 პროცესორზე, ოპერატიული მეხსიერების ოდენობა კი, შეიძლება აღწევდეს 8 გბ-ს. მას ასევე გააჩნია 16 გბ-იან SSD-სგან და 500 გბ-იან HDD-სგან შემდგარი ნაკრები. გარდა ამისა, მოწყობილობა აღჭურვილია USB, VGA, HDMI და Ethernet გასასვლელებით და Wi-Fi-ით. მისი სისქე გახლავთ 14.9 მმ, წონა კი - 1.4 კგ. 14-დუიმ დიაგონალ დისპლეის მქონე ულტრაბუქიც (1366 x 768), დაკომპლექტებულია Intel Core i5-ით, თუმცა ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი შეცვლილია დისკრეტულ ვიდეობარათ AMD Radeon HD 7550M-ით, მაქსიმალური RAM - 8 გბ, 1 ტბ-იანი და 16 გბ-იანი მყარი დისკი (ოპციონალურად 128 გბ-იანი SSD - HDD-ის ნაცვლად). ინტერფეისები და ოპტიკური წამყვანი წინა მოდელის ანალოგიურია, ხოლო სისქე და მასა - 20.9 მმ და 1.8 კგ-ია. ნაწარმებში ასევე გამოყენებულია ExpressCache და Fast Start საფირმო ტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობითაც ხდება მათი ჰიბერნაციის და ძილის რეჟიმიდან სწრაფი გამოსვლა. ფასები კი შემდეგნაირია: 13-იანი ვერსიისთვის დაახლოებით 1125-1300$, ხოლო 14-იანისთვის - 1170-1340$ - სასურველ კონფიგურაციისდა შესაბამისად. Overclockers.ru 3 Quote
George Posted January 11, 2012 Posted January 11, 2012 ინტელი კარგ რაღაცეებს გვპირდებაო ულტრაბუკებზე http://www.3dnews.ru/news/622640/ Quote
giolom Posted January 18, 2012 Posted January 18, 2012 ინტელი კარგ რაღაცეებს გვპირდებაო ულტრაბუკებზე http://www.3dnews.ru/news/622640/ Samsungs ამაზე თხელიც აქვს, იყიდება ქალაქში მე9 სერია, http://www.samsung.com/uk/consumer/pc-peripherals/notebook-computers/ultra-portable/NP900X3A-A01UK?pid=uk_notebookcomputerstype_keyvisual1_np900x3a-a01uk_20110813 ინტელი კიდე მთელ ფულს დებს Applis დაძირვაში წელს, ულტრაბუკებს დაურეკლამებს ყველა მწარმოებელს, მაგარი ომი იქნება Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.