Jump to content

სოციალური გამოკითხვა

Recommended Posts

Posted

1. თქვენი აზრით რა არის საზოგადოება და კონფლიქტი?

2.გაიხსენეთ რაიმე პირადი კომფლიქტის მაგალითი.

3. რა ფუნქციას მიანიჭებთ კომფლიქტს საზოგადოებაში?

ასაკი:

სქესი:

საქმიანობა:

იქნებ ამ კითხვებზე გამცეთ პასუხიები რაც შეილება მოკლედ და ლაკონურად

დიდი მადლობა წინასწარ

Posted

მე ჩემი თავისთვის ვარ საზოგადოება და ასეცვე ჩემ თავს ვეკომფლიქტები.

მაგალითად დღეს ტვინის ერთ მხარეს მყოფი საზოგადოება მიმათრევდა სასწავლებელში მეორე გასართობად მექაჩებოდა, იკომფლიქტეს იკომფლიქტეს და ბოლოს მაინც სასწავლებელში აღმოვჩნდი.

ხო ამ საზოგადოებას რომ არ ეკომფლიქტათ ვერ გავიგებდი რომელ მხარეს უფრო უნდა ვენდო ხოლმე და დღეს ერთ წერას ჩავაგდებდი ქულასაც დავკარგავდი. :user:

ფუნქცია ტვინის ნახევარსფეროების აზრების დაფიქსირება და მათი დაცვა ტვინის გაჭ#$%ტვამდე :yes:

Posted

მე ჩემი თავისთვის ვარ საზოგადოება და ასეცვე ჩემ თავს ვეკომფლიქტები.

მაგალითად დღეს ტვინის ერთ მხარეს მყოფი საზოგადოება მიმათრევდა სასწავლებელში მეორე გასართობად მექაჩებოდა, იკომფლიქტეს იკომფლიქტეს და ბოლოს მაინც სასწავლებელში აღმოვჩნდი.

ხო ამ საზოგადოებას რომ არ ეკომფლიქტათ ვერ გავიგებდი რომელ მხარეს უფრო უნდა ვენდო ხოლმე და დღეს ერთ წერას ჩავაგდებდი ქულასაც დავკარგავდი. :user:

გმადლობ გამოხმაურებისთვის ასაკი და საქმინობა მიმითითე რა

Posted

20 წლის, სტუდენტი. :)

Posted

1. თქვენი აზრით რა არის საზოგადოება და კონფლიქტი?

საზოგადოება - ინდივიდების სიმრავლე. არ აქვს მნიშვნელობა საერთო აზრი და მისწრაფებები აქვთ თუ არა. კონფლიქტი - აზრთა და მისწრაფებათა სხვადასხვაობით გამოწვეული უთანხმოება.

2.გაიხსენეთ რაიმე პირადი კომფლიქტის მაგალითი.

ამისგან თავს შევიკავებ თუ შეიძლება.

3. რა ფუნქციას მიანიჭებთ კომფლიქტს საზოგადოებაში?

კონფლიქტის ადგილი საზოგადოებაში არ არის, თუმცა საზოგადოება იმდენად უნაკლო, ერთსულოვანი ან ტოლერანტული ვერასდროს იქნება, რომ კონფლიქტი არ დაუშვას, ან სრულად აღკვეთოს. ამიტომ კონფლიქტი საზოგადოების თანამდევი მოვლენაა.

ასაკი:

სქესი:

საქმიანობა:

23

მამრობითი

არქიტექტორი

დიდი მადლობა ძააან მეხარებიტ : )

Posted

1. საზოგადოება არის ხალხი. კონფლიქტი არის უარყოფითი (ნეგატიური) მოვლენა, რომელიც ხდება ხოლმე გვინდა თუ არა ეს ჩვენ. და რომლის გამოწვევის მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი რამ, ყველზე მეტად კი აზრთა სხვადასხვაობით (ასე მგონია).

2. ვერ ვიხსენებ. საზოგადოებას ფაქტიურად მოწყვეტილი ვარ და შესაბამისად ძალიან იშვიათად მომდის კონფლიქტი.

3. 27 წლის, მამრობითი, ვებ დიზაინერი.

