X-treme user Posted December 5, 2011 Posted December 5, 2011 ვიდეობარათების ზოგიერთი მწარმოებელი ამ დღეებში მომხმარებლებს სთავაზობს მნიშვნელოვან ფასდაკლებებს AMD Northern Islands სერიის პროდუქტებზე. გთავაზობთ პრაის-ლისტები აღებულია ამერიკულ ონლაინ-მაღაზია Newegg-იდან. დავიწყოთ საშუალო ბიუჯეტურ Radeon HD 6850 (960 SP, 256-ბიტიანი ინტერფეისი)-დან. რიბეიტი შეეხო პირდაპირ სამ გადაწყვეტილებას - Sapphire, Gigabyte და XFX-სგან, რომელთა ღირებულებაც 130 დოლარია. შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, ანონსის დღეს, HD 6850-ის ფასი 179$-ს შეადგენდა. რაც შეეხება Radeon HD 6870-ს (ღირებულება პრემიერის დღეს - 239$), რომლის კომპლექტაციაშიც შედის 1120 ნაკადური პროცესორი, ის ამჟამად საკმაოდ საინტერესო შენაძენად უნდა ჩაითვალოს. ასე მაგალითად, PowerColor AX6870 1GBD5-2DH ხელმისაწვდომია 140$-ად და ამასთან, მოყვება თამაში DiRT 3-იც. 2010 წელთან შედარებით, 99 ერთეულით ნაკლებს ითხოვენ XFX Radeon HD 6950-ში (200$). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მას მხოლოდ 1 გბ ვიდეომეხსიერება გააჩნია. სრულფასოვან 2 გბ-ს მქონე მოდელი არც თუ ისე იაფია - 270$ (-30% ფასდაკლება) და ასევე DiRT 3. უფროს ერთჩიპიან Radeon HD 6970-ის ფასი 320$-დან იწყება. შარშან დეკემბერში კი, ეს ნიშნული 369$-ზე იყო. ამ მხრივ, ყველაზე ხელსაყრელ ვარიანტებში მოიაზრება XFX HD-697A-CNFC და Sapphire 100311-3SR. ორივე მათგანის არსენალში 1536 სტრიმ-პროცესორი, 256-ბიტიანი ინტერფეისი და 2 გბ მეხსიერებაა. ტაქტური სიხშირეები რეკომენდირებულს შეესაბამება და გახლავთ 880/5500 მჰზ. ბოლოს კი, გეტყვით იმასაც, რომ AMD-ს ერთ-ერთ პარტნიორის წყაროებმა, Fudzilla-ს შეატყობინეს, რომ ერთბირთვიან ვიდეობარათ Tahiti XT (Radeon HD 7970)-ის ღირებულება, ანონსის დღეს იქნება 549$, ხოლო უმცროს Radeon HD 7950-ისა - 449$. როგორც ჩანს, ისინი მომდევნო წლის იანვრის თვეში გამოჩნებიან. Overclockers.ua 5
Fatal Fighter Posted December 5, 2011 Posted December 5, 2011 შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, ანონსის დღეს, HD 6850-ის ფასი 179$-ს შეადგენდა. წელიწადი გავიდა უკვე ? მაგარი ფასებია რათქმაუნდა იყიდიდა კაცი საბენჩაოდ ფული რომ ქონდეს :user:
M-10-E Posted December 5, 2011 Posted December 5, 2011 აუ რა მაგარიააა ... კაკრაზ 6870 ის ყიდვას ვაპირებ ... ამაზონზეც შეიცვლება ნეტა ფასები??
George Posted December 9, 2011 Posted December 9, 2011 Zalman sells Radeon HD 6000 cards http://guru3d.com/news/zalman-sells-radeon-hd-6000-cards/ ზალმანმაც დაიწყო კარტების გამოშვება
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now