Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Fujifilm, რომელმაც ვერ იქნა და ვერ გაგვახარა სარკიანი ციფურლი ფოტოკამერით, კვლავ აგრძელებს იმის კეთებას, რაც კარგად გამოსდის - უშვებს ჩვეულებრივ ფოტოკამერებს. ამჯერად იგი წარმოადგენს Fujifilm X10-ს, რომელიც X100-ის უმცროსი ძმაა:

b5aa64037b9d.jpg

კამერა "რეტრო" სტილშია შესრულებული. სწორედ ასე გამოიყურებოდა 50-60 წლის წინ ვიზირიანი (ანუ უსარკო) ფოტოაპარატები. საკმაოდ სიმპატიურია მე თუ მკითხავთ. იგი აღჭურვილია 12 მეგაპიქსელიანი "2/3" ფორმატის სენსორით (8x6.6მმ). იგი X100-ის APS-C სენსორზე ბევრად პატარაა, მაგრამ მისი მუშა ზედაპირის ფართობი სტანდარტულ "სასაპნეებში" არსებულ 1/2.3 და 1/2.5 ფორმატის სენსორებზე მაინც ორჯერ მეტია, რაც მას ბევრად ეფექტურს ხდის როგორც დეტალიზაციის მხრივ, ასევე მაღალ ISO-ზე მუშაობისას. სენსორისა და პროცესორის სისწრაფე 7fps (12mp)/10fps (6mp) მიყოლებით გადაღების საშუალებას იძლევა, რაც სარკიანი კამერების უმეტესობისთვისაც კი საოცნებო სიჩქარეა.

662b5ff79f5f.jpg

ლინზა f/2.0-2.8 სიმძლავრისაა, რაც ასევე საკმაოდ კარგი მაჩვენებელია კომპაქტური კამერისთვის. რაც შეეხება ზუმს, იგი 28-112მმ-ის ექვივალენტურია (4x გამოდის). კიდევ ერთი კარგი რამ, რაც მომხმარებელს ელოდება, ხელის ფოკუსია. სამწუხაროდ X10-ს ნაკლიც აქვს, თან საკმაოდ სერიოზული - პატარა აკუმულატორის წყალობით მას მხოლოდ 270 ფოტოს გადაღება შეუძლია. რათქმაუნდა კამერას 1080p@30fps ხარისხის ვიდეოგადაღება, "სრიალა" პანორამის რეჟიმი, 400000 პიქსელიანი LCD დისპლეი და სხვა წვრილმანებიც აქვს, რათა კონკურენტებს არ ჩამორჩეს. X10-ის შეკვეთა უკვე შეგიძლიათ და იგი 600$ ღირს.

ვიდეოწარდგენა:

რათქმაუნდა ჩვენი წარმოდგენით X10 ძვირია, ამ ფასად შეგვიძლია ვიყიდოთ სამოყვარულო DSLR, ან Sony NEX-ის მსგავსი ცვლადლინზიანი კომპაქტური კამერა, თუმცა მათთვის, ვისაც ბლომად ფული აქვს და ზედმეტი ხლაფორთი არ უყვარს, X10 ზედგამოჭრილია. სხვათა შორის f/2.0-f2.8 ლინზა ნებისმიერ უსარკო ცვლადლინზიანი კამერისკიტ ლინზაზე უკეთესი მახასიათებლებისაა, ამიტომ Fuji დაფიქრებად შეიძლება ღირდეს.

Dpreview-ის ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ დაწვრილებითი მონაცემები.

  • Upvote 2
  • Barca unlocked this topic

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.