Jump to content

Recommended Posts

Posted

დღეს წარმოგიდგენთ რამდენიმე ექსპერიმენტს პროცესორების მიერ სითბოს გამოყოფასთან დაკავშირებით. ექსპერიმენტები მოვიძიე YouTube-ს ვიდეო პორტალზე.

მაშ ასე პირველი ექსპერიმენტი ეს არის იმის ჩვენება თუ რა მოუვა პროცესორს თუ იგი არ გაგრილდება…. საკმაოდ მხიარული ექსპერიმენტია….

წარმოიდგინეთ ერთხელაც (ღმერთმა დაგიფაროთ) კომპიუტერთან მუშაობისას, უეცრად ქულერი გაჩერდეს ისე რომ თქვენ ვერ გაიგოთ…. ამ დროს თქვენ გამწარებული ზიხართ და ვორდში რაღაცას კრეფთ… ნელნელა გრძნობთ რომ ჰაერი დამძიმდა, დამწვრის სუნი მოგდით მაგრამ ვერ ხვდებით საიდან… წამით ჩერდებით, ყნოსვას ძაბავთ და ცდილობთ გაარკვიოთ საიდან მოდის სუნი…. ნესტოების უშედეგოდ დაბერვის შემდეგ ხელს ჩაიქნევთ და განაგრძობთ მუშაობას, ფიქრობთ რომ თქვენი მეზობელი წვავს რამეს…. გადის რამდენიმე წამი და კომპიუტერი იწყებს ჭედვას, სუნი მძაფრდება…. მაშინ კი ხვდებით რომ კეისში რაღაც ვერ არის…. სკამს განზე წევთ და იხრებით კეისისკენ…. ყნოსვით ნელნელა უახლოვდებით და ბახ! კეისიდან შავი ბოლი გამოდის, მონიტორზე გამოსახულება ქრება… წამიერად მირბიხართ შტეფსელთან და პროცესორს დენიდან თიშავთ… გუგახეთქილი მიდიხართ კეისთან და ხსნით მას… გაჭვარტლულ თავსახურს გვერძე დებთ. ბოლში და მავთულხლართებში ცდილობთ გაარკვიოთ რა მოხდა… ამ დროს კი წარმოგიდგებათ ტრაგიკული სურათი… გამურული მაზერბორდი…. გაღუნული ალუმინის რადიატორი და პროცესორზე მიმდნარი ვენტილატორი…

თუ გინდათ რომ ასეთი თავგადასავალი არ გადაგხდეთ, მიაქციეთ ყურადღება გაგრილების სისტემას… ყოველი ჩართვისას დაუყურადეთ ქულერებს, პირნათლად ასრულებენ თუ არა სამუშაოს… თუ თქვენს კომპიუტერს აქვს შესაძლებლობა გაჩვენოთ თქვენი პროცესორის ტემპერქტურა, მაქსიმალურად აკონტროლეთ ის… დააკვირდით თუ ტემპერატურა კრიტიკულ ზღვარს აჭარბებს სცადეთ შეიძინოთ ახალი.

Posted

ჩემ მეზობელს e5300 აქვს და 2 თვის წინ მომადგა რამე მიშველე ამ ბოლო დროს კომპიუტერი მეთიშებაო. ხოდა მეც მივედი, ჩავრთე თუ არა ეგრევე დააწერა cpu cooler error. გავხსენი და არ ტრიალებდა. რამდენი ხანია ასეა? ვკითხე და 6 თვეაო მიპასუხა :) ხშირად თამაშობდა არადა . ეტყობა პროცესორს დასცხა ზაფულში. კიდე კაი ასე არ დაემართა.