კაი კაცი ძლივს არ დავისვენე გავწამდი ქუჩაში წოწიალით : ))) დიდი მადლობა

Posted

კაი კაცი ძლივს არ დავისვენე გავწამდი ქუჩაში წოწიალით : ))) დიდი მადლობა

არაფრის :)

Posted

1. ა) საზოგადოება უკმაყოფილებისას არი ბრბო, მასა. ბ) საზოგდაოება კმაყოფილების და ჰარმონიის პირობებში არი კლასებად და სოციალურად დაყოფილი ადამიანთა ჯგუფები.

კონფლიქტია როდესაც არსებობს საპირისპირო განცდა ან როდესაც განსხვავებული შეხედულება ებრძვის ერთმანეთს

2. ხშირად მომდიოდა კონფლიქტი განსხვავებული შეხედულების გამო, უფრო ხშირად ჩემი ინტერესების დასაცავად.

3. 23წლის/ მამრი :D / იურისტი, ადვოკატი.

პარამეტრები 90-60-90 ;) ეს ისე ხუმრობით :lol:

Posted

1. თქვენი აზრით რა არის საზოგადოება და კონფლიქტი?

2.გაიხსენეთ რაიმე პირადი კომფლიქტის მაგალითი.

3. რა ფუნქციას მიანიჭებთ კომფლიქტს საზოგადოებაში?

1. საზოგადოება, ცოცხალი არსებების რაიმე ჯგუფი. კონფლიქტი, არასასურველი, ზოგჯერ სასურველიც თუმცა გარდაუვალი აზრების დაპირისპირება.

2. გრძელი ამბავი იქნება, არც ვიცი რომელი ერთი ამოვარჩიო :D ყ. შ. ყველაში პრავი ვიყავი :mad:

3. შეგნების ამაღლების :D ყოველთვის ითავსებს ამ ფუნქციას

20. მარობითი. უსაქმური სტუდენტი.

Posted

ჩვენ ყველანი საზოგადობა ვართ და ყველა მოკდავი არსება აქვს უფლება რომ იყოს საზოგაოების სრულუფლებიანი წევრი ,(ეს იქნება ნახევრად მკდარი, თუ ცოცხალ მკვდარი და ასე შემ)კომფლიქტს იწვევს აზრთა სხვადახვაობა,უსამრთლობა ,ყველას თავისი ინდივიდი აქვს .ვინ მოთვილ სანამ კაცობრიობა იარსებებს სულ იქნება კომფლიქტი

ნაკლებად კომფლიქტური ვარ და თან არ ვაი იმ ასაკში ვინმეს ვეკომფლიქტო (მე უფრო ბავშვურს დავარქმევდი კომფლიქტს)

მამრობითი

25-ის

პროფესია-(ჩაძირული გემების :nifxav: )პოტენციური გემთმექნიკოსი

Posted

1. თქვენი აზრით რა არის საზოგადოება და კონფლიქტი?

2.გაიხსენეთ რაიმე პირადი კომფლიქტის მაგალითი.

3. რა ფუნქციას მიანიჭებთ კომფლიქტს საზოგადოებაში?

ასაკი:

სქესი:

საქმიანობა:

იქნებ ამ კითხვებზე გამცეთ პასუხიები რაც შეილება მოკლედ და ლაკონურად

დიდი მადლობა წინასწარ

1.საზოგადოება არის ადამიანების ჯგუფი განურჩევლად სქესისა თუ ეროვნებისა .კომფლიკტი არის განსხვავებული ინტერესების,მიზნების,შეხედულებების შეჯახება.კომფლიკტი ჩვენი ცხოვრების თანმდევი პროცესია.კომფიკტი ხდება ქვეყნებს,რელიგიებს და პოლიტიკური იდეოლოგიებს შორისაც.არსებობს აგრეთვე შიდა პიროვნული კომფიკტები როდესაც ერთ ადამიანში ერთმანეთს ეწინააღმდეგება სხვადასხვა სურვილები ან ინტერესები.

2.თავს შევიკავებ

3.კომფლიკტი არის როგორც ცუდი ასევე კარგი.

ცუდი:დიდი შანსია გაფუჭდეს ურთიერთობა,მოყვეს უფრო მძაფრი მოვლენები მაგ:ომი,ჩხუბი,მკვლელობა და ა.შ.

