Jump to content

Recommended Posts

Posted

ოთხბირთვიანი Core i7-2700K (3.5 გჰზ) პროცესორის ოფიციალური ანონსი, ჯერ არ შემდგარა, მაგრამ მისი სავარაუდო თავისებურებები უკვე აქტიური განხილვის საგანია. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ის თავის წინამორბედზე ძვირი ეღირება, ხოლო აჩქარების პოტენციალი კი გაუმჯობესებული ექნება ეკზემპლიარების უფრო დახვეწილ სორტირების გამო. ჯერჯერობით ამის შესახებ საუბარი რთულია, მაგრამ CPU-Z-ს სტატისტიკაში უკვე მოიპოვება ამ CPU-ს ინჟინერული ნიმუშის ოვერქლოქინგის შედეგი.

7927f69374c323d02cef1fb4468137cf.png

მოდელი დაფუძნებულია იგივე D2 სტეპინგზე, როგორზეც სერიული Core i7-2600K-ები, ამიტომ ამ მხრივ, უკეთესის ლოდინს აზრი არა აქვს. ბირთვზე 1.504 ვ ძაბვაზე და 52х მამრავლის მნიშვნელობით, პროდუქტის სიხშირე გაზრდილ იქნა 5.2 გჰზ-მდე, თუმცა არ ზუსტდება გამოყენებული გაგრილების მეთოდი. ყველა core აქტიურია, გამოიყენება 2-არხიანი მეხსიერება, საერთო ოდენობით 4 გბ.

ფორუმ HWbot-ის წევრები ამტკიცებენ, რომ დარეგისტრირებულია ოვერქლოქინგის კიდევ ერთი შედეგი - 5.4 გჰზ-მდე, ბირთვზე 1.55 ვ-თი.

  • Upvote 4
Posted

4 ბირთვი 4 ნაკადი???

Posted

არა 8 ნაკადი

ეს რაზგონისთვის იქნებოდა 4 ნაკადი

HT სკმაოდ უმატებს ტემპერატურას

აჩქარების პოტენციალს რაც შეეხება

არაფერი განსაკუთრებული

ჩათვალე სახელია უბრალოდ შეცვლილი

Posted

აჩქარების პოტენციალს რაც შეეხება

არაფერი განსაკუთრებული

ჩათვალე სახელია უბრალოდ შეცვლილი

+1

ნებისმიერი საშუალო დონის 2600k-ს ჩიპი დებს 52 მამრავლს :chojinfc:

Posted

გამოუშვეს ძველი შოკოლადი ახალი შეფუთვით, ხალხის ყურადღებას იპყრობენ რომ ამდ-მ არ აახიოს მომხმარებელი

Posted

გამოუშვეს ძველი შოკოლადი ახალი შეფუთვით, ხალხის ყურადღებას იპყრობენ რომ ამდ-მ არ აახიოს მომხმარებელი

+1

Posted

ნებისმიერი საშუალო დონის 2600k-ს ჩიპი დებს 52 მამრავლს

ნიუსის აზრი იმაშია რო არსებობს საინჟინრო ნიმუშები და არა რეკორდული რაზგონის მიღწევა.

Posted

ნიუსის აზრი იმაშია რო არსებობს საინჟინრო ნიმუშები და არა რეკორდული რაზგონის მიღწევა.

და ნიუსს მე არც ვერჩი :chojinfc: პროცესორის გამოშვება არის უაზრო მაგას აღვნიშნავ;

Posted

და ნიუსს მე არც ვერჩი :chojinfc: პროცესორის გამოშვება არის უაზრო მაგას აღვნიშნავ;

უაზრობა რატომაა ასე თუ ისე "ახალი" პროცესორია და ვინც ვერ ისვენებს იყიდის მაგას შედეგად ინტელს დამატებითი შემოსავალი ექნება

Posted

ასეა თუ ისე ი7-2600K რო გამოვიდა მაშინაც უკონკურენტო იყო თავის ფასთან და დღესაც ესეა და კარგა ხანი დარჩება ერთ-ერთ საუკეტესო პროცესორად ინტელის. რაც არ უნდა გამოვიდე K სერიიდან 1155 სოკეტზე საფუძველი 2600K-დან მოდის უკვე. :)

Posted

ეს პროცი ისეა როგორც 980X ის მერე გამოუშვეს ვითომ უფრო "მაგარი" 990X :D

Posted

ეს პროცი ისეა როგორც 980X ის მერე გამოუშვეს ვითომ უფრო "მაგარი" 990X :D

ხოდა 2700K-ც ეგრეა

Posted

გუშინ გავრცელდა Core i7-2700K-ის ინჟინერული ნიმუშის აჩქარების შედეგი - 3500-დან 5381 მჰზ-მდე. გამოიყენებოდა წყ^ის გაგრილების სისტემა, ხოლო სატესტო სტენდის კონფიგურაცია მოიცავდა სისტემურ დაფა Asus Maximus IV Extreme-Z (Z68 ჩიპსეტი) და 2-არხიანი ოპერატიულ მეხსიერება G.Skill DDR3 @1895 მჰზ, საერთო ოდენობით 4 გბ. ტექნოლოგია Hyper-Threading, სკრინშოტის მიხედვით, გამორთული იყო, ძაბვა პროცესორზე კი შეადგენდა 1,5 ვ-ს.

0563a4455305e4b88649f2795e9b95d4.png

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.