Jump to content

Magicka - განხილვა


Recommended Posts

Posted

Magicka

Magicka_box.jpg

ჟანრი:მოქმედებითი-სათავგადასავლო

გამომცემელი:Paradox Interactive(შვედეთი)

პლატფორმა:მხოლოდ PC

გამოსვლის დრო:2011 წლის 25 იანვარი

Magicka არის Action-adventure თამაში,შექმნილი 8 შვედი სტუდენტის მიერ.ამ თამაშის 200,000 კოპია გაიყიდა პირველი 17 დღის განმავლობაში.

თამაში დაფუძნებულია სკანდინავიურ მითოლოგიაზე,თუმცა გროტესკულ-იუმორისტული სახით გხვდება ფილმების და თამაშების ( Star Wars, Star Trek, World of Warcraft, Neverwinter Nights, 300, Lord of the Rings, The Colour of Magic, Castlevania, Highlander, Platoon, Indiana Jones, Tron: Legacy, Monty Python, the Holy Grail. Fullmetal Alchemist, South Park, Unreal Tournament, Harry Potter,Metal Gear Solid) დეტალები,რომლებიც ძალიან კარგადაა მორგებული სკანდინავიურ მითოლოგიასთან.

თვითონ თამაში 2.5განზომილებიანია.არის CO-OP ტიპის თამაში,სადაც ერთიდან ოთხამდე მოთამაშეს შეუძლია ითამაშოს მიდგარდში (დედამიწაზე) მოხვედრილი ჯადოქრების(ჯადოქრის) სახით,რომლებიც ფლობენ 8 სტიქიის გამოძახების და ასევე მათი კომბინირების უნარს. ესენია:წყალი,ცეცხლი,ელვა,მიწა,არკანი,სიცივე,ფარი და სიცოცხლე. მათი კომბინირებით შეგიძლიათ გამოიწვიოთ რაიმე სტიქიური მოვლენა,შექმნათ ბომბები,ახალი ელემენტი,ახალი მაგიური ხრიკები და ა.შ. ზემოთხსენებული უნარების საშუალებით, ჯადოქრებმა უნდა განვლონ 13 სირთულე და დაამარცხონ ბოროტი ჯადოქარი-ასატური.

თამაშში ამ სტიქიების კომბინირების,ახალი მაგიური ტრიუკების იმდენად დიდი არჩევანია,რომ ნამდვილად არ მოიწყენთ ექსპერიმენტების მოწყობით,მითუმეტეს თუ კო-ოპში თამაშობთ.შეგიძლიათ თქვენს მოსაკლავად წამოსულ ურჩხულს ესროლოთ გაცხელებული ქვა ან დაასველოთ და შემდეგ ელვის საშუალებით ელექტრული შოკი მოუწყოთ,შექმნათ ფარი,რათა მეისრეებისგან დაიცვათ თავი. არჩევანი მართლაც რომ ძალიან დიდია,მითუმეტეს ლეველებში გადასვლისას თქვენ აღმოაჩენთ დამალულ წიგნებს,სადაც მითითებულია სხვადასხვა მაგიური ხრიკები (მაგ:ახალი სტიქიის შექმნა,დამხმარე ჯარის,დემონების გამოძახება).რაც შეეხება იუმორს ამ თამაშში,აბსოლუტურად ყველაფერი, დაწყებული გრაფიკით,დამთავრებული პერსონაჟების ქცევით და ლაპარაკით გაჯერებულია იუმორით,რომელიც შეიძლება ითქვას,ამ თამაშში შექმნილია ზემოთხსენებული მედია-გეიმინდუსტრიის ცნობილი

ნიმუშების გავლენით.თამაშს აქვს დაახლოებით 8-9 საათის გეიმფლეი.არის ასევე ARENA მოდი,სადაც ჯადოქრებს(ან ჯადოქარს,თუ სოლოში თამაშობთ)უწევთ მტრის რაც შეიძლება დიდი ტალღა მოიგერიონ.