კარგი:კარგი შეიძლება კომფლიკტი იყოს იმიტომ რომ ის არის ცვლილებების საფუძველი,გვეხმარება ახალი მიზნების დასახვაში,იდეების მოფიქრებაში ახალი ურთიერთობის დამყარებაში და სხვ.კომფლიკტში მთავარია მისი გადაჭრა და არა მართალი და მტყუანი მხარის გამოვლენა

ასაკი:15 წლის

სქესი:მამრობითი

საქმიანობა:სკოლის მოსწავლე

Posted

1. თქვენი აზრით რა არის საზოგადოება და კონფლიქტი?

ჩემი მტერი. კონფლიქტი - ძაღლები ძვალს რომ ვერ იყოფენ, ეგ მომენტია რა.

2.გაიხსენეთ რაიმე პირადი კომფლიქტის მაგალითი.

ძირითადად ჩემი გლობალისტური და რადიკალურ პაციფისტური შეხედულებების გამო მომდის ხოლმე

3. რა ფუნქციას მიანიჭებთ კომფლიქტს საზოგადოებაში?

ორთქლის ქვაბიდან ორთქლს თუ არ გამოუშვებენ, ის აფეთქდება

ასაკი: ფიზიკურად 22, მენტალურად 45-50

სქესი: მამრობითი

საქმიანობა: ორგზის სტუდენტი, ჟურნალისტი, IT სპეციალისტი

Posted

გაიხსენეთ რაიმე პირადი კომფლიქტის მაგალითი.

:yes:

გქონიათნ თუ არა კონფლიქტი? ამით კითხვით ჩაანაცვლე :D მაინც :hmm:

Posted

1. თქვენი აზრით რა არის საზოგადოება და კონფლიქტი?

2.გაიხსენეთ რაიმე პირადი კომფლიქტის მაგალითი.

3. რა ფუნქციას მიანიჭებთ კომფლიქტს საზოგადოებაში?

ასაკი:

სქესი:

საქმიანობა:

იქნებ ამ კითხვებზე გამცეთ პასუხიები რაც შეილება მოკლედ და ლაკონურად

დიდი მადლობა წინასწარ

1. ხალხის ერთობლიობა, რომელმაც თვითონაც არ იციან რა უნდათ. კომფლიქტი ეს არის, სხვადასხვა მოსაზრებების შეჯახება.

2. არ ვარ კომფლიქტური პიროვნება. ზოგადად პოხუისტი ვარ, ამიტომ განსხვავებული აზრის ქონის გამო ვიღაცასთან კონფლიქტი არ მომდის, თუ მისგან არ მოდის უხეშობა

3. 18 წლის, მამრი, სტუდენტი

Posted

ხალხის ერთობლიობა, რომელმაც თვითონაც არ იციან რა უნდათ

საუკუნის ფრაზაა ბოზიშვილივიყო :thumbsup:

Posted

1. თქვენი აზრით რა არის საზოგადოება და კონფლიქტი?-

-საზოგადოება ზრდილობიან ადამიანთა ერთობლიობა,ხოლო კონფლიქტი უთანხმოება ამა თუ იმ საკითხის მიმართ

2.გაიხსენეთ რაიმე პირადი კომფლიქტის მაგალითი.-

-ვერ ვიხსენებ

3. რა ფუნქციას მიანიჭებთ კომფლიქტს საზოგადოებაში?

კონფლიქტი საზოგადოების ნაწილია.

ასაკი:13 :D

სქესი:მამრი

საქმიანობა:სკოლაში ვარ ჯერ

Posted

1. თქვენი აზრით რა არის საზოგადოება და კონფლიქტი?

2.გაიხსენეთ რაიმე პირადი კომფლიქტის მაგალითი.

3. რა ფუნქციას მიანიჭებთ კომფლიქტს საზოგადოებაში?

ასაკი:

სქესი:

საქმიანობა:

იქნებ ამ კითხვებზე გამცეთ პასუხიები რაც შეილება მოკლედ და ლაკონურად

დიდი მადლობა წინასწარ

1. თქვენი აზრით რა არის საზოგადოება და კონფლიქტი?

საზოგადოება, საზოგადოება ჩემი აზრით ყველა არ არის ვინც ამა და ამ ქვეყანაში ცხოვრობს. ლექსოს დავესესხები, საზოგადოებას როგორც მედალს ორი მხარე აქვს ბრბოა ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში ვითომ რაღაცის გამკეთებელი და მესამე შემთხვევაში (მედალი არ გამოვიდა) ხალხი ვისაც აქვს მიზანი და იცის რა უნდა.ეს უკანასკნელი ცოტაა ჩემი აზრით. კონფლიქტი არის ხშირ შემთხვევაში როგორც მე "გამომიცდია" სხვისი აზრის უპატივისმცემლობა შენი აზრის სხვაზე მოხვევა და ზოგიერთ უაზრობაზე დამყარებული კამათი/ჩხუბი.

2.გაიხსენეთ რაიმე პირადი კომფლიქტის მაგალითი.

არ ვარ კონფლიქტური. ვცდილობ შევაკავო სხვისი ცუდი დამოკიდებულება.

3. რა ფუნქციას მიანიჭებთ კომფლიქტს საზოგადოებაში?

აზრთა სხვადასხვაობის შესაბამისად არსებობს კონფლიქტი. კონფლიქტს ადამიანის აზროვნებიდან გამომდინარე ვერ მოსპობ.

ასაკი: 16

სქესი: მამრობითი

საქმიანობა: სკოლის მოსწავლე.

Posted

1. საზოგადოება და კერძოდ სამოქალაქო საზოგადოება არის ხალხთა სიმრავლე,რომლებიც გაერთიანდნენ საერთო მიზნისთვის-ცხოვრების გაადვილებისთვის,მის შექმნას ჩემი აზრით და არამარტო ჩემი აზრით,საფუძვლად უდევს ადამიანების ფუნდამენტური აზროვნებები და რეფლექსები. მაგ:აღებ-მიცემობა ანუ ვაჭრობა,თავის გადარჩენის ინსტინქტი,საერთო ინტერესები და ა.შ

2.პირადი კოფლიქტი

ჯერ სერიოზული კონფლიქტი არ მქონია,მაგრამ მქონდა კამათი ეკლესიის გავლენაზე საზოგადოებასთან მიმართებით და რელიგიურ ფანატიზმთან დაკავშირებით.

3.ინდივიდუალიზმის მღაღადებელი იდეოლოგიების მომხრე ვარ და ამიტომ ხშირად ვამართლებ შესაძლო კონფლიქტების წარმოშობის მიზეზებს.2 ადამიანის კონფლიქტის შემთხვევაში,მესამეს უჩნდება შანსი განსაჯოს კონფლიქტის მიზეზები და სასურველს მხარეს მიემხროს.

18 წლის

მამრობითი

სტუდენტი

Posted

1. თქვენი აზრით რა არის საზოგადოება და კონფლიქტი?

ჩემთვის საზოგადოება არის ნებისმიერი პიროვნება ან ჯგუფი ვისაც ყოველდღიურად ვხვდები, სამსახურში, ქუჩაში, ტრანსპორტში და ა.შ. კონფლიქტი კი არის მხოლოდ საკუთარი სიამაყის და ეგოიზმის გამოვლინება, თავმდაბლობის არ ქონა ან ნაკლებობა, ბუნებრივი ცოდვილი მიდრეკილების გამოვლინება.

2.გაიხსენეთ რაიმე პირადი კომფლიქტის მაგალითი.

ბოლოს მომივიდა კონფლიქტი ბებოსთან, რომელმაც მთხოვა მისი ძაღლის გასეირნება. გამოვავლინე ყველა ის უვარგისი თვისება რაზეც ზემოთ ვისაუბრე, შესაბამისად "გავიმარჯვე" და თხოვნა არ შევუსრულე ბებოს რომელიც გადამკვდარია ჩემზე, რის შემდეგაც სინდისი დიდ ხანს მაწუხებდა.

3. რა ფუნქციას მიანიჭებთ კომფლიქტს საზოგადოებაში?

საკუთარი ადგილის დამკვიდრება. კომფლიქტი იწყება მაშინ როდესაც პიროვნებას უმთავრდება თავისი აზრის/სიმართლის დამამტკიცებელი რეალური ფაქტები. ამის შემდეგ - ზოგიერთის შემთხვევაში კი საწყისიდანვე - საქმეში ერთვება დავა, ყვირილი, ჩხუბი, უწმაწური სიტყვები.

ასაკი: 23

სქესი: მამრობითი

საქმიანობა: ავეჯის ხელოსანი. გაყიდვების და პროექტების მენეჯერი ვებ სტუდიაში.

Posted

მეც დავწერდი მაგრამ არამგონია გამოგადგეს ჩემი დაწერილი

თან უკვე მორჩებოდი

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.