X-treme user Posted September 25, 2011 Posted September 25, 2011 როგორც ვებ-გვერდი TechConnect Magazine იტყობინება, კომპანია Deepcool გამოსაშვებად ამზადებს გრაფიკული ბარათებისთვის განკუთვნილ გაგრილების სისტემას, სახელწოდებით Dracula. პროდუქტი შესული იქნება Gamer Storm სერიაში და შეეძლება ნებისმიერ ვიდეოამჩქარებლის 'დაშოშმინება', რომლის სითბოს გამოყოფის დონეც 250 ვ-ს ფარგლებშია. ასევე უნდა აღინიშნოს გარკვეული მსგავსება Arctic-ის Accelero ხაზის ზოგიერთ მოდელთან: რადიატორის სპილენძის ძირიდან გამოდის თორმეტი სითბური L-ფორმის მქონე მილაკი, რომლებიც ანაწილებენ სითბოს ალუმინის ფარფლების ორ სექციაზე. ნაწარმი ითვალისწინებს სამამდე 120/140 მმ ზომის ფენის დაყენებას, მწარმოებელი კი კომპლექტთან ერთად გვთავაზობს ყველა აუცილებელ სამაგრსაც. აღნიშნული გაგრილების სისტემა თავსებადია შემდეგ ვიდეობარათებთან: NVIDIA GeForce GTX 580, GTX 570, GTX 560, GTX 480, GTX 470 და GTX 460;AMD Radeon HD 6970, HD 6950, HD 6870, HD 6850, HD 5770, HD 5670, HD 4870 და HD 4850. ინფორმაცია Dracula-ს ღირებულებისა და გაყიდვების დაწყების თარიღის შესახებ, ნიუსების ტრადიციისამებრ, არ ხმაურდება. Overclockers.ru 2
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now