X-treme user Posted September 21, 2011 Posted September 21, 2011 კომპანია ViewSonic-ის პროდუქცია შეივსო კიდევ ერთი ახალი LED-ბექლაითინგ მოდელით - VX2451mhp-LED. მისი ეკრანის დიაგონალი 24 დუიმია, გაფართოება 1920 х 1080 პიქსელი და გაფორმებულია თეთრი ფერის კორპუსში. ის განეკუთვნება 'მწვანე' კატეგორიას: 30 ვ-იანი ჩართული დინამიკებით მისი მაქსიმალური ენერგომოხმარება ტიპიურია - 22 ვ, ხოლო ძილის რეჟიმში კი, არაუმეტეს 0,5 ვ-ისა. რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს: სიკაშკაშე - 300 კდ/მ2, კონტრასტულობა - 1000:1, რეაგირების დრო - 5 მ/წმ. ხედვის კუთხეები შეადგენს ჰორიზონტალურად 170, ხოლო ვერტიკალურად 160O-ს. ნაწარმი აგრეთვე აღჭურვილია 3,5 მმ-იანი პორტით - აკუსტიკური კაბელის შესაერთებლად და სამი ვიდეოგასასვლელით - D-Sub, DVI და HDMI-ით. დისპლეის ზომები შეადგენს 582 x440 x 210 მმ-ს, ხოლო მასა კი - 4,23 კგ-ს. ფასი 178 ევროა. IXBT 4
Barca Posted September 21, 2011 Posted September 21, 2011 როგორ მომწოსნ ამათი მონიოტრები და ეს რას გავს თეთრი ფერი არ მომწონს და არც დიზაინია გადასარევი
Fatal Fighter Posted September 22, 2011 Posted September 22, 2011 ძალიანაც ლამაზია ისე რა მინდა გკითხოთ თქვენ მონიტორის მცოდნეებს 1920X1200-ზე მონიტორის ყიდვა უფრო კარგი არ არის ვიდრე 1080P-ს ? უბრალოდ ძირითად 1080-ზე გამოდის როგორც ვატყობ
Barca Posted September 22, 2011 Posted September 22, 2011 ძალიანაც ლამაზია ისე რა მინდა გკითხოთ თქვენ მონიტორის მცოდნეებს 1920X1200-ზე მონიტორის ყიდვა უფრო კარგი არ არის ვიდრე 1080P-ს ? უბრალოდ ძირითად 1080-ზე გამოდის როგორც ვატყობ ეგეც 1080P ია და Full HD , მაგრამ უბრალოდ ცოტა სხვაა რეზოლუცია 1920X1080 არის სტადარტი Full HD 1080P ის
George Posted September 23, 2011 Posted September 23, 2011 ViewSonic Pearl White 24-inch Monitor http://guru3d.com/news/viewsonic-pearl-white-24inch-monitor-/ ესეთი ვიდის მონიკები მეც არ მომწონს,არასდროს ვიყიდი ასეთ ვიდში რაც არ უნდა კარგი მონაცემები ქონდეს
fashisti Posted September 23, 2011 Posted September 23, 2011 ძალიანაც ლამაზია ისე რა მინდა გკითხოთ თქვენ მონიტორის მცოდნეებს 1920X1200-ზე მონიტორის ყიდვა უფრო კარგი არ არის ვიდრე 1080P-ს ? უბრალოდ ძირითად 1080-ზე გამოდის როგორც ვატყობ რავი გააჩნია რისთვის გინდა და რა ზომის მონიტორს ყიდულობ... მაგალითად თამაშებისთვის მე არ ვიყიდიდი იმიტომ რომ უფრო ძლიერი მონაცემები უნდა ასევე ფილმებისთვისაც არ ვიყიდიდი იმიტომ რომ მაგას 16:10-ზე აქვს თანაფარდობა ხოლო FULL HD 16:9-ზე არის ხოლო აი ინტერნეტში საძრომიალოდ და ზოგადად კომპთან სამუშაოდ იდეალურია იმიტომ რომ სიმაღლეში უფრო მეტი სივრცე გაქვს
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now