სტიქიები:

Element_arcane.png-არკანი

Element_earth.png-მიწა

Element_life.png-სიცოცხლე (ამით სიცოცხლის მომატება შეგიძლიათ)

Element_lightning.png-ელვა

Element_shield.png-ფარი

Element_water.png-წყალი

Element_cold.png-სიცივე

Element_fire.png-ცეცხლი

Element_ice.png-ყინული Element_water.png + Element_cold.png

Element_steam.png-ორთქლი (აბნევს და აშინებს მოწინააღმდეგეებს)Element_fire.png +Element_water.png

ჩემი შეფასება:

1.ოპტიმიზაცია

რაც შეეხება ოპტიმიზაციას,მანდამაინც სახარბიელო არ აქვს. ეს იქიდანაც ჩანს,რომ მაგიკას 13 პატჩი გამოვიდა.ჰქონდა უამრავი ბაგი.მისი გრაფიკის მიუხედავად,საკმაოდ რესურს-მომთხოვნია. ამიტომ, ოპტიმიზაციაში ამ თამაშს 6.5 ბალს ვუწერ.

2.გრაფიკა

2.5 განზომილებიანი ტიპის თამაშისთვის,შეიძლება ითქვას,რომ ნორმალური გრაფიკა აქვს,ამის გარდა,ასეთი "მხატვრული" სტილის გრაფიკა ხაზს უსვამს ამ თამაშის კომიკურობას. გრაფიკას-8

3.გეიმფლეი

გეიმფლეი მართლაც რომ გადასარევი აქვს,ამდენი სტიქიის,მაგიის მანიპულირება და მტრებზე მათი გამოცდა ძალიან გასართობია და რაც ყველაზე კარგია,არაერთფეროვანი.თან,ამასთან ერთად,ლეველებში გადასვლისას,გიწევს მიმართო სხვადასხვა ტაქტიკას სტიქიების კომბინირებასთან დაკავშირებით.(მაგ:ზოგიერთ მტერს შეუძლია დაცვა,ზოგი ძლიერდება კონკრეტული სტიქიის ზემოქმედების შედეგად ა.შ) გეიმფლეიში დავუწერ 9.0-ს

იუმორი:

ამ თამაშს პრაქტიკულად სიუჟეტი არ აქვს,ამიტომ შევაფასებ იუმორის კრიტერიუმით,რაც საკმაოდ მაღალია.თამაშში ცნობილი ფილმების ცნობილი მომენტები შავით იუმორითაა შემოსილი და ძალიან სასაცილოა.ასევე პერსონაჟების სახე/მოძრაობა,მათ გაუგებარ ენაზე საუბარი. ამ კრიტერუმშიც დავუწერ 9.0ს

Overall-8.1

საინტერესო ვიდეოები:

პატივისცემით, გიორგი შ. :rolleyes:

Posted

:thumbsup:

Posted

ყოჩაღ გიო, ჩავამატებ ახლა ამას რევიუების თემაში...

პირადად მე არამგონია ოდესმე მოვსინჯო, მაგრამ ფენტეზი რომ მიყვარდეს, არ გამოვტოვებდი

Posted

ყოჩაღ გიო, ჩავამატებ ახლა ამას რევიუების თემაში...

პირადად მე არამგონია ოდესმე მოვსინჯო, მაგრამ ფენტეზი რომ მიყვარდეს, არ გამოვტოვებდი

Thanks :thumbsup:

Posted

ბავშვური თამაშია ეს ჟანრი არ მომწონს )

Posted

ჟანრი არც მე მომწონს, მაგრამ ბავშვურს ნამდვილად ვერ დავარქმევ :spiteful:

Posted

ისე კაი გამახსენე, დავწერ მეც რამეს მერე :)

Posted

არც მე ვაპირებდი თამაშს,მაგრამ ნათანამ მირჩია :yes::miyvarxar:

მაგრად მომეწონა მე

  • 3 years later...
Posted

ესეც ამ თამაშის მეორე ნაწილის განხილვა IGN-ზე http://www.ign.com/games/magicka-2/pc-20020049 მარტო 77% დაუწერეს

Posted

ამ თამაშის მეორე ნაწილის კიდე რამდენიმე მიმოხილვა:

http://www.3dnews.ru/915154

http://bestgamer.ru/reviews/magicka_2.htm

http://www.gamespot.com/reviews/magicka-2-review/1900-6416156/

60-75% ფარგლებში აიღო მარტო შეფასებები, როგორც ჩანს მეორე ნაწილი გაცილებით უფრო სუსტი დონისაა ვიდრე პირველი

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.