  • Upvote 1

შენი დამსახურებაა :))

Posted

ფორუმ.გე ზე მგონია თავი :vis:

Posted

ძველი პროცესორები ეგრევე იხარშებოდნენ ქულერის მოხსნაზე ახლანდელი პროცესორები (ინტელის უფრო) თამაშს არც გაფრიზავს,პროსტა ფპს ძაან დაეცემა

Posted

:D გაედო AMD-ს ჟმოტები ეგენი დაედოთ თავზე რკინის ხუფი როგორც ინტელს აქვს და შეიძლება არ დამართნოდა ეგრე :D

Intel :babu:

მაგრამ P3 მა რომელსაც ასევე არ აქვს ხუფი სულაც არ გაუშვა ბოლი დაფრიზა პროსტა..

მიჩმორდა AMD :chojinfc:

Posted

ჩემს ძმაკაცს კეისის გვერდი მოხსნილი აქ მას შემდეგ რაც აღმოაჩინა რომ ჩართვისას თავისი ქულერი ხელით თუ არ "დაქოა" არ ირთვება lol.gif

  • Upvote 1
Posted

ჩემს ძმაკაცს კეისის გვერდი მოხსნილი აქ მას შემდეგ რაც აღმოაჩინა რომ ჩართვისას თავისი ქულერი ხელით თუ არ "დაქოა" არ ირთვება lol.gif

დაშალოს გაწმინდოს და დაზეთოს თუ არ უშველა გამოცვალოს

Posted

ჩემს ძმაკაცს კეისის გვერდი მოხსნილი აქ მას შემდეგ რაც აღმოაჩინა რომ ჩართვისას თავისი ქულერი ხელით თუ არ "დაქოა" არ ირთვება lol.gif

მე ვიყავი მასე :D 8600gt-ს უნდოდა დაქოქვა და მერე მიგრიხინობდა :D

Posted

რაღაცას გვატყუებენ მანდ. პირველ ტესტში P4 რო არის ქულერს რო ადებენ არ ტრიალებს ის ქულერი :)

Posted

რაღაცას გვატყუებენ მანდ. პირველ ტესტში P4 რო არის ქულერს რო ადებენ არ ტრიალებს ის ქულერი :)

მერე რა რადიატორი სითბოს აცლის პროცესორს და ფანტავს.. შენ რომ ქულერი გააჩერო არაფერი არ მოუვა პროცესორს უბრალოდ მეტი ტემპერატურა გექნება კატასტროფული არა.

Posted

ჩემ მეზობელს e5300 აქვს და 2 თვის წინ მომადგა რამე მიშველე ამ ბოლო დროს კომპიუტერი მეთიშებაო. ხოდა მეც მივედი, ჩავრთე თუ არა ეგრევე დააწერა cpu cooler error. გავხსენი და არ ტრიალებდა. რამდენი ხანია ასეა? ვკითხე და 6 თვეაო მიპასუხა :) ხშირად თამაშობდა არადა . ეტყობა პროცესორს დასცხა ზაფულში. კიდე კაი ასე არ დაემართა.

CPU FAN ERROR საკმაოდ ნაცნობი და ხშირი ERROR_ია :)

მერე რა რადიატორი სითბოს აცლის პროცესორს და ფანტავს.. შენ რომ ქულერი გააჩერო არაფერი არ მოუვა პროცესორს უბრალოდ მეტი ტემპერატურა გექნება კატასტროფული არა.

ხოდა ეგ მეტი ტემპერატურა ზოგიერთი პროცესორისთვის კატასტროფულია :)

ჩემს ძმაკაცს კეისის გვერდი მოხსნილი აქ მას შემდეგ რაც აღმოაჩინა რომ ჩართვისას თავისი ქულერი ხელით თუ არ "დაქოა" არ ირთვება lol.gif

მეც ვიყავი მაგ დღეში ერთი პერიოდი :D :D :D

Posted

ხოდა ეგ მეტი ტემპერატურა ზოგიერთი პროცესორისთვის კატასტროფულია :)

ის არც მითქვამს კარგია პროცესორისთვისთქო. :)

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.