LEON Posted September 30, 2011 Posted September 30, 2011 ჯამბო ყველა ბრეივიკი რა ჩემი გასაჩერებელია თუ ძმა ხარ რა.
დათო Posted September 30, 2011 Posted September 30, 2011 ჯამბო მათ შუაში ჩავდგებოდი. მომკლავდა მომკლავდა, არ მომკლავდა და უკან გაბრუნდებოდა. ერთადერთი სიცოცხლე, რომლის განკარგვის უფლებაც გაქვს, ისევ საკუთარი სიცოცხლეა კონკრეტულად ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ არ ღირს შენთან კამათი. პირიქით ქრისტიანობა ომში ჩადენილ მკვლელობას პატიებს თუ სამშობლოს დასაცავად არის ეგ ყველაფერი ჩადენილი ხოლო საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა ყველაზე დიდ ცოდვად ითვლება... მოკლედ არ ხარ ჩამოყალიბებული ამ საკითხში მე ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
gamer1 Posted September 30, 2011 Posted September 30, 2011 მე მოვკლავდი კიარა სისხლს დავლევდი მისსას 1000 კაცის გამო
LEON Posted September 30, 2011 Posted September 30, 2011 დათო პირიქით ქრისტიანობა ომში ჩადენილ მკვლელობას პატიებს თუ სამშობლოს დასაცავად არის ეგ ყველაფერი ჩადენილი სისულელეა. ეგ პოლიტიკის და ომების გამართლების გზა არის, ფსიქოლოგიური მომენტია რა. მოკლედ არ ხარ ჩამოყალიბებული ამ საკითხში მე ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ნაწილობრივ მართალი ხარ, მე ჯერ კიდევ ვეძიებ სიმართლეს და ალბათ მთელ ცხოვრებას შევალევ ამას. ქრისტიანი არ ვარ ისე რომ იცოდე, არც სხვა რელიგიას მივდევ, არც ათეისტი ვარ. ყველა რელიგიას შევისწავლი
გიო Posted September 30, 2011 Posted September 30, 2011 კონკრეტულად ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ არ ღირს შენთან კამათი. პირიქით ქრისტიანობა ომში ჩადენილ მკვლელობას პატიებს თუ სამშობლოს დასაცავად არის ეგ ყველაფერი ჩადენილი ხოლო საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა ყველაზე დიდ ცოდვად ითვლება... მოკლედ არ ხარ ჩამოყალიბებული ამ საკითხში მე ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა. არ ამართლებს ქრისტიანობა ომს არ ამართლებს არც ვინმეს მოკვლას არც სამშობლოს დაცვისთვის,არც რაიმესთვის. შენი ნებაა ეგ დაიცავ თუ არა სამშობლოს.
LEON Posted September 30, 2011 Posted September 30, 2011 მე მოვკლავდი კიარა სისხლს დავლევდი მისსას 1000 კაცის გამო შენ წარმოიდგინე მაგნაირი ფიქრებით იწყება სისასტიკე ადამიანში. ასე ვითარდება და ბოლოს ამგვარი სისასტიკით აღვსილი ადამიანი ბრბოს ნაწილად იქცევა. შენ შვილს არ უთხრა იგივე, რაც ახლა შენ თქვი, ასე სისასტიკეს მიაჩვევ თავიდანვე.
ჯამბო Posted September 30, 2011 Posted September 30, 2011 ხო რა .. მოკლედ მიჩლოზდა ეს თემა.. ყველას თავისი აზრი აქვს , მაგრამ როგორ მოიქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაირკვევა როცა აღმოჩნდება იმ კონკრეტულ სიტუაციაში .. Fინიტალა კომედია :D
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.