NEIRON Posted November 1, 2010 Posted November 1, 2010 სანამ ავტომობილების მწარმოებლები ეძებენ შიდა წვის ძრავის ეკონომიურ ალტერნატივას, ხოლო მყარი დისკების მწარმოებლები აერთიანებენ HDD-ს და SSD-ს ერთ კორპუსში კომპანია General Electric ცდილობს გააერთიანოს ენერგოდამზოგველი ლუმინესცენტრული და ტრადიციული ნათურები ერთ მთლიანში. პირველი როგორც ვიცით ნაკლებ დენს მოიხმარს, მაგრამ მაქსიმალურ სიკაშკაშეს ჩართვიდან რამოდენიმე ხანში აღწევს. ჩვეულებრივი ნათურა ჩართვიდანვე დიდ სიკაშკაშეს იძლევა მაგრამ ბევრ დენს მოიხმარს. როგორც საიტი Engadget იუწყება კომპანია General Electric აპირებს ჰიბრიდული ნათურის გამოშვებას, რომელიც მსხლის ფორმის კორპუსში შეიცავს ლუმინესცენტრულ მილსაც და ჩვეულებრივ ჰალოგენური ნათურასაც. ეს უკანასკნელი ანთებული რჩება მანამ სანამ ლუმინესცეტრული მილაკი მაქსიმალურ სიკაშკაშეს მიაღწევს ხოლო შემდეგ ითიშება. ასეთი ტიპის ნათურები თავიდან გამოვა 15 და 20 ვატიანი სიმძლავრით, რაც ჩვეულებრივი ნათურის 60 და 75 ვატიან სიმძლავრეს შეესაბამება. ფასი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now