მიშა Posted October 29, 2011 Posted October 29, 2011 კომპანია Fujifilm, რომელმაც ვერ იქნა და ვერ გაგვახარა სარკიანი ციფურლი ფოტოკამერით, კვლავ აგრძელებს იმის კეთებას, რაც კარგად გამოსდის - უშვებს ჩვეულებრივ ფოტოკამერებს. ამჯერად იგი წარმოადგენს Fujifilm X10-ს, რომელიც X100-ის უმცროსი ძმაა: კამერა "რეტრო" სტილშია შესრულებული. სწორედ ასე გამოიყურებოდა 50-60 წლის წინ ვიზირიანი (ანუ უსარკო) ფოტოაპარატები. საკმაოდ სიმპატიურია მე თუ მკითხავთ. იგი აღჭურვილია 12 მეგაპიქსელიანი "2/3" ფორმატის სენსორით (8x6.6მმ). იგი X100-ის APS-C სენსორზე ბევრად პატარაა, მაგრამ მისი მუშა ზედაპირის ფართობი სტანდარტულ "სასაპნეებში" არსებულ 1/2.3 და 1/2.5 ფორმატის სენსორებზე მაინც ორჯერ მეტია, რაც მას ბევრად ეფექტურს ხდის როგორც დეტალიზაციის მხრივ, ასევე მაღალ ISO-ზე მუშაობისას. სენსორისა და პროცესორის სისწრაფე 7fps (12mp)/10fps (6mp) მიყოლებით გადაღების საშუალებას იძლევა, რაც სარკიანი კამერების უმეტესობისთვისაც კი საოცნებო სიჩქარეა. ლინზა f/2.0-2.8 სიმძლავრისაა, რაც ასევე საკმაოდ კარგი მაჩვენებელია კომპაქტური კამერისთვის. რაც შეეხება ზუმს, იგი 28-112მმ-ის ექვივალენტურია (4x გამოდის). კიდევ ერთი კარგი რამ, რაც მომხმარებელს ელოდება, ხელის ფოკუსია. სამწუხაროდ X10-ს ნაკლიც აქვს, თან საკმაოდ სერიოზული - პატარა აკუმულატორის წყალობით მას მხოლოდ 270 ფოტოს გადაღება შეუძლია. რათქმაუნდა კამერას 1080p@30fps ხარისხის ვიდეოგადაღება, "სრიალა" პანორამის რეჟიმი, 400000 პიქსელიანი LCD დისპლეი და სხვა წვრილმანებიც აქვს, რათა კონკურენტებს არ ჩამორჩეს. X10-ის შეკვეთა უკვე შეგიძლიათ და იგი 600$ ღირს. ვიდეოწარდგენა: რათქმაუნდა ჩვენი წარმოდგენით X10 ძვირია, ამ ფასად შეგვიძლია ვიყიდოთ სამოყვარულო DSLR, ან Sony NEX-ის მსგავსი ცვლადლინზიანი კომპაქტური კამერა, თუმცა მათთვის, ვისაც ბლომად ფული აქვს და ზედმეტი ხლაფორთი არ უყვარს, X10 ზედგამოჭრილია. სხვათა შორის f/2.0-f2.8 ლინზა ნებისმიერ უსარკო ცვლადლინზიანი კამერისკიტ ლინზაზე უკეთესი მახასიათებლებისაა, ამიტომ Fuji დაფიქრებად შეიძლება ღირდეს. Dpreview-ის ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ დაწვრილებითი მონაცემები. 2